გარდაცვლილ გოგონას შავი ზედა ეცვა, როცა იპოვეს, თეთრი ეცვა – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი 23 გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ოჯახი კი აცხადებს, რომ, როცა  გოგონას ცხედარი იპოვეს, მას ზედა გამოცვლილი ჰქონდა.    

ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, მის შვილს, სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

სოფელ გოლთეთის მაცხოვრებლები, სადაც გოგონას მანქანა იპოვეს, აცხადებენ, რომ გოგონას მუქი ზედა ეცვა.

მსგავსი თემები