“სურათების გამოკიდვა ის ინფიცირებულია, ეს ინფიცირებულია არაა წესი” – ამირან გამყრელიძე

„გეუბნებით, რომ ბოლო შემთხვევა უკავშირდება იტალიას, დანარჩენზე პასუხის გაცემის უფლება არ მაქვს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას სოლიდარობისკენ და კორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა.

„ადამიანი ვიდრე თვითონ არ იტყვის, რომ ინფიცირებულია მე არ მაქვს უფლება ვთქვა , ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ვამბობ, რომ ბოლო ინფიციერებული უკავშირდება იტალიას. სურათების გამოკიდვა, რომ ეს ინფიცირებულია, ის ინფიცირებულია არაა წესი მე ვარ თანაავტორი პაციენტის უფლებების კანონის, მე თუ არ დავიცავი ეს კანონი სხვა სულ არ დაიცავს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო მზადაა მოსალოდნელ რისკებთან გასამკლავებლად.მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე სახელწიფოს 12 000 დასაწვენი ადგილი აქვს.

მსგავსი თემები