„ამ თვეში შესაძლოა ბევრმა ადამიანმა დაკარგოს საცხოვრისი, საშუალოდ 20 გამოსახლებაა ჩანიშნული“- ბექა ნაცვლიშვილი

“აღსრულების ეროვნულ ბიუროში თვეში დაახლოებით 20- მდე გამოსახლების დოკუმენტი დევს, აქედან ბევრი უკანასკნელი საცხოვრისია“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით ხელისუფლება და დამოუკიდებელი დეპუტატები შუამავლის როლს შეასრულებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მოსახლეობას შორის რათა მოხდეს მორატორიუმის მიღება აღნიშნულ საკითხზე.

„საჭიროა დროებით გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით,გუშინ შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელს. მომავალი კვირის დასაწყისიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მორატორიუმთან დაკავშირებით, რათა დროებით შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრისებიდან ხალხის გამოსახლება.საგულისხმოა, კანონში ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაა განსახორციელებელი ამ კუთხით, მე იმედი მაქვს რომ გუშინდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან არ იქნება უშედეგო.“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით პროცესი დაიწყება იმ კვირიდან და მისი სურვილია მასში დაზარალებული ადამიანებიც  ჩაერთონ.

დეპუტატმა ყურადღება საბანკო რეგულაციებზეც გააკეთა, რაც მისი აზრით დასახვეწია.

„სამწუხაროა, რომ ეს სესხები გაცემულია იმ დროს, როცა არ არსებობდა რეგულაციები, სწორედ ამის გამო, ბერმა ადამიანმა შესაძლოა საცხოვრისი დაკარგოს,ჩვენ მალე მივიღებთ ისეთ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც სესხებზე გავრცელდება, ახლა არაა დრო პოლიტიკური ბუღალტერიის, დრო, რადგან საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება არ წავა ფატალურ გადაწყვეტილებებზე.“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. გარდა სახელმწიფო აღსრულების ბიუროსი, როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს არსებობს კერძო აღსრულების ბიუროებიც, აქედან გამომდინარე შესაძლოა გამოსახლების სიაში მყოფ ადამიანთა რიცხვი ყოველ თვიურად დაფიქსირებულზე მეტიც იყოს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით ორშაბათს იწყება სამუშაო პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდება კანონში იმ ხარვეზებზე მუშაობა, რომელიც დღეს მოსახლების საცხოვრებლის გარეშე დარჩენაზე დადებითად მოქმედებს, მისივე ინფორმაციით აღნიშნულმა პროცესმა უნდა მოახერხოს სრულფასოვანი საბინაო პოლიტიკის მიღება.

„ამ საკითხზე ამ ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული, რომლის მეშვეობითაც სესხის აღების პროცედურები გადამომწდება, გამოსახლების შემდეგ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა, რით უნდა უზრუნველყოს გამოსახლებული ადამიანები, ადამიანები, რომ სესხს იღებენ არის სოციალური პოლიტიკის არ არსებობის ბრალი, და ეს არის სახელმწიფოს ბრალი, აქედან გამომდინარე მთავრობა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს მსგავს პროცესებზე. ჩვენი მიზანია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე ეს პროცესები შეჩერდეს.“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავრის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები