„ევროპული საქართველო“ ეცდება მეტი ქულა დააგროვოს „ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე“ – ბექა ნაცვლიშვილი (ვიდეო)

„უგულავას მხრიდან გონივრული იყო მსგავსი ნაბიჯი, „ევროპულ საქართველოს“ ეს სისტემა აწყობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ 40% – იანი ბარიერი იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ჰქონდა ადგილი მისაღებია. ნაცვლიშვილი უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გონივრულს უწოდებს.

„რა თქმა უნდა გონივრული მათი მხრიდან, „ევროპულ საქართველოს“ აწყობს ეს სისტემა ჩამოყალიბდეს, ეს არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას.“ 40% – იანი ბარიერი და თუ შემცირდება და კიდევ მაჟორიტარების რაოდენობა, არის აბსოლიტურად მისაღები. ვისაც უნდა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა რეალურად, წესით დაექვემდებაროს ამ შეთანხმებას“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები