მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, კლინიკები ე.წ. რეზერვისტი ექიმებისთვისაც მზად არიან

„ახალი კორონავირუსის“ პანდემიისა და პიკის ერთ-ერთი ნიშანი იტალიის მაგალითია, როცა ვირუსი მედპერსონალზეც გავრცელდა და სამედიცინო პერსონალი არ დარჩათ.    

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა ჯანდაცვის მინისტრის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას“: აძლევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს რეკომენდაციას და არიან თუ არა კლინიკები მზად, რეზერვში ჰყავდეთ ექიმთა ჯგუფი, თუ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდება?

თამარ გაბუნია: „ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ქვეყანაში იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სპეციალურად ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. მან ჩაატარა შეფასება რამდენიმე კლინიკაში, რომლებიც მთლიანად მობილიზებულები არიან „კორონავირუსის“ მიზნებისთვის. მათ შორისაა ინფექციური საავადმყოფო, ასევე საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ქუთაისის კლინიკა. რეკომენდაცია არის ის, რომ კარგი დაცვის პირობებში, კლინიკაში პერსონალმა შეიძლება იმუშაოს უსაფრთხოდ და სარეზერვო გუნდის ცალკე მობილიზება საჭირო არ უნდა გახდეს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ჩათვლის, რომ საჭიროა სარეზერვო გუნდის მობილიზება, აქ რეკომენდაციაა 2 კვირიანი როტაციები. 2 კვირის მანძილზე მუშაობს ერთი ბრიგადა და 2 კვირის შემდეგ, მას ჩაანაცვლებს მეორე ბრიგადა. ეს სქემებიც არის დეტალურად მომზადებული და კლინიკებს აქვთ თავიანთი, ინდივიდუალური გეგმები“.  

მსგავსი თემები