„ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება – ამ პრინციპით თუ ჩატარდა არჩევნები იქნება არალეგიტიმური“ – გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

„უნდა ჩატარდეს საყოველთაო სახალხო არჩევნები“ -ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.  ფოფხაძე თვლის, რომ პოლიტიკური სპექტრი დღეს იყოფს მანდატებს, მისთვის გაუგებარია 40% -ის გადანაწილება როგორ მოხდება:

„ხელისუფლების ვალდებულება იყო მეტნაკლებად კომპრომისული წინადადება შეეთავაზებინა ოპოზიციისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროპორციაზე უფრო მნიშვნელოვანია ისაა თუ, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუ ჩატარდა დაშინებით , მოსყიდვით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით იქნება არალეგიტიმური. ჩვენ ველოდებით რა რედაქციას შემოიტანს ხელისუფლება და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. დღეს არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამომრჩეველთან, რადგან არჩევის სისტემაზე მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე იმაზე თუ რატომ უნდა აირჩიონ.“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფოფხაძე თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და „ქართულმა ოცნებამაც“ ამომრჩეველი გახადა მეორეხარისხოვანი. მისივე განცხადებით სასურველია პატარა პარტიებს მიეცეს შანსი.

„მე საერთოდ არ ვიცი რა გეომეტრია იქნება, სწორედ ამიტომ კანდიდატებიც ვერ შეარჩია ჯერ ჩვენმა გუნდმა, ასეთ მოცემულობაში ოპონენტების დაყენება არათანაბარ გარემოს ქმნის. თუ სავალდებულობა რაიმე ფორმით იქნება ასახული უკეთესია, პროპორციას ისე პრინციპულად არ ვუყურებთ, როგორც სხვები, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ პროპორციის ზრდა ამომრჩევლის ზრდას უწყობს ხელს რატომ არ უნდა დავუჭირო მხარი. ზოგადად რაღაც ბარიერი სწორია, რადგან ძალიან არ მოხდეს პარლამენტის აჭრელება, თუმცა პატარა პარტიებმა, რომლებსაც ადმინისტრაციული რესურსი არ აქვს  უნდა მიეცეთ შანსი.“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მსგავსი თემები