„რუსთავი 2“-ის საქმეზე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან ერთად მოითხოვს, რომ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს. „ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. ცნობისთვის, „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მეტი...დღე: სექტემბერი 7, 2019
“ვფიქრობ, მკაფიოდ გვაქვს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული” – თამარ ხულორდავა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პარადოქსულია, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, ხელისუფლების მისამართით საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება. „ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვართ ძალიან თანმიმდევრული და გვაქვს კონკრეტული ხელშესახები მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფალ ვაჭრობას; გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში, გვაქვს ევროკომისიასთან სამთავრობო გუნდის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, რომელიც უპრეცედენტოა, რადგან ასეთი რამ, როცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, კომისია, კომისიის შემადგენლობა, უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, სხვა იმავე პირობებში მყოფ ქვეყნებს როგორიც ჩვენ ვართ, არ აქვს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით,…
მეტი...“ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ” – გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე საპენსიო რეფორმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ პენსიები გაიზარდოს. „არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, პენსიონერები, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები. თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის მაინც ფუნდამენტური სისტემური ცვლილება, მათი საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ვეცდებით, აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები და ერთმნიშვნელოვნად იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გაცვლას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როდესაც…
მეტი...“განათლების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო” – მარიამ ჯაში
“სახელმწიფომ განათლების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო”, – ეს განცხადება მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა. „ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენი შეხვედრების ფორმატში დადებითად აფასებს, არა მხოლოდ აკადემიური სექტორი პედაგოგიური კორპუსი, არამედ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან ასევე გიორგი გახარიას გადასცა საზოგადოების თხოვნა იმის თაობაზე, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილებების დიდი მოლოდინი აქვთ.
მეტი...დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გახარიას სოციალურად დაუცველთა პროგრამის რეფორმირება სთხოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტში, სადაც მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს უსმენენ, სოციალურად დაუცველთა ბაზის ხარვეზებზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სისტემის რეფორმირების საჭიროებით მიმართა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პროგრამა ხარვეზით მუშაობს და აღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, სოციალურად შეჭირვებულები ზარალდებიან. „ზოგჯერ, სისტემა ვერ ხედავს სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს და ის ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დახმარებას ვერ იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამაში ძალიან ბევრი სიახლე იქნა შეტანილი და ის გათავისუფლდა პოლიტიკური შემადგენლობისგან . ყველას ახსოვს, რომ ეს ეს სისტემა, რომელიც 2012 წლამდე იქნა შეთავაზაბული, ძირითადი განმსაზღვრელი პოლიტიკური შეხედულება იყო. სოციალურად დაუცველის სტატუსი…
მეტი...აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის პროექტის განხილვა გაიმართა
აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კანონში გათვალისწინებულ ცვლილებებზე მსჯელობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელობა დაავალა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, რექტორატისა და სტუდენტთა წარმომადგენლებმა, ცნობილმა იურისტებმა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, განხილვაში მონაწილეებმა ძირითადად მოიწონეს პროექტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ წარუდგინა. „ხაზგასმით ითქვა, რომ ცვლილებების პროექტი აფხაზეთის ა.რ.კონსტიტუციაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. ცალკეული მოსაზრების…
მეტი...“ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი” – გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მათი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი. გიორგი გახარიამ უმრავლესობის დეპუტატებს კონსტრუქციული დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საშუალებისთვის, რომ მოგმართოთ თქვენ ამ სტატუსით დღეს. ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც ვიცი, რომ გაიმართა ჩემს კოლეგა მინისტრებთან და იმ შინაარსობრივი საუბრებისთვის, რომელმაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა და გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი იქნება ასახული პროგრამაშიც და ჩვენს ხვალინდელ შეხვედრაშიც. დღეს მინდა, ერთმნიშვნელოვნად, მოკლედ გითხრათ, იქედან გამომდინარე, რომ ვიცი, დღევანდელი ჩვენი დისკუსიის ნაწილიც ასევე აისახება…
მეტი...“ყველამ ვიცით საქართველოს ბანკის არაპროფილური აქტივები: “M კვადრატი”, “რუსთავის აზოტი”, „ევექსი“ და სხვა” – დავით ჭიჭინაძე
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდისთვის მომზადებულ კითხვებს ასაჯაროებს და ხვალინდელ პარლამენტის სხდომაზე კონკრეტულ პასუხებს ელოდება. როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ეკონომიკური მიმართულებით წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ყველაფერია, სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა. „ყველამ ვიცით საქართველოს ბანკის არაპროფილური აქტივები: „M კვადრატი“, „რუსთავის აზოტი“, „ევექსი“ და უამრავი სხვა. ანუ, კანონი ირღვევა და ჩნდება გონივრული ეჭვი, მაშინ რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო?! ყალბი დღგ-ებით 300 მილიონი თუ ასე ნაწილ-ნაწილ იპარებოდა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იმჩნევდა, ან ვერ მიხვდნენ, მაშინ სულ მცირე სამსახურებრივი გულგრილობისთვისაა ნახევარი ფინანსთა სამინისტრო დასაჭერი. ბანკები დღეს ადვილი ფულის…
მეტი...გავრილოვის დღე და პარლამენტის შენობაზე შტურმს ღამე – გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა, ამავდროულად, იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე. ეს განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქციის სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა 20 ივნისის ღამეს, არცერთი უკანონო ბრძანება გაცემულა. „შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ დღეს, არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმის სახით, რომ დღეს თქვენს წინაშე ვზივარ და პასუხებს ვცემ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ…
მეტი...“ხართ თუ არა მზად, ჩვენთან ერთად იმუშაოთ, რომ ბავშვთა კვება გახდეს უფასო” – ინაშვილი გახარიას
“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას შესთავაზა ერთად იმუშაონ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა კვება უფასო გახდება. “ხართ თუ არა მზად, ჩვენთან ერთად იმუშაოთ, რომ ბავშვთა კვება გახდეს უფასო”, – მიმართა ინაშვილმა გახარიას. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო კვების სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. „მოგეხსენებათ საქართველოში ბავშვთა შიმშილის პრობლემა არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ამ თემაზე მუდმივად ვსაუბრობ პარლამენტის ტრიბუნიდან. ამ თემასთან დაკავშირებით ცოცხალი შეხება მაქვს რეგიონებში, თბილისში ბავშვებთან, რომლებიც წარმოადგენენ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდ ტრაგედიასთან საქმე. სკოლებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, ბავშვები…
მეტი...“მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავშიო” – ადა მარშანია
“მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო”, – განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატმა ადა მარშანიამ, სადაც გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობას ხვდებიან. “ბატონო გიორგი, ჩვენი თვალსაზრისით და შეფასებით, თქვენ ძალიან საინტერესო, საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ ერთი რამ ჩვენ ძალიან გვაწუხებს და აუცილებლად უნდა გითხრათ. მე, პირადად, მწამს და მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც ტყვიები რეზინის ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო. ჩვენ ეს გვწამს, რომ თქვენ ასეთ უგუნურ ბრძანებას არ…
მეტი...კასპში ნუშის ბაღი გაშენდა
კასპის რაიონ სოფელ აღაიანში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „თხოთის ველმა“ 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეოპბის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 38,298 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 13,440 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 24.850 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,745 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 42,778,460 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,973 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე…
მეტი...“მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით” – კვიციანი გომელაურს
„ბატონო ვახტანგ, წეღან ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან. იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს“, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს. როგორც კვიციანმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა მიმართულებით წითელია ანთებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, გომელაურმა კვიციანს კითხვით მიმართა, თუ რომელ წელს მოხდა ეს. მან კი უპასუხა: „თქვენ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქრა ის წითელი, რატომღაც. იქნებ, გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით წითელი რომ არის ანთებული, მათ შორის, სასამართლოში.…
მეტი...“ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ “ნაცმოძრაობას” – ინაშვილი გახარიას
“სიტყვებად არ უნდა დარჩეს „მე თქვენ დაგამთავრებთ“, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ”, – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთამ“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა. მისი თქმით, ამის გამო მოსახლეობა გაბრაზებულია. „არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი და ეს ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანადა ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი. დღეს ქართველი ხალხი თქვენზე არის ძალიან, ძალიან გაბრაზებული, მაგრამ მე ვისაუბრებ ამ თემებზე…
მეტი...“ჩვენ გვჭირდება დიალოგი კრემლთან, იფიქრეთ ამაზე, ბატონო გიორგი” – მარშანია გახარიას
“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა, რომ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა. ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინიტრობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მარშანიამ განაცხადა, რომ ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი პოზიტიურ შედეგს არ მოგვიტანს, ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა ქვეყანა ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის მოემზადოს. „კარგია ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს, მათ თავისი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც პატარა პოზიციტურ წინსვლას, იმიტომ რომ დიდი ხანია, ქვეყანა…
მეტი...თბილისის N202, N121 და N156 ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ
თბილისის N202, N121 და N156 საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ სააღმზრდელო წელს, ბავშვებს განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამივე საბავშვო ბაღში ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: N202 ბაღში ამჟამად ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს – იცვლება გზის საფარი, სადაც ასფალტთან ერთად დაიგება ქვაფენილი, ამასთანავე, მოეწყობა საბავშვო და სათამაშო მოედნები. N156 ბაგა-ბაღში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, გარემონტდა შენობის ინტერიერი და მოეწყო შიდა სათამაშო მოედანი. გზის საფარი შეიცვალა N121 ბაგა-ბაღშიც, ასევე გარემონტდა რამდენიმე სააღმზრდელო ჯგუფი და საპირფარეშო. ბაღის ეზოში დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობაც. სამუშაოების ჯამური ღირებულება 246 000 ლარია.…
მეტი...პეტრე იბერის ქუჩაზე სკვერი განახლდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში არსებული სკვერი განახლდა. მოეწყო ორი საბავშვო ზონა და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, საბაღე სკამები და ურნები. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 700 კვ. მ ფართობზე შესრულდა.
მეტი...