„ყველა ოჯახს მოვუწოდებ, ნუ აგზავნიან ციხეებში ადამიანებს ამბის გამოსატანად“ – თეა წულუკიანაი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმრების ოჯახებს მიმართა და მოუწოდა კორონავირუსის აღმოფხვრამდე ნუ შეაგზავნიან ციხეში ადამიანებს ამბის გამოსატანად.

მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატებიც კი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევებში უნდა შევიდნენ პატიმრებთან. 

“ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე, ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომ, ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეებში ამბის გამოსატანად ისეთი ადამიანების შეგზავნას, რომელსაც ამ მომენტში არავითარი საჭიროება არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია ციხეებში მაშინ შედიოდნენ, როდესაც საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას ან სხვა საპროცედურო საჭიროებებს.”

მსგავსი თემები