“საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში” – პაატა იმნაძე

“საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში. ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუფუნებაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დასადგენად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პასუხს რამდენიმე დღე ელოდებიან, მაშინ, როცა საქართველოში ეს რამდენიმე საათში ხდება.

„ფართო რაღაც ეტაპზე, კი ბატონო საჭირო გახდება. დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს სიტუაცია, როდესაც გვჭირდება ზუსტი დიაგნოსტიკა, როდესაც ვერ ვიქნებით სწრაფი ტესტების იმედზე, რომის ცდომილებაც შეიძლება, იყოს 15-20 პროცენტი, ანუ 15-20 პროცენტი ინფიცირებულებისა სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაიჭიროს. ეს ახასიათებს ნებისმიერ სწრაფ ტესტს. სწრაფი ტესტი – ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ცე ჰეპატიტზე ხდებოდა კვლევა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა.

როდესაც ჩვენ დღეს მოლეკულურ ტესტირებას ვაკეთებთ, ამაზე სწრაფად რა უნდა გავაკეთოთ?! მართალია, სწრაფი არ ჰქვია, მაგარ ვაკეთებთ უსწრაფესად. საქართველოში რამდენიმე საათში არის პასუხი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ოთხ-ხუთი დღე ელოდებიან პასუხს.

მოლეკულურ ტესტირებას, რომლის პასუხს მსოფლიოს უმდიდრეს და განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ელოდებიან დღეები, საქართველოში ეს პასუხი აქვთ საათებში. რას ითხოვს ხალხი კიდევ, ვერ გავიგე. ეს არის პოპულისტობა. საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში. ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუფუნებაა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები