„არსებობს ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, როდესაც ცდილობ, შენს თავს სხვა სიმაღლეებიდან მისცე სხვა შესაძლებლობები“ – გენ პროკურორის მოადგილე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ. ოპოზიცია აპირებს, მას გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ხორავას ქუჩის მკვლელობასა და ფარულ ჩანაწერების გავრცელებაზე ჰკითხოს. ამ წუთებში , მამუკა ვასაძეს კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობა უსვამს. „2014 წლიდან პროკურატურაში მუშაობთ, მანამდეც საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდით. თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არასდროს გიმუშავიათ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სასამართლოში გაგეგრძელებინათ თქვენი პროფესიული კარიერული საქმიანობა, იმ სისტემაში, რომელშიც არასდროს გიმუშავიათ?“ – აღნიშნული შეკითხვით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს მიმართა. მამუკა ვასაძემ თავისი გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით ახსნა და ასევე…

მეტი...

„პრეზიდენტის განცხადება მისი იმპიჩმენტის საგანი უნდა გახდეს“ – უფლებადამცველი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის მიერ ჰაერში გასროლილი პოლიტიკური განცხადება შესაძლოა, მისი იმპიჩმენტით დასრულდეს. პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან მორატორიუმის გამოცხადების თემაზე, ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.       „პრეზიდენტმა საკუთარი თავი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა და პატიმრებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება აუკრძალა. მან, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ის შეიჭრა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რაც, შესაძლოა, მისი იმპიჩმენტით დასრულდეს“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   როგორც ნანა კაკაბაძე განმარტავს, მართებულია კითხვა – ასეთი პრეზიდენტი უნდა მართავდეს თუ არა ქვეყანას: „პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, იქვე უნდა დადგეს…

მეტი...

შეწყალების საქმეზე, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იკითხება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან. პროკურატურაში შეწყალების თემაზე ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლია დაკითხვაზე, მათ შორის დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არც ერთ მათგანს არ უსაუბრიათ ჰქონდათ თუ არა რაიმე შემხებლობა იმ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც საგამოძიებო უწყება სწავლობს. საქმეზე უკვე გამოიკითხა მოკლული დავით ოთხმეზურის მამა გიორგი ოთხმეზური. გამოძიების კითხვებს უპასუხა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

მეტი...

„პატიმრებს შეუძლიათ, პრეზიდენტს ევროსასამართლოში უჩივლონ“ – შეწყალების აკრძალვა

„საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარი არაფრის მომცემი განცხადებით შეწყალების მორატორიუმთან დაკავშირებით, პატიმრებს მისცა შესაძლებლობა, მას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ“ –  აღნიშნული გაცხადება ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც  უფლებადამცველმა აღნიშნა, პატიმრებისთვის ერთადერთი საშუალება, დაიბრუნონ კონსტიტუციური უფლება, სტრასბურგია. „ზოგადად, სასამართლოში საჩივრდება მხოლოდ იურიდიული აქტი. შეწყალების მორატორიუმთან დაკავშირებით კი პრეზიდენტი  იურიდიულ აქტს ვერ გამოსცემდა, რადგან მას ამისთვის   უფლებამოსილება  არ გააჩნია. იურიდიული აქტი მორატორიუმის შესახებ ვერ იარსებებს. თუ მას ასეთი აქტი გააჩნია, წარმოადგინოს, რაც სერიოზული იურიდიული შეცდომა იქნება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებდა“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რადგანაც მორატორიუმთან…

მეტი...

„პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის ნორმა, რომელსაც პარლამენტიც კი ვერ აჩერებს“ – ნანა კაკაბაძე (ვიდეო)

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების საკითხზე მორატორიუმის აქტს ვერ გამოსცემს და მისი განცხადება მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია. აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და პრეზიდენტისგან მორატორიუმის დოკუმენტი მოითხოვა. „განცხადებით, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა, დიდი პრობლემები შეუქმნა არა მხოლოდ 10 000-ობით პატიმარს, ვინც დღეს სასჯელს იხდის, არამედ, მან სერიოზული უხერხულობა შექმნა იურიდიული თვალსაზრისითაც. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, შეაჩეროს კონსტიტუციით გათვალისიწინებული ნორმა, რომელიც არის არა მისი უფლება, არამედ, მისი ვალდებულება. შეწყალება, ეს არის  პატიმართა უფლება, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიმართონ პირს, რომელსაც აქვს ვალდებულება, განიხილოს ეს…

მეტი...

ყაზბეგში მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროში განუცხადეს, სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას. მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას. წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟება.

მეტი...

“24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, ძლიერი საქართველო, ესაა ის, რასაც ერთად უნდა ვემსახუროთ“ – გიორგი გახარია

“მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა. „თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა ამის შემდგომ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო ყველაზე დიდი…

მეტი...

„პატიმართა შეწყალებაში სასულიერო პირები უნდა ჩაერთონ“ – აცხადებს დეკანოზი

დეკანოზ დავით ქვლივიძის განცხადებით, პატიმართა შეწყალების პროცესში სასულიერო პირები უნდა ჩაერთონ, რადგანაც სწორედ სასულიერო პირები იცნობენ პატიმართა შინაგან სამყაროს ყველაზე მეტად. აღნიშნული განცხადება დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გააკეთა. „პატიმართა შეწყალების პროცესში სასულიერო პირები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები. სააკაშვილის დროს, ციხეები გადავსებული იყო პატიმრებით. იმ რეჟიმის დროს, პატიმრების მნახველების დაახლოებით 80% მღვდლები იყვნენ. სწორედ ისინი იცნობდნენ მათ სულიერ მდგომარეობას, მღვდლები ესაუბრებოდნენ მათ, იცოდნენ მათი შინაგანი სამყარო და ყველაფერი. ისინი იყვნენ მათი სულიერი მამები, სულის მკურნალები და მათ იცოდნენ ასეთ ადამიანებს რა სჭირდებათ. ზოგისთვის იქ ყოფნა აუცილებელი იყო,ზოგისთვის კი – საშიში. ამით,…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები პარაგვაიში უვიზოდ ჩავლენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის…

მეტი...

„ვუთხარი, რომ მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე, შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა“ – ზალკალიანი ლავროვზე

„მე მას პირდაპირ ვუთხარი რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე, შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, რადგან ის არის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიების“ – საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა პოზიციის დასაფიქსირებლად. დავით ზალკალიანის განმარტებით, მას პირველად მიეცა შესაძლებლობა, ლავროვისთვის აეხსნა ყველა ის პოზიტიური ნაბიჯი, რაც ქართულმა მხარემ გადადგა. „ძალიან დეტალურად ვესაუბრე და პირველად მქონდა შესაძლებლობა, რომ მეთქვა, თუ რა ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის  არის კარსანი-აბაშიძის ფორმატი, ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც პირნათლად ვასრულებთ და რასაც…

მეტი...

რუსეთ-საქართველოს კომუნიკაციის ფორმატი არ იცვლება, მინისტრი კი პროგრესზე საუბრობს

დავით ზალკალიანის განცხადებით სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე ფორმატების ცვლილება და ეს მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული. მინისტრის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება და ფორმატების ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.  „ეს შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, ვთანხმდებით იმაზე, რომ  რომ ფორმატები გრძელდება და ეს აღინიშნა. იცით, რომ  ჟენევის მოლაპარაკებების კუთხით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის გარკვეული ცვლილებები  წარმომადგენელთან დაკავშირებით და მე მივიღე რწმუნება, რომ ეს ფორმატები (ჟენევა და ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი) იმ ჩარჩოებში და იმ მექანიზმებში,  როგორც აქამდე არსებობდა გაგრძელდება“- აცხადებს საგარეო უწყების პირველი პირი. მისივე ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო…

მეტი...

სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელდება

სალომე ზირაბიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანები იქნება საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია; პრეზიდენტის არქივის წარმოება. სამდივნოს უხელმძღვანელებს სამდივნოს უფროსი, რომელსაც სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღებენ. ამასთან, ადმინისტრაციაში არსებული რვა სამსახურის ნაცვლად, ჩამოყალიბდება შვიდი. იცვლება მედიაცენტრის სახელწოდება და ის კომუნიკაციის სამსახურის სახელით გააგრძელებს საქმიანობას. ხდება შემდეგი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია – იურიდიული სამსახურის, მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახურის, ასევე…

მეტი...

საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა უცნობმა ადამიანმა საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანა

საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ახლობლების ინფორმაციით, უცნობმა ადამიანმა პორტთან შოკურ მდგომარეობაში იპოვა, შემდეგ კი, საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონა ახლა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს, ამიტომაც ის სამკურნალო დაწესებულებაში რამდენიმე დღეს გაატარებს. სალომე დედამ უკვე მოინახულა. „ჩემი სალო ცოცხალი ცოცხალია. ვნახეთ. მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტსა და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდში დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ. მეამაყებით, ჩემო საყვარელო ხალხნო“, – წერს სალომე გოგინაშვილის დედა, ნანა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში. სად იმყოფებოდა დაკარგული გოგონა ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა პორტში შოკურ…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს – სკანდალური შეწყალების საქმე

სკანდალური შეწყალების საქმეზე დაკითხვების სერია გრძელდება. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გამოკითხვაზე, ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი. შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ანგი ხუციშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორისაც მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც არიან.

მეტი...

“პირველი შესაძლებლობა, რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი” – ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

“გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას განიხილავდა, განსაკუთრებით კი, ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს.  “შვეიცარიის მხარის ინიციატივა იყო, გვემსჯელა საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან და უკანონო ბორდერიზაციასთნ არის დაკავშირებული. ამაზე, რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე…

მეტი...

ტყიბულში, მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს – შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩასვლამ ტყიბულში და მეშახტეებთან შეხვედრამ შედეგი გამოიღო, აქცია შეწყდა. ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ინვესტორი კომპანია არსებული ვითარების შესწავლასა და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს. 30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ.  სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან ერთად, მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ეს კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტყიბულში გაემგზავრა, სადაც ​მეშახტეების საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდებოდა. პროტესტის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

მეტი...

“ამ საკითხს სამართლებრივად მსვლელობას მივცემ” – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გეგმავს, ეკა ბესელიას მხრიდან ვანო ზარდიაშვილის მიმართ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, ადამიანი როგორი აღელვებულიც არ უნდა იყოს, კატეგორიულად მიუღებელია, პარლამენტის წევრი კოლეგას ფიზიკურად შეეხოს. მისი თქმით, როდესაც ადამიანი მორალურ ზღვარს გადადის, შეფასებები ძნელია და ამას საზოგადოება განსჯის. „ასეთი რაღაც რომ შემთხვეოდა, დეპუტატის მანდატს დავტოვებდი. ეს ჩემთვის მორალური დილემა იქნებოდა. მორალურად საქართველოს სახელით მანდატის მქონე დეპუტატი ვერ ვიქნებოდი, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადავდგამდი, თუნდაც, ფსიქოლოგიურად და ემოციურად აღელვებული ვყოფილიყავი. მორალური ზღვარი არსებობს, როცა ადამიანი ამ ზღვარს გადის, შეფასებები ძნელია და ამას საზოგადოება…

მეტი...

“ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის” – თალაკვაძე კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

“მმართველ გუნდმა, ხელისუფლებამ უზრუნველყო კონსტრუქციული გარემო და სამუშაო პროცესი,  ყველაზე რთულ საკითხებზეც კი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო, განხილვები და პოლიტიკური კონსულტაციები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს და ამ დროს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ასეთი მიუღებელი ფაქტი ხდება – აგრესია და ფიზიკური თავდასხმა ვანო ზარდიაშვილზე მიუღებელია და დამაზიანებელია პარლამენტის იმიჯისთვის. ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას. არჩილ თალაკვაძე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, ზუგდიდში იმყოფება, მომხდარში გარკვევას თბილისში დაბრუნებისთანავე გეგმავს. მისი თქმით, ის, რაც დღეს კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ლახავს პარლამენტის ღირსებასა და ცუდ მაგალითს აძლევს მომავალ თაობას. „არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა – რეალურად იქ იყო ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა და აგრესია, რასაც ცალსახად ვგმობ. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავერკვევი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება. იქნება სათანადო რეაქციებიც. რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ეს ლახავს პარლამენტის იმიჯს,…

მეტი...

რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე, ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი. „გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.

მეტი...

“დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ გზავნილი, რომ რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაცია საჭიროა” – ზურაბ აბაშიძე

“გაერო-ში შეხვედრებზე ჩვენმა დელეგაციამ მიიღო გზავნილი ჩვენი დასავლელი და სტრატეგიული პარტნიორებისგან იმის თაობაზე, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციას ნიუ-იორკში მაღალ დონეზე ჰქონდა შეხვედრები პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან და ამ შეხვედრების მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება იყო. „თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ასევე, შვეიცარიულმა მხარემ შემოგვთავაზა, მისივე ჩართულობით გაერო-ში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში, მოხდეს კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. ჩვენმა დელეგაციამ ეს შემოთავაზება მიიღო. დამატებით ინფორმაციას…

მეტი...

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნეს

გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თავის 7 შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   „სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით“, – განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

მეტი...

გორის ციხიდან მოზარდი გადმოვარდა

გორის ციხიდან 17 წლის მოზარდი გადმოვარდა. არასრულწლოვანი გორის სამედიცინო ცენტრ “გორმდეშია” გადაყვანილი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

“თურნავას არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი ტყიბულში, რადგან პრობლემებს ვერ მოაგვარებს” – დავით ჭიჭინაძე

„ნათია თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში, პრობლემების მოსაგვარებლად,  თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე, რადგან საქმე ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და შესაძლოა უკვე სიცოცხლესაც კი ეხება”, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის თქმით, ნათია თურნავა პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან მინისტრი თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რომლის მეშვეობითაც ჯერ „თბილსრესი“ „გაკოტრდა“ და შემდეგ შპს „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ აუქციონის წესით გადაცემა მოხდა, რომლის გენერალური დირექტორიც  2010-2012 წლებში სწორედ თურნავა იყო. “არავისთვის უცნობი არ არის, რომ სს „თბილსრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა, ამასთან საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, არის შპს „ჰოლდინგი საქართველოს…

მეტი...

საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს

საბერძნეთში დაკარგული, 32 წლის ქართველი გოგონა, სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული გოგონა ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. ამჟამად სხვა დეტალები უცნობია. ცნობისთვის, საბერძნეთში, 32 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

მეტი...

„ თუ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ” – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების გაზრდა, გაუთვალისწინებელ ხარჯებს უკავშირდება. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობა, ხარჯებთანაა დაკავშირებული. „ თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები. მოხდა ცვლილება, პრეზიდენტი გადმოვიდა ახალ რეზიდენციაში. აქაა მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ხდება პრაქტიკულად ახალი სივრცის და ოფისის მოწყობა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება.

მეტი...

28 სექტემბერს, ოთხფეხა შინაურ ცხოველებს, ცოფზე აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს. როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ. “ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება. ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისთვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს,” – განაცხადეს სააგენტოში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების…

მეტი...

მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” მორიგი 12 წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა. როგორც დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს წევრები არიან: ადვოკატი ალექსი ბოლქვაძე, პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე, პედაგოგი მაია ჭიჭიაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქავა, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მატაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, ჰიდროინჟინერი გიორგი წურწუმია, ფიზიკოსი თამაზ ბუთხუზი. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება გამჭვირვალე სასამართლო სისტემით იწყება და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სუფთა რეპუტაციის მოსამართლეები არ მოიძებნებიან, ის მზად არის, ასეთი კადრები საზღვარგარეთ მოიძიოს. „ქვეყნის განვითარება იწყება გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის სასამართლო სისტემის დაფუძნებით და…

მეტი...

“რამდენჯერაც ამორალურ პროვოკაციას მომიწყობენ, იმდენჯერ პასუხს ვაგებინებ” – ეკა ბესელია

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.  როგორც ეკა ბესელია განმარტავს, მისი გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც მას შეეხებოდა. “ამ არარაობასთან არაფერი მაქვს საქმე. არ ვაპირებ თავი გავუყადრო, მაგრამ არც იმას ვაპირებ ის სიტყვები გავატარო. ეს იყო შეურაცხმყოფელი ფრაზა ჩემს გვართან დაკავშირებით. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყურს მოიყრუებს ამაზე. ეს იყო იაფასიანი, დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი, პროვოკაციის მოსაწყობად. შეხედეს, თუ როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი მსაჯული და ვერ უძლებდა იმ ძალიან მწვავე ბრალდებებს, რომელიც მის მიმართ არსებობდა და ააშკარავებდა…

მეტი...

ჩხუბი პარლამენტში – ქალმა დეპუტატმა კაც დეპუტატს დაარტყა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ვანო ზარდიაშვილის მიერ ნათქვამმა შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა ეკა ბესელია მდგომარეობიდან გამოიყვანა და სახეში ხელი დაარტყა. კომიტეტის თავმჯდომრე დავით მათიკაშვილმა დაცვის წევრებს მიმართა, ეკა ბესელია სასწრაფოდ გაეყვანათ დარბაზიდან. ვანო ზარდიაშვილს მისთვის ხელი არ შეუბრუნებია და ცინიკურად იცინოდა. კომიტეტის სხდომაზე კი ერთ საათიანი შესვენება გამოცხადდა. მომხდართან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზარდიაშილმა მას შეურაცხმყოფელი სიტყვა უწოდა.   https://www.youtube.com/watch?time_continue=129&v=l8ejk0VdDpQ

მეტი...

„ომს ნამდვილად არ დავიწყებთ, ამას გპირდებით” – სერგეი ლავროვი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ, რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება. როგორც სერგეი ლავროვმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყებაში დამნაშავე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილია. მისივე თქმით, ომის დროს რუსეთი „არა ნატო-ზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე ფიქრობდა“. „ომს ნამდვილად არ დავიწყებთ, ამას გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატალნტიკური ალიანსისადმი და იმ ქვეყნების მიმართ, ვინც პირველ პრიორიტეტად ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, სერიოზულად დაზიანდება. ჩვენ ომის დროს არ ვფიქრობდით იმაზე, რომ საქართველოში ნატო არ იყოს. ვფიქრობდით ადამიანების სიცოცხლეზე, ვიცოდით რომ მათ უბრალოდ დაჩეხავდნენ.…

მეტი...

“მოკლულის მეუღლემ, უსამართლოდ გასამართლებულის შეწყალებას თანხმობა უანგაროდ განაცხადა” – ადვოკატი

მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მეუღლე, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, თანახმა იყო რამაზ დევაძე შეეწყალებინათ. როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა, ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თარაშ მუკბანიანის მეუღლემ, სრულიად უანგაროდ, მის უფლებადამცველებს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, დევაძის შეწყალებაზე. “წარდგენილ ბრალდებაში, რამაზ დევაძე უდანაშაულო იყო. მუკბანიანის მეუღლის პოზიცია ჩემთვის ცნობილი გახდა 2018 წელს. მან სრულიად უანგაროდ და ყოველგვარი შეთავაზების გარეშე, დევაძის შეწყალებაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული თავადვე მივიდა ნოტარიუსთან, რის შემდეგაც, წარმოგვიდგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა შეწყალებაზე,” – განაცხდა რამაზ დევაძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”. კითხვაზე, რის მიხედვით  მიიღო დაზარალებულმა მეუღლემ აღნიშული გადაწყვეტილება,…

მეტი...

„თუ პრეზიდენტმა ეს უთხრა ოთხმეზურებს, ის არის სამარცხვინო“ – ადვოკატი მოკლული ოთხმეზურის საქმეზე

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულისა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის ადვოკატი, ოთხმეზურების მიერ, ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ეს პრეზიდენტმა მართლა იკადრა, სამარცხვინოა.        „ვრცელდება ინფორმაცია და ამას თავად ოთხმეზურების მხარე ავრცელებს, თითქოს, პრეზიდენტმა  არ იცოდა, რომ ასლან ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობისთვის იყო ბრალდებული. დაზარალებული მხარის განცხადებით, პრეზიდენტს მისთვის უთქვამს, არ ვიცოდი, საქმე ოთხმეზურის მკვლელს თუ ეხებოდა,  თორემ არ შევიწყალებდიო.  ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, თუ პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა, ეს არის სამარცხვინო განცხადება. ოთხმეზური იქნება თუ სხვა გვარის წარმომადგენელი, ყველა თანაბარია. რას ნიშნავს ეს განცხადება? შეწყალება ოთხმეზური…

მეტი...

„რაც ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია“ – გიორგი გახარია

„ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია,სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები“ – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში მიმდინარე მეშახტეების პროტესტი.   როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ის, რაც ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. „მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს გაემგზავრება ტყიბულში, არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ის რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი და…

მეტი...

“დაჭრილს იმიტომ არ დავეხმარე, შეყვარებულთან მეჩქარებოდაო” – ცრუ მოწმეები დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში 

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი იმ ცრუ მოწმეებზე საუბრობს, რომელიც საქმეში მთავარ მოწმეებად იყვნენ წარმოდგენილები. ტარიელ კაკაბაძე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენებაზას იხსენებ, რომელმაც ასლან ბეჟანიძის საქმე გადაწყვიტა. „ყველა მოწმე, რომელიც საქმეზე წარმოდგენილი ყავს ბრალდების მხარეს მოძიებული და გამოკითხულია 2016 წელს. ვინც 2004 წელს დაიკითხა, მათი ჩვენებები კატეგორიულად გამორიცხავს ასლან ბეჟანიძის დანაშაულს. უტყუარად დადასტურდა, რომ ყველა მოწმე, რომელიც პროკურატურას ჰყავდა წარმოდგენილი, იყო ცრუ და წინააღდეგობაში მოდიოდა მტკიცებულებებთან. დადასტურდა, რომ არცერთი მათგანი, მკვლელობის დღეს, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ და კონკრეტული ფაქტიც…

მეტი...