„110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია“ – კახა კალაძე საარჩევნო სისტემაზე

“როგორც ცნობილია, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაჟორიტარების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა“ – ამის შესახებ თბილის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. კალაძეს მიაჩნია, რომ შეთავაზებას ოპოზიციაც დაეთანხმება

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მხრიდანაც გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები. ეს არის რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში. თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების საგანია წინადადება, პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა, თუ მას 40 %-ზე მეტი მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა მმართველი გუნდი აღნიშნული თემის კონტექსტში დღის წესრიგში რამდენიმე „მნიშვნელოვან კომპონენტს“ აყენებს. კონკრეტულად, რას გულისხმობს „მნიშვნელოვანი კომპონენტები“ საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მას არცერთი პოლიტიკური მხარე არ ასაჯაროებს. საზოგადოებისთვის უცნობია მათ შორის ისიც, 110/40-ზე საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში განიხილება თუ არა 1 %-იანი ბარიერის საკითხი.

მსგავსი თემები