“საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ველოდებით” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია.

„თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ტენდენციას, რომ ევროპაში კატასტროფული სისწრაფით იზრდება, იტალია გადაცილდა ათი ათასს, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი – ორი ათასს, აშშ – ათასს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემიად ის, რაც დე ფაქტოდ ჩვენ ისედაც ვიცოდით, დე იურე გამოაცხადა. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ველოდებით მომატებას. აი, მაშინ გამოჩნდება, რამდენად ადეკვატური იქნება ჩვენი საპასუხო ღონისძიებები, გვექნება რამდენმე ათეული, რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი-ორი ასეული შემთხვევა, თუ გვექნება ათასები, როგორც არის ევროპაში, ყველაზე წამყვან, ცივილიზებულ, ძლიერ ქვეყნებში“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები