თბილისში დაახლოებით 1.30 მეტრიანი პითონი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში პითონი დაიჭირეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ გაუიცხადა, ქვეწარმავალი ერთ-ერთ მოქალაქეს გაექცა.

„საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და “გრძელი ღამეც” დაიწყო. დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც” გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა“, – აცხადებენ  მონიტორინგის სამსახურში.

როგორც ვახტანგ ლომჯარიამ გვითხრა, პითონი კერძო პირის საკუთრება იყო.   

„იყიდა კერძო პირმა, ოფისში ყავდა და ხვრელი ჰქონდა დატოვებული, რომ ესუნთქა. როგორც ჩანს, აქედან გაძვრა. ერთხელ თავად იპოვა მეპატრონემ, ამჯერად კი დაიკარგა და მონიტორინგის სამსახურს შეატყობინა. სავარაუდოდ  1000 ლარი ჰქონდა გადახდილი.. პითონი ზომით ერთი მეტრი და 30 სანტიმეტრი იყო“ – განუცხადა ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მსგავსი თემები