მარნეულში 60 000-მდე ადამიანი შემოწმდა

ბოლნისისა და მარნეულის რაიონები კვლავ მკაცრი კარანტინის რეჟიმშია. ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ორივე მუნიციპალიტეტში 60 000-მდე პირი შემოწმდა, ხოლო ყველა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი COVID 19-ზე უარყოფითია. მისივე ინფორმაციით, რეგიონში ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება სრულად არის მომარაგებული საჭირო პროდუქციით და დეფიციტის პრობლემა არ დგას.   აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან მოეწყობა საველე მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, კომფორტულად იმუშაონ.

მეტი...

“ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები” – კალაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში გააკეთა, იყო მავნებლობა და გაუგებარი ღონისძიების გამო ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდში პირბადეების დარიგების გამო ხალხმრავლობის ორგანიზების შეფასებისას განუცხადა, რის გამოც ორგანიზატორები 15 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. „მეორე მავნებლობა არის ის, როცა ამას ადარებენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არის ის, რომ ამ ფორმსაჟორულ მდგომარეობაში დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ამის შედარება ჩვენ მიერ გამართულ ღონისძიებასთან არაა სწორი. იქ შეკრებილი ადამიანი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ. ყველა…

მეტი...

„კრემაცია, ფერფლის წაღება შემოგვთავაზეს… გვამი არ მოგვცეს, ვირუსი გადადისო“ – ესპანეთში გარდაცვლილ ქართველის მწარე ისტორია

5 შვილის დედა ესპანეთში ონკოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა, „კორონავირუსმა“ შეიწირა. დღეს კი, მისი შვილებისა და ოჯახის წევრებისთვის, არა თუ ცოცხალი ცირა, არამედ მისი ცხედარი და საფლავიც კი სანატრელია. 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის უკან „კორონავირუსით“ გარდაიცვალა, დღეს მადრიდის აკლდამაში დაკრძალავენ. როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, ცირას სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა და ესპანელი ექიმები მის ქიმიოთერაპიით განკურნებას ცდილობდნენ, თუმცა, არ გამოუვიდათ. ცირა ქიმიოთერაპიის შემდეგ დაინფიცირდა. სწორედ ცირას ერთ-ერთი შვილის სიტყვებია – „შიმშილით დაძინებას ვისწავლი, ოღონდ დედა გადარჩე“, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. „ესპანელმა ექიმებმა ცირას გამოკვლევის…

მეტი...

მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გაზრდაზე იმსჯელებს

„თუ მივიღებთ ნახტომისებურ მატებას მთელი ქვეყანა გადავა საკარანტინე რეჟიმზე“ – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეკრების დაწყებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძე საკარანტინე ზონის გაზრდას ეპიდემიის ზრდის შესაბამისად პროგნოზირებს. „მიუხედავად იმის, რომ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და შევალთ მალე ჯერ- ჯერობით მდგომარეობას ვაკონტროლებთ. კრიზისულ ფაზაში უნდა ვიზრუნოთ, რომ ნახტომისებური ნამატი არ მივიღოთ, თუ ეპიდვითარება გართულდა და საზოგადოება ყურადღებით არ იქნება მივალთ საყოველთაო კარანტინის შემოღების აუცილებლობამდე.“ – განაცხადა ხუნდაძემ. საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში იკრიბება.

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ზე 1 თვის ჩვილის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ზე 1 თვის ჩვილის პასუხს ელოდებიან. დღესვე გახდება ცნობილი, აქვს თუ არა კორონავირუსი მის მშობლებსა და ბებიას. ყველა მათგანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. მათი ანალიზები ქუთაისის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, 67 წლის ზუგდიდელი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილი შეიყვანეს

დმანისიდან და ბოლნისიდან დღეს, ორი ჩვილები შეიყვანეს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე. ორივე ჩვილი ერთი დღისაა. კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია. კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.

მეტი...

სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

“დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ”- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, არც ერთ სამხედროს ამ დროისთვის კორონავირუსი არ დადასტურებია. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით აშშ-მა ჩინეთს გაუსწრო

აშშ – ში, ახალი კორონავირუსის შემთხვევები 81 896-მდე გაიზარდა, რითიც ქვეყანამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ამ დროისთვის 81 285 შემთხვევაა.  აშშ-ში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 1 174 ადამიანი გარდაიცვალა, 1 864 კი – გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის ცენტრად ნიუ-იორკი მიიჩნევა.  შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს იტალია 80 589 შემთხვევით, მეოთხეს კი – ესპანეთი, 56 197 შემთხვევით.  აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, ხალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა და 3.3 მილიონს მიაღწია. სამი კვირის წინ უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები 200 ათასს არ აჭარბებდა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებული იყო. ამჟამინდელი…

მეტი...

“ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება  – უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსს ეხებოდა. „მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა“,-აღნიშნა გაბრეიესუსმა. მისივე თქმით, ყველამ მეტი უნდა გააკეთოს, ეს „ვალდებულებაა“. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ავაშენოთ სწრაფად, გავზარდოთ, ვასწავლოთ. ეს ალტერნატივა არ არის. ეს ვალდებულებაა. ჩვენ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257 პირი. ინფორმაციისთვის, 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რამდენიმე მათგანი საჩხერეში მკურნალობდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პირი ახალგაზრდა მამაკაცია. მისი ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამჟამად სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორს 13 გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში 4427 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.

მეტი...

ვინ და რა წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს „COVID-19-ით გარდაცვლილი – მკაცრი რეკომენდაციები 

COVID-19-მა მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მთელმა მსოფლიომ „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა დაკრძალვის მკაცრი რეკომენდაციები შეიმუშავა. ეს ეხება საქართველოსაც. დოკუმენტი 25 მარტს დამტკიცდა. მისი ერთ-ერთი პუნქტი მიცვალებულის დასვენებისა და დაკრძალვის მკაცრ რეგულაციებს ეხება. „სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით; გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით; გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას; თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა…

მეტი...

„კორონავირუსით“ გარდაცვლილები მაქსიმუმ 72 საათში უნდა დაიმარხონ

„კორონავირუსით“ გარდაცვლილთა დაკრძალვის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, ცალკე პუნქტებადაა გაწერილი როგორ უნდა დაიკრძალოს COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანი. დოკუმენტის მიხედვით, გვამის დამარხვა არაუმეტეს 72 საათია განმავლობაში უნდა მოხდეს. „გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები“ – ვკითხოლობთ დოკუმენტში,…

მეტი...