“კატასტროფის ცენტრი, რომელიც მოსახლეობას ტესტირებას 150 ლარად სთავაზობს, იმ 4 კომპანიაში შედის, რომელსაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კატასტროფის ცენტრი, რომელიც მოსახლეობას ბინაზე გამოძახებით კორონავირუსის ტესტირებას 150 ლარის სანაცვლოდ სთავაზობს, იმ 4 კომპანიაში შედის, რომელსაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა. ტიკარაძის თქმით, სწრაფი ტესტების ფასის დადგენაზე სახელმწიფო მუშაობს .

„სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და საგანგებო რეჟიმში, ჩვენ სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, როგორც წინა დღეებშიც მოგახსენეთ, რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ჩვენი ინფექციონისტები, ლუგარის ლაბორატორია, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას და ეს კომპანია შედის ამ ჩამონათვალში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები