“ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, ხშირად დაიმუშავეთ!” – პაატა იმნაძე

“ძალიან ვთხოვ, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, გაეცნონ ყველა რეკომენდაციას. ჩვენთან დევს ნებისმიერი პროტოკოლი, კარგად ნახონ. მესმის შეშფოთებულები არიან, მაგრამ, არის გარკვეული წესები.

მინდა ყველას ვუთხრა, ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი რომ გვიკეთია, ზუსტად ისევე უნდა ხშირად დამუშავება სპირტის შემცველი სადენზინფექციოთი. რა განსხვავებაა, ხელთათმანს მივიდებთ სახეზე, ნიღაბს ავიწევთ თუ ჩავიწევთ, სამწუხაროდ, ამას ვუყურებ, ხოლმე.

ძალიან კარგად გავითავისოთ, ის ქცევები. მაღაზიებში ბევრი ადამიანია ხელთათმანით მუშაობს, გასაგებია, ის თავს იცავს. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ვირუსისი გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელები”-ამბობს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები