“არ არის სამეგობროში, ოჯახში შეკრების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში” – პაატა იმნაძე

„ჩვენ კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე – რაც უფრო ნაკლები კონტაქტები გვექნება, მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც“ – ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გაანცხადა.

იმნაძე მთავარ რეკომენდაციად ისევ სახლში დარჩენას თვლის.

„ დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც მოვერიდოთ. დღეს რაც გვაქვს, ყველა შემთხვევა, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, იყო ოჯახური კლასტერები. ანუ, ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. დღეს არ არის არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში“ – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები