“ბანკებმა უნდა შეამცირონ საკრედიტო ვალდებულებები” – დავით ჭიჭინაძე

“კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საჭიროა შეჩერდეს ყველას ვალდებულება, ყველას წინაშე, მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. და ეს პირველ რიგში ბანკებს ეხება. მათ უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება, რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება.

“ექიმები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაფრთხილებენ სახლიდან არ გამოხვიდეთო, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?!​ მითუმეტეს, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, საკვებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული,  ბაზრობიდან მარაგდება. თითო ბაზრობაზე კი, მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანია, მარტო მომსახურე პერსონალი. 

მოკლედ, თუ მთელი სახელმწიფო მანქანა ერთიან პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ეკონომიკური კოლაფსი უბრალოდ გარდაუვალი იქნება. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ არავის თავში არ მოსვლია აზრად არც ის, რომ ამ მრავალათასიან ბაზრობებზეც მოეწყოთ ისეთივე სპეციალური შესამოწმებელი პუნქტები, როგორიც აეროპორტებში, სახელმწიფო დაწესებულებებშია… ასევე სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე  მსგავსი ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები