„უგულავამ პოლიტიკურ პარტნიორებს მორალური ვალდებულება მოუხსნა“ – გედევან ფოფხაძე უგულავას განცხადებაზე

„ხელისუფლება თვითშენარჩუნების რეჟიმზეა გადასული, რის გამოც უშვებს შეცდომებს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ეხმაურება და მის განცხადებას, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მისამართით გავრცელდა დადებითად აფასებს.

„უგულავამ პოლიტიკურ პარტნიორებს მოუხსნა მორალური ვალდებულება, ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი განცხადება, რადგან ამით ბარიერი აღარ იქმნება. მთავარია სახელმწიფოებრივი ინტერესები გავმიჯნოთ პირადი ინტერესებისგან, სამწუხაროდ ხელისუფლება თვითშენარჩუნების რეჟიმზეა გადასული“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები