“ვეცდებით, საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ დღეს რაღაც იზრდება, არამედ ის რომ უფრო მეტად რატომ არ იზრდება.

მისივე თქმით, შეეცდებიან, რომ საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი.

„საქართველო არ არის იზოლირებული ევროპიდან, განსაკუთრებით სამეზობლოდან. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბოლო დღეებში რაღაც გაიზარდა, არამედ ალბათ ის უნდა გვიკვირდეს, უფრო მეტად როგორ არ იზრდება.

ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა, რომ არ იქნეს ალბათ ვერ მივაღწევთ, მაგრამ იქნეს რბილი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თუმცა ეს ჩემი, როგორც ექსპერტის აზრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

მისივე თქმით, საქართველოში ცუდი პროგნოზები არ გამართლდა, რადგან მოსახლეობამ უმეტეს წილად მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, შემთხვევების მატება კი ცალკეულ ლოკაციებს უკავშირდება.

მსგავსი თემები