“ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია” – ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერი, ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან მისვლისკენ მოუწოდა.  “ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიასა და სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოსთან ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ თქვენ არა ხართ ჩვენი დირექტორები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს…

მეტი...

“ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ” – თამარ ჩუგოშვილი

“ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, იქით მიმართეთ ენერგია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა. “დღის ბოლოს პირველად მოვიცალე “ფეისბუქზე” შემოსასვლელად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი…

მეტი...

რასმუსენის რეკომენდაციებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დადებითად აფასებენ

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის რეკომენდაციებს დადებითად აფასებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განუცხადა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული მოსაზრება. „პირადად ჩემი დამოკიდებულება დადებითია, თუმცა ვიზიარებ რეკომენდაციის ავტორების მოსაზრებას რისკებთან დაკავშირებით და საკითხის განხილვის აუცილებლობის შესახებ. აშკარად ჩანს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში ყალიბდება თუ უკვე ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთი გაჟღერდა 2018 წლის 29 იანვარს (ჰერითიჯის ფონდის ანგარიში, ლუკ კოფი) და გამეორდა 2019 წლის 10 სექტემბერს (ანდერს ფოგ რასმუსენი).…

მეტი...

“რასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – ჯემალ გამახარია

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეთავაზებას, ნატო-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანების თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ეხმაურება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამ საკითხზე საბჭოში მუშა თათბირი გაიმართა და დეპუტატებმა რასმუსენის წინადადებაზე იმსჯელეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „რასმუსენის წინადადება ახალი არ გახლავთ. 2018 წლის 29 იანვარს ჰერითიჯის ფონდმა (აშშ) გამოაქვეყნა ლუკ კოფის მიერ მომზადებული ანგარიში სახელწოდებით – „საქართველოს წევრობა ნატოში შედის აშშ-სა და ევროპის ინტერესებში“. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და…

მეტი...

“ამერიკელ დიპლომატს, თურმე, უფლება აქვს ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ” – ირმა ინაშვილი

დღეს გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატების განცხადებები შეაფასა. ინაშვილმა მამუკა მდინარაძისა და გიორგი ვოლსკის კომენტარებს სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, მათ არ შესწევთ ძალა კოლეგა დაიცვან. “თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები. ამერიკის მოქალაქეს, დიპლომატს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, ასევე მედიის წარმომადგენლები, მთელი ქვეყანა. მარტო ხალხია ამ შემთხვევაში ჩემი მოკავშირე და თანამოაზრე. არავინ გრძნობს თურმე თავს შეურაცხყოფილად. ბატონი კრამერი გვარად რომ კამაროვი ყოფილიყო,…

მეტი...

“ის რომ კრამერი არ მიცნობდა, დიდი ტყუილია, ჩვენ ერთმანეთს 2010 წლიდან ვიცნობთ” – ინაშვილი

“ის რომ კრამერი არ მიცნობდა, დიდი ტყუილია, რადგან ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ 2010 წლიდან ვიცნობთ”, – ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ინაშვილის თქმით, ის გუშინდელ კონფერენციაზე მარტო მივიდა და განზრახული არ ჰქონია ღონისძიების ჩაშლა. “დღეს 6 საათამდე ველოდებოდი, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკაშირებით რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს, ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს, მაგრამ არის სრული დუმილი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ დღეს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს. დიდი ტყუილია ის, რომ ბ-ნმა კრამერმა ვერ მიცნო. მე და ის ერთმანეთს…

მეტი...

მეთიუ ბრაიზა ინაშვილისგან ბოდიშს ელოდება, ინაშვილი კი ბოდიშს კრამერისგან ითხოვს

გუშინ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ამერიკელი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ირმა ინაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.  სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე აცხადებს, რომ როდესაც კონფერენციაზე განიხილებოდა რუსეთის საკითხი, სწორედ ამ დროს შეიჭრნენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები დარბაზში. ბრაიზას განმარტებით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს კონფერენციის ორგანიზატორს. მისი თქმით, ამ ტიპის ქმედებები მის ქვეყანაში დასჯადია.  “ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც გაამართლებს ევროპელი პარტნიორების მიერ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამუხრუჭებას. სწორედ ეს იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტის მონაწილეების არგუმენტი, რომ ვერ მიიღებდნენ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევდა. ეს კი იმის…

მეტი...

„კრამერი მატყუარაა. ასევე, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი“ – ირმა ინაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ  თანაშემწე დევიდ კრამერს მატყუარასა და უზრდელს უწოდებს.   „კრამერმა მოიტყუა, თითქოს არ მიცნობდა“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და კრამერთან გადაღებული  ფოტო  წარმოადგინა, რომელიც აშშ-ში მისივე ოფისშია გადაღებული. „მე მას 2010 წლიდან ვიცნობ, მაშინაც ცხადი იყო, რომ ის სააკაშვილ-ბოკერიას აქტიურ მხარდამჭერი იყო. ის მე კარად მიცნობდა. კრამერი მატყუარაა. ასევე არის თავხედი და უზრდელი ადამიანი,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის…

მეტი...

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები საპატრიარქოს დაწესებულებებშიც იმუშავებენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი. “1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა”, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ბრძანებაში.  1 სექტემბრიდან კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავება სავალდებულო გახდა.  საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების დასაცავად დანიშნოს ან მოიწვიოს სერტიფიცირებული სპეციალისტი. 

მეტი...

ძმამ, მცირეწლოვან დას, სავარაუდოდ, მარიხუანა მოაწევინა – დაწყებულია გამოძიება

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობს არასრულწლოვანი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, მარიხუანას. სოციალური მუშაკის განცხადებით, გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელიც, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, თავის 4 წლის დას, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას სთავაზობს და მას რამდენჯერმე ასუნთქებს. მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი უსაფრთხოდ არიან. აგრეთვე, ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ეს არის შემაშფოთებელი და მისი ინტერნეტსივრცეში განთავსება გამაღიზიანებელია.  ზოიძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი საკმარისი არ არის და აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. “მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი ვერ იქნება ეფექტური პრევენცია. ძირითადი…

მეტი...

ახალი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სასტუმროებს ფულს, დროსა და კადრს აკარგვინებს

„სასტუმროს შრომის უსაფრთხოების თანამშრომელმა, მზარეულმა, მიმტანმა თუ დამლაგებელმა  ჩაფხუტით უნდა იაროს, სპეციალური ფეხსაცმელი უნდა ეცვათ თუ დამცავი ჟილეტი? რა კავშირშია შრომის უსაფრთხოება და სასტუმრო,“ –  ეს კითხვა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელს  შალვა ალავერდაშვილს ეკუთვნის,  რომელიც, პირველი სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამოქმედებულ კანონს ეხება და რომელმაც სასტუმროების „მოიყოლა“. პირველი სექტემბრიდან ძალაში შესულმა კანონი, მშენებლობებთან და მასთან გათანაბრებულ სამუშაოების შესრულებასთან ერთად, სასტუმროებსაც თანაბრად შეეხოთ. როგორც შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, მიღებული საკანონმდებლო ნორმა სასტუმროებს დამატებით ფინანსურ, ადამიანურ და დროის ხარჯს უჩენს, რისი საჭიროებაც რეალურად არც არსებობდა.  „გაუგებარი სიტუაცია…

მეტი...

15 ოქტომბრიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. გამყრელიძის თქმით, პირველ რიგში, აიცრებიან რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები. „ჩვენთან ვაქცინა 15 ოქტომბრისთვის შემოვა. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები, ვისზეც აღნიშნული ვაქცინა უნდა გაიცეს. ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან ადამიანების სიები გროვდება, ვინც წელს გრიპზე გეგმურად უნდა აიცრან. წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან დგება“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“რამდენიმე კვირის წინ ვნახე სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი” – წულუკიანი ხადურზე

ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის გარდაცვალებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და მეგობართან დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებს. “დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმასაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი შენ, რეებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი…

მეტი...

“თბილისის მერი და მისი ჯგუფი სამაგალითოა სახელმწიფოსთვის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ადამიანის პრობლემები” – აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მისი თქმით, თავის დროზე აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მხარდაჭერისათვის პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც კი დაუჭირა მხარი და სასიხარულოა, რომ ეს საქმე დღეს კონკრეტული შედეგით დაგვირგვინდა და უკვე ახლო მომავალში 2500-მდე ოჯახს ექნება საშუალება ახალსახლობა იზეიმოს იმ პირობებში, როდესაც ეს იმედი მათ პრაქტიკულად გადაწურული ჰქონდათ. „ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი მთელ ამ პროცესში არის ერთი რამ, რომ არსებობენ სახელმწიფო მოხელეები, საკმაოდ გამოცდილი,…

მეტი...

ბათუმში, 1600 ბავშვი, საბავშო ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმში, სადაც სულ 32 ბაღი ფუნქციონირებს, 1600 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8095-ია; სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება 2 595-მა ბავშვმა დაასრულა, მათ ადგილას 2479 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამ დროისთვის ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია. უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, ნაწილი ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მიიღონ, დანარჩენები კი რიგს დაელოდებიან. მათივე ინფორმაციით, გასულ წლებში ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ბაღის გარეშე ბავშვების დარჩენის მიზეზად ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასახელებენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თქვა, პრობლემის მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება. “როგორც ბაღის, ასევე სკოლების…

მეტი...

ვისია თითები, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს შეეხო?! – ექსპერტიზამ ათეულობით ანაბეჭდი აღმოაჩინა

ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე ექსპერტიზამ ათეულობით თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა. ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატების განცხადებით, კითხვაზე – ვისია თითები, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს შეეხო, პასუხი გენერალურმა პროკურატურამ უნდა გასცეს. „ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი. ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ.  დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენთიფიკაცია და შემდეგ, უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ”,…

მეტი...

9 სკოლაში, სწავლა, რამოდენიმე კვირით გადაიდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი, 6 სკოლაში ერთი კვირით, სამ სკოლაში კი, ორი კვირით გადაიდება. როგორც უწყებაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საქართველოს რეგიონებში, 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში, მოსწავლეები და პედაგოგები, ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან. „იმ სკოლებიდან, რომლებშიც ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, სწავლის პროცესის გადადება საჭირო გახდება მხოლოდ ერთი კვირით ექვს სკოლაში და ორი კვირით – სამ სკოლაში“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს იწყება. 

მეტი...

“მისაღებია, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, სპეკულაციები და კუდის მობმები სრულიად ზედმეტია”- თამარ ჩუგოშვილლი

“კონფერენციაზე, გამართული დისკუსია არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ, – ასე შეაფასა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე რასმუსენის განცხადება, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილი თქმით, რასმუსენის განცხადება იყო დისკუსიის ნაწილი, სადაც, ​განიხილებოდა სხვადახვა შესაძლებლობა, საქართველო როგორ შეიძლება უფრო მიუახლოვდეს ნატო-ს წევრობას. „გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას. საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში, მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და…

მეტი...

„ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ალტერნატივა არ აქვს, მიუღებელია,  სტუმარი, მასპინძლის მოკარნახე იყოს”- კობა კობალაძე

“ნებისმიერი თემა შეიძლება, გავხადოთ სასაუბრო, მაგრამ არის კონკრეტული ზღვარი, რომლის იქითაც  არ უნდა გავიხედოთ. ჩემთვის ეს ზღვარი არის ჩემი ქვეყნის ერთიანობის ხედვა. ყველაფერი, ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს. ფაქტი ერთია, ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მომავალი და ხედვა გაცხადებული აქვს,”- ასე შეაფასა საერთაშორისო კონფერენციაზე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრმა, გენერალმა კობა კობალაძემ. როგორც კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა,  სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველო, ერთიან, ძლიერ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ. მისი თქმით, საქართველო მიისწრაფვის ევროატლანტიკური სივრცისკენ, მაგრამ არა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. “თუ გვინდა ხიბლიანები ვიყოთ, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი…

მეტი...

“რთველი წელსაც წარმატებული იქნება” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. „სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა. სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს, მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები გახსნილია მთელი კახეთის მასშტაბით, რაც იმის გარანტიაა, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება. ფასებს რაც შეეხება, წელს შარშანდელ მინიმალურ ფასზე ქვემოთ ფასები არ ჩამოსულა. სპეკულაციები ფასის კლებასთან…

მეტი...

რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი, 23 მლნ ლარად გაიყიდა

თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა, კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბები, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული, სარურაო აუცი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. მისი თქმით, რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. „მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია…

მეტი...

ადვოკატი მიხეილ კალანდიას გათავისუფლებას ითხოვს – ზურაბ თოდუა “მთავარში”

“ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლო უფლების განხორციელების შემთხვევაში, პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალი დასაბუთებას ვერ პოვებს და გამამართლებელი განაჩენი დადგება მიხეილ კალანდიას მიმართ,” – აღნიშნული განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურა თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. ზურა თოდუა, მიხეილ კალანდიას მიმართ წაყენებულ მუხლს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხორავას ქუჩაზე, იარაღი არ ჰქონია. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე შეკრების მიზეზი შერიგება და არა განძრახ მკველობა იყო.  “მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებულ ჯგუფს, რომ უნდოდა მკვლელობა ჩაედინა, არის ტყუილი. კალანდიას იარაღი არ ჰქონია. კალანდიას მიერ, ბიჭების შეკრება, არის საბჭოთა პერიოდის მახინჯი გადმონაშთის…

მეტი...

„სამშობლოს ერთიანობის ხარჯზე, ნებისმიერი საკითხის განხილვა მიუღებელია“ – კობა კობალაძე რასმუსენის წინადადებაზე

„საკმაოდ მიუღებელი ფაქტი მოხდა, როდესაც, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, მიუღებელ ფორმაში, შესაძლებლად ჩათვალა საკუთარი აზრის გამოხატვა. როდესაც მსჯელობა მიდის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრს უფლება უნდა ჰქონდეს, მოისმინოს და დაესწროს საერთაშორისო კონფერენციას. ეს ხომ არ არის პრივატული საღამო, იქ ჩვენი ქვეყნის მომავალზე მიდის საუბარი“, – ასე შეაფასა, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრმა და გენერალმა კობა კობალაძემ. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სივრცისკენ დაფიქსირებულია, თუმცა, უნდა ვისაუბროთ ქვეყნის ერთიანობის კონტექსტში. „ის, რაც რასმუსენმა განაცხადა, ეს იყო მისი აზრი და მისი ვარაუდი.…

მეტი...

“მიხეილ კალანდია, ციხეში პარლამენტის მიერ მოთავსებული გარიგების პროდუქტია” – ადვოკატი

“მიხეილ კალანდია არის საქართველოს პარლამენტის, მმართველი პოლიტიკური ძალის და ე.წ ოპოზიციის, კერძოდ “ევროპული საქართველოს” ერთობლივი გარიგებების შედეგად ციხეში მოთავსებული პროდუქტი. ეს გარიგება ემსახურება ერთადერთ მიზანს – “ოღონდ არ იყოს ბუნტი,”- აღნიშნული განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურა თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. ზურაბ თოდუას განცხადებით, გარიგების მიზეზი ზაზა სარალიძის გაჩუმება იყო, რადგან პერმანენტული აქციებით, ის საფრთხეს უქმნიდა ქალაქს. ზურაბ თოდუა,  ხვალინდელ სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობასაც დააყენებს და სხდომის გასაჯაროებას მოითხოვს. “მიხეილ კალანდიას დაკავებით  დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქალაქს თავისი აქციებით. ამის გამო…

მეტი...

ქუთაისიდან ჰოლანდიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეინდჰოვენის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 10 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით – ბაზელი, კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ტალინი, ეინდჰოვენი, ბარი და პოზნანი დაიწყო პირდაპირი რეგულარული ფრენები. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

მეტი...

კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი ბინებს მიიღებს

თბილისის მერის, კახი კალაძის ინფორმაციით, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი ბინებს მიიღებს. კომპანია m2 „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი! შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო და ამ 2500 ოჯახის გარდა, მსგავსად დაზარალებული უფრო მეტი ოჯახის საკითხების გადაწყვეტის შემდეგ (ცენტრ-პოინტის ამბებს ვგულისხმობ), ვფიქრობ ჩვენ ერთად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა შესაძლებობაში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც…

მეტი...

უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი,  ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. როგორც საგარეოუ უწყებიდან “მედიაცენტრ მთავარს” აცნობეს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. “2011-2018 წლებში გახლდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი. მანამდე 2004-2008 წლებში გახლდათ ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად,”- აცნობეს უწყებიდან “მედიაცენტრ მთავარს” ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი, 2013-2018 წლებში,…

მეტი...

დევიდ გარეტი – ცნობილი მევიოლინე 13 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ყველასათვის კარგად ნაცნობი, გერმანელი მევიოლინე, დევიდ გარეტი, 13 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. დევიდ გარეტი ევროპულ ტურნეს გერმანიიდან დაიწყებს და ესტონეთში დაასრულებს, ხოლო თბილისში, მუსიკოსი თავის ბენდთან ერთად, ახალ ალბომს  – Unlimited – Live 2019-ს წარუდგენს თავის ერთგულ მსმენელს. კონცერტი, რომელიც 13 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე სპორტის სასახლეში ჩატარდება, ორგანიზებულია “საქართველოს  კულტურის პალატის” მიერ.

მეტი...

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სატყეო გზების რეაბილიტაცია სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელ სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულით მოსახლეობას ტყიდან შეშის გამოტანაც გაუადვილდება და ტყე ხანძრისგანაც დაცული იქნება. “გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში – მთისპირში, ზოტსა და შუა სურებში განხორციელდა. სატყეო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც”, – აცხადებენ უწყებაში. 

მეტი...

11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა.  2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე – პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ. ტერორისტული აქტი მსოფლიოს იმჟამინდელი ნომერ პირველი ტერორისტის – უსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. 11 სექტემბრის შემდეგ ის მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა.  მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.   დღემდე 2977 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია…

მეტი...