“ორსულებისთვის ეს დაავადება ისეთივე რისკის შემცველია როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის” – თამარ უგულავა

“ყველაზე მეტად ვიცით, რომ ავადდაებიან ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანები, თუმცა ორსულებს განსაკუთებული სიფრთხილე მართებთ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ განაცხადა.

უგულავა მთავარ რეკომედაციად ჰიგიენის ნორმების დაცვას თვლის და ორსულებს იმ წესების შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მერ გაიცა. სპეციალისტი იმ მაჩვენებელზეც საუბრობს, რაც დღეს მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით სტატისტიკით ფიქსირდება:

„სტატისტიკურად ვიცით, რომ ყველაზე მეტად მოწყვლადი ხდებიან ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანები. ორსულობა მოწყვლადობის კრიტერიუმს არ წარმოადგენს, თუმცა უნდა გაფრთხილდნენ. ორსულებისთვის ეს დაავადება ისეთივე რისკის შემცველია როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ამიტომ უნდა იყვნენ განსაკუთრებულად ყურადღებით. გადიდს თუ არა ნაყოფზე სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ გვაქვს ყველა რეკომენდაცია რომელსაც დღევანდელი მედიცინა იძლევა ემყარება მეცნიერულ მტკიცებულებას ჯერჯერობით ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს და  არ შეგვიძლია დაბეჯითებით ამის თქმა რომ არ გადადის“ – განაცხადა თამარ უგულავამ „მედიაცენტ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანვე ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ჩინეთში დაინფიცირებული დედისგან ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი თემები