“დიდი ალბათობით, კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის” – ამირან გამყრელიძე

„დიდი ალბათობით, კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის, ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაძლევას შევძლებთ“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით სტაბილურია იმ სამი ადამიანის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ისინი კვლავ დაკვირვებას საჭიროებენ. „მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი. მათ დღეს გადაუმეორდათ ლაბორატორიული კვლევა და ჯერჯერობით დადებითია კვლევა. ანუ ჯერ ისინი საჭიროებენ დაკვირვებას. ეპიდემიის საშიშროების შესახებ ვერ გეტყვით, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს. თუმცა შემთხვევების მატება გვექნება დიდი ალბათობით. პანიკის საფუძველი არ არის. ვფიქრობ, რომ…

მეტი...

დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა  დაწესებულებაში დღეს, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, იმსჯელებენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ 27 თებერვალს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს მონა უწოდა. „ეს მიზანმიმართულია. გუშინ ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ საერთოდ პროცესი ჰქონდა. თქვენ არ გსურთ მედიამ ნახოს, რა დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩემი ძმა. თქვენ მსახურობდით საპატრიარქოში და თქვენ ხართ მონა“, – განაცხადა მამალაძემ, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა. აღნიშნული ფაქტი მოსამართლემ შეურაცხყოფად შეაფასა და…

მეტი...