ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართავს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართავს. „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ტალკის, მარმარილოს, სერპენტინიტის, კერამზიტის უმდიდრესი ბუნებრივი საბადოები, ქართული მხარის მიერ კონტროლის დამყარება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს”, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიმართვაში. ამასთან ერთად, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რაც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის გარანტიის უზრუნველყოფას გულისხმობს.  „აღნიშნული გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების…

მეტი...

“პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება, ფულის გათეთრება დამიმატა” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურაში ახალი ბრალის დადგენილება გააცნეს. მისი თქმით, მას კიდევ სხვა მუხლითაც დაუმძიმეს ბრალდება, რომელიც პროკურატურას ბრიფინგზე არ უთქვამს. „პირდაპირ საოცრება ხდება დღევანდელ პროკურატურაში. 194-ე მუხლი, ფულის გათეთრებაა ახალი ბრალდება. ოღონდ ვეღარ დავადგინე, ფული თუ იყო და გათეთრდა, ე.ი. ყოფილა ფული და თუ არ იყო, მაშინ რა გათეთრდა, ცოტა უნდა გაარკვიოს პროკურატურა. მართლა, სასაცილოდ იხდის საქმეს და თან ახლა ჩემთან არ შეიძლება ეგეთი თამაშები. მიზანი არის მთავარი არხი, რომელსაც ვერ დააზიანებენ. ფულის გათეთრება დამატებულია სავარაუდოდ იმიტომ, რომ მე გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან. უკრაინაში მჭირდებოდა…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას ცდილობენ” – გახარია

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებითა და მოდელირებული რეალობით ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, დარღვეული იყო შეხვედრის ფორმატი და მას არ მიეცა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. „დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, სხვაობა საერთოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ, გაიქცა დარბაზიდან. მისმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“…

მეტი...

საგარეო უწყება ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსებისა და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო. “ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ – საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო. ეს არის მიზანმიმართული ქმედებები და წარმოადგენს პროცესების ერთიან ჯაჭვს, რომლის ერთ-ერთი მიზანია, გვიბიძგოს ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ. ეს არის ფუჭი მცდელობა, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას. ასევე შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ…

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. საუბარია “მომხმარებელი.ჯი“-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც რამდენიმე პროდუქტში “სუდან ერთის” შემცველობა გამოვლინდა. “ჩვენს მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავების აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა”, – ვკითხულობთ “მომხმარებელი.ჯი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, “სოლედოსა” და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

მეტი...

“დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული” – ირაკლი ანთაძე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განაცხადდებით შეხვედრაზე განხილვის საგანი ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები და ის უკანონო ქმედებები იყო, რომელიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან. „ჩვენ განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოს სტაბილურობა. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ესაა უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, ამგვარი ქმედებისგან თავი შეიკავოს ყველამ. პოზიციები კვლავ დიამეტრულად განსხვავებულია. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზებისთვის. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ის გარანტიები,…

მეტი...

„ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი… ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ“, – გიორგი გახარია აკაკი ბობოხიძეს

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს ყველა გადაწყვეტილება მან მიიღო და გეგმაც მან დაამტკიცა. “ყველა ტყვია, რომელიც იყო გამოყენებული აქციაზე, შეესაბამება კანონს. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, იყო მიღებული კანონის შესაბამისად. ყველა ღონისძიების გეგმაში არსებობს კონკრეტულად გაწერილი ვის რა ფუნქცია დ არა როლი აქვს. შესაბამისად, ამ გეგმას ვამტკიცებ მე. ეს გეგმა დავამტკიცე მე”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც მას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კითხვებს უსვამენ. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე, რატომ გამოიყენებს 20 ივნისის ღამეს ნახევრად ლეტალური ტყვიები,გიორგი გახარიამ მას შეიარაღებაში არსებული არალეტალური ტყვია მიუტანა…

მეტი...

მაკო გომურმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა – რას წერს 20 ივნისს დაზარალებული?!

“ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ, პარლამენტში გიორგი გახარიას, 20 ივნისს დაზარალებული, მაკო გომურის წერილი წაუკითხა, რომელიც მან გიორგი გახარიას მისწერა. მაკო გომური წერილში კითხვას სვამს, რატომ არიან დღეს აქციის მონაწილეები ციხეში და რატომ არის თავისუფალი პირი, რომლის გამოც მან აქციაზე თვალი დაკარგა. “რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი. თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი…

მეტი...

“20 ივნისს, მომიტინგეების გაფრთხილების საჭიროება არ იყო”- გიორგი გახარია

“მომიტინგეები რაღაც შემთხვევაში გავაფრთხილეთ, რაღაც შემთხვევებში არა. სიტუაციას გააჩნია. წყლის ჭურვისა და გაზის გამოყენებისას გაფრთხილება მოხდა,” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას, იყო თუ არა საჭირო 20 ივნისს გაფრთხილება და გააფრთხილეს თუ არა, მიტინგის დარბევის შესახებ მომიტინგეები. გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების მოგერიებისთვის, პოლიციელებს კანონიერი უფლება ჰქონდათ გამოეყენებინათ სპე-საშუალებები. “იმ შემთხვევაში, როდესაც 300 პოლიციელს გასტაცეს ფარი, როდესაც 30 პოლიციელი თქვენი მოწოდებით გაიტაცეს ბრბოში და რომელსაც სცემდნენ, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება აუცილებელი მოგერიებისთვის გამოეყენებინათ ყველა საშუალება,” – უპასუხა გიორგი გახარიამ…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ აწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპონენტი იყოს”- ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევა „გაუპრავა”. დეპუტატის თქმით, დღეს, გიორგი გახარიას მაშველ რგოლად „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინა. „რეალობაა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას და მისი სამაშველო რგოლია. ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაშია, „ნაციონალური მოძრაობა“  ხელოვნური გარიგებით ან ბუნებრივად იმ მდგომარეობით, რასაც მათი თანამშრომლობა ჰქვია, ერთმანეთს დამხმარე, სამაშველო რგოლად ევლინებიან. დღეს სწორედ ეს მოხდა“, – განაცხადა კობერიძემ. მისი თქმით, სახეზეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ თანამშრომლობა, არამედ ერთობლივი ქმედებები. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, “ნაციონალური მოძრაობა” მისი მთავარი ოპონენტი…

მეტი...

ამაზონის ტყეში წვიმა მოვიდა

ამაზონის ტყეში ხანძრის ყველაზე მასშტაბურ კერასთან ახლოს წვიმა მოვიდა. “როიტერის” ცნობით, რონდონიას შტატში სტიქია ყველაზე მასშტაბურია. სწორედ ამ შტატში, სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი საათით ძლიერი წვიმა წამოვიდა. შედეგად, ტროპიკული ტყე დანესტიანდა. ეს კი აღნიშნულ რეგიონში ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუშლის. ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკულ ტყეში არსებული ვითარების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ქვეყნის კოსმოსის კვლევის ცენტრმა 2019 წლის მონაცემების გამოაქვეყნა. ანგარიში მიხედვით ცნობილი გახდა, რომ „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონში წელს 94 ათასზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 80%-ით მეტია.

მეტი...

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა და სხვა დამნაშავეებიც გამოკვეთა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა. ის, ბრალდების გასაცნობად პროკურატურაში დაიბარეს. გარდა აღნიშნულისა, ბრალი „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილსაც წაუყენეს. კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშრებით, გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა,  მიღებულია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  „მედიაცენტრი…

მეტი...

აშშ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამასთან, ელჩის თქმით, რუსეთის მცდელობა, ხელახლა დაწეროს ისტორიული ფაქტები და შექმნას ყალბი ნარატივი, კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას კვლავ ხელყოფს და წარმატებული ვერ იქნება. ჯეიმს გილმორის განცხადებით, კანადის მსგავსად, აშშ-იც შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მავთულხლართების გავლების სამუშაოების განახლების შესახებ ცნობების გამო. „ბორდერიზაციის“ პროცესი აღნიშნულ რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს…

მეტი...

“დაგროვდა საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ” – ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ არსებული საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი სააპელაციოში გაასაჩივრებს. ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. “გარდა სისხლის სამართლის საქმისა, რომელსაც ჩვენვე ვაწარმოებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დაობენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე “თიბისი ბანკის” მიმართ შეწყდა, მაგრამ მამუკა და ბადრი აგრძელებდნენ დავას. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, თითქოსდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან და ის აკრძალვა, რომ ვერანაირი დაფინანსება მას…

მეტი...

მაკო გომურის განცხადებით, პარლამენტში მიწვევის შესახებ არაფერი იცოდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ ტყუილია. “ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. აღნიშნული ინფომრაცია, მაკო გომურმაც უარყო და “სოციალურ ქსელში” დაწერა, რომ მან, პარლამენტში საშვის დაშვების შესახებაც კი არ იცოდა . „არ ვარ ტიფლისში არა, გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული,…

მეტი...

“კარგი შედეგი იქნება, რომ პარლამენტმა მოსამართლეთა სია ჩააგდოს” – კახა კოჟორიძე

“უმეტესობა დასახელებული კანდიდატებისა არის კლანის წევრი”, – ასე აფასებს სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, კახა კოჟორიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიას, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. კოჟორიძის განმარტებით, კლანი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და მისი სიძლიერე გავლენიანი პოლიტიკური პირებისგან მხარდაჭერაა. “კლანმა ამ ეტაპზე თავისი გაიტანა. ის ერთ-ორი კაცი, იმ სურათის ფერს, რომელიც არის უაღრესად მუქი და პრობლემური ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ვერ ცვლის. ის ილუზია, ვფიქრობ, არავის აქვს, რომ კლანი დამოუკიდებლად მოქმედებს. მისი სიძლიერეც არის ის, რომ მას აქვს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა უაღრესად გავლენიანი პოლიტიკური პირებისგან. ვვარაუდობთ, დასახელებულ კანდიდატთაგან უმეტესი უზენაესი სასმართლოს მოსამართლე…

მეტი...

“ეს ადამიანები, საათობით ითვლიდნენ, რამდენი მსხვერპლი და დაშავებული იქნებოდა”- გიორგი გახარია ოპოზიციას

“მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები და პირდაპირ ელოდენბოდნენ როდის შემოიჭრებოდა  ხალხი აქ”- ასე შეაფასა პრმეიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც ფრაქციის ფორმატში შეხვედრა ჩაშალეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს. გიორგი გახარიამ, რომელსაც კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა, ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“  პოლიტიკური მიზანი, სიმართლის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხილება უნდა გახდეს. „ვფიქრობ, რაც ეხლა ხდება, არის ჩვეულებრივი სახე, თუ როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცურუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე, სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ვამხილოთ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ…

მეტი...

ფერეიდნელი ქართველები საქართველოში ფეხით მოდიან

სამი ფერეიდნელი ქართველი: შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი  და ისმაილ რაჰიმი ირანიდან საქართველოში ფეხით მოდიან. ისინი საქართველოსკენ  11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვლენ. ფერეიდნელი ქართველები თბილისში  12 სექტემბერს აპირებენ შემოსვლას. სამშობლოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ფეხით დაბრუნების ეს გულწრფელი აქცია თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც საინტერესოდ გაგრძელდება. მათთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება. ფერეიდნელები თავიანთი ემოციების შესახებ ჟურნალისტების წინაშეც ღიად ისაუბრებენ. შეხვედრებს ორგანიზებას ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვნელი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე უწევს.

მეტი...

“არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ”- გიორგი გახარია ოპოზიციას

“თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-შიც დარჩებით ქუჩაში” , – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გიორგი გახარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, 9 წლის განმავლობაში და ახლაც, ადამიანის ემოციებზე მანიპულირებენ. „ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის” სახე. თქვენი სახეა ტყუილი, სიცრუე, სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას აკეთებთ დღესაც. ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გიორგი გახარიას ჯალათი უწოდა

„რატომ გამოიყენეთ ეს ტყვიები, რომლებსაც მხოლოდ ცხოველებზე იყენებენ? ცხოველებად აღიქვამთ საკუთარ მოქალაქეებს? გავეშებული რატომ დასდევდით ქუჩებში, სკვერებში, ბავშვებს, რომელსაც არანაირი საფრთხე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ პოლიციელების ან სახელმწიფოს მხრიდან“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატ გიორგი გახარიას და მას ჯალათი უწოდა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლო და ყველა უწყება ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაშია. „ჩვენ გვიწევს ჯალათ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს“ – განაცხადა ბოკუჩავამ პარლამენტში. რაც შეეხება მის კითხვებს პრემიერობის კანდიდატის მიმართ, შემდეგია:  ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება…

მეტი...

„გაგვაგებინონ ბოლო-ბოლო ანგელოზები არიან თუ ცოდვილები“- კახა წიქარიშვილი მოსამართლეების სიაზე

„მომავალ თაობას, მიმდინარე პროცესებით ვასწავლით, მორჩილებას, კომფორმიზმს, დავალებების შესრულებას,“ – ასე შეაფასა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა კახა წიქარიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი. კახა წიქარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და „კლანის“ ვერსიები, სიაში არსებული კანდიდატების საქმიანობის შესახებ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში ყველა შეკითხვა დაისმევა სიაში არსებული კანდიდატების საქმიანობის შესახებ, რასაც ისინი 2012 წლამდე ეწეოდნენ. „პარლამენტში ველოდებით, რომ იქნება ძალიან ცხარე დებატები თითოეულ „კლანთან“ დაკავშირებით. საჭიროა, რომ გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება და ადვოკატთა კორპუსი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია…

მეტი...

“მეგონა, მოსამართლეთა სიაში, „ქართულ ოცნებას” მეტი კვოტა ექნებოდა და ნაკლები „კლანს“ – კახა წიქარიშვილი

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარის, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრის კახა წიქარიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარმოდგენილ სიაში, არსებული კანდიდატების უმრავლესობა „კლანის“ წევრია და მხოლოდ ორი კანდიდატია „ქართული ოცნების“ კვოტით. როგორც კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეთა წარმოდგენილ სიაში, დამოუკიდებელი კანდიდატი არცერთია და „კლანთან“ ბმა ყველას აქვს. „შეიძლება ითქვას, რომ ეს სია იყო მოსალოდნელი. იმ წინა პირობებიდან გამომდინარე, რაც არსებობდა. დამოუკიდებელი იურისტები ვაცხადებდით, რომ შეიქმნებოდა სია, რომელშიც ადგილს გაიყოფდნენ „კლანი“ და „ქართული ოცნება“. უბრალოდ მეგონა უფრო მეტი „ქართული ოცნება“ იქნებოდა წარმოდგენილი და ნაკლები „კლანი“. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „ოცნების“…

მეტი...

„აირზენას“ სახელმწიფოსგან ფული არ მიუღია” – თამაზ გაიაშვილი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას ტყუილს უწოდებს

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი უარყოფს და ტყუილს უწოდებს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ნათია თურნავასგან განმარტებები მოითხოვა. „რატომ გამოუყავით მილიონ ორასი ათასი ევრო „აირზენას“? შეგიძლიათ ადამიანურ ენაზე აგვიხსნათ. „აირზენას“ ზაფხულის პერიოდში „ბორტები“ ყველა მიმართულებით გადავსებული ჰქონდა, ვის გამოუყავით თანხა, ვინ დააფინანსეთ ქალბატონო ნათელა? – ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას. როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის მათ ჰქონდათ მოთხოვნილი თანხა, რუსული ემბარგოს მიერ გამოწვეული ზარალის…

მეტი...

ფილმის გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის “ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “თავდაპირველად, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან შესაძლებელი იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო…

მეტი...