„კორონაშეზღუდვები“ ქორწილებს, ქელეხებსა და დაბადების დღეებსაც შეეხება – რა შეზღუდვებს აწესებს სახელმწიფო?!

საქართველოს მთავრობამ, „კორონავირუსის“ გავრცელების საპრევენციოდ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კრანტინი არ არის გამოცხადებული, თუმცა, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს რეკომენდაცია ეძლევათ, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. მკაცრად გაკონტროლება ის ადამიანები, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ვირუსის პოტენციური მატარებლები და გამავრცელებლები არიან.

გადაწყვეტილება #1. „მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში,“ – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

გადაწყვეტილება #2. “კორონავირუსთან” დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. შესაბამისად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, არ ჩატარდება: თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება – ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით;

გადაწყვეტილება #3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, “კორონავირუსის” გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ;

გადაწყვეტილება #4. დისტანციურ მუშაობაზე საქართველოს პარლამენტის გადადის;

და ბოლოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, შეზღუდვები ქელეხებსა და ქორწილებზეც გავრცელდება. „საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს”- აცხადებს პაატა იმნაძე.

კიდევ რა შეზღუდვები დაწესდება, გამოცხადდება თუ არა მიმდინარე წელი აკადემიურ წლად, ამის პროგნოზირება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია და გადაწყვეტილება სიტუაციის შესაბამისად იქნება მიღებული.  

მსგავსი თემები