ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა – პიანისტი დამატებით კონცერტს ჩაატარებს

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა. პიანისტის ცნობით, იმისთვის, რომ გულშემატკივრებს გული არ დასწყდეს, ის დამატებით კონცერტს ჩაატარებს. “თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს, კონცერტზე ვერ დასწრების გამო. გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი – 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს. ინფორმაციას, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, მოგაწვდით ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრი”, – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში. ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაყურებლის წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან!

მეტი...

ნიკა გვარამია გირაოს გადახდას აპირებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისთვის შეფარდებულ გირაოს – 40 000 ლარს გადაიხდის. „მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ. მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია.…

მეტი...

“მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას” – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს. მინისტრმა ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებსა და გამოსავალზე ისაუბრა. „პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონი სწრაფად ვერ ვითარდება. ამას ემატება 20 ივნისის დრამატული მოვლენები, რომელმაც პირველივე თვეს 60 მილიონ დოლარიანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. საგარეო შოკის შემთხვევაში პირველ დარტყმას იღებს კურსი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რეალურ სექტორზე არ გადავიდეს. მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა 6%, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას. რადგან რეალური სექტორი აჩვენებს…

მეტი...

პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი იცავს

პარლამენტის შენობის წინ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციის კორდონი „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებს „სირცხვილიას“ აქციის მინაწილეებისკენ არ უშვებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი. „სირცხვილიას“ კონტრ-აქცია დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადების შემდეგ დაიგეგმა. პარლამენტის შენობის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებსაც პოლიციელებმა „სირცხვილიას“ მონაწალეებთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე იყო ყოფილი დეპუტატი ბეჟან გუნავა, რომელიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა.   პოლიციელებთან დაპირისპირებისას 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ბეჟან გუნავაც. სად არიან ისინი გადაყვანილები და გაათავისუფლებენ თუ არა, ამ ეტაპისთვის უცნობია. შსს-ს განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს…

მეტი...

“ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ახალგაზრდები გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჯარი უნდა გახდე ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნებ მზად რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. მეორე მიმართულება იქნება სამხედრო ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადაყვანა და განვითარება. ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ამავდროულად საპატიო და საამაყო თანამდებობა. არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას,…

მეტი...

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. მთავრობის შემადგენლობა ასეთია: გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი…

მეტი...

“ემზარ კვიციანი არის ვაჟკაცი და ვერ მოითმინა” – მარშანია პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე

“ადამიანი, რომელიც ნაომარია, რომელიც 15 წელი იარაღით იცავდა კოდორს, თავის სამშობლოს, ძნელად აიტანს ასეთ შეძახილებს, ემზარ კვიციანი არის ვაჟკაცი და ვერ მოითმინა”, – ასე გამოეხმაურა “პატრიორტთა ალიანსის” წევრი, ადა მარშანია პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ემზარ კვიციანი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. “ადამიანი, რომელიც ნაომარია, რომელიც 15 წელი იარაღით იცავდა კოდორს, თავის სამშობლოს, ასეთი ადამიანი ძნელად აიტანს ასეთ შეძახილებს, თან ვისგან? თავად მოღალატეებისგან. ცხადია, მე არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა. მაგრამ რადგან ის არის პარლამენტის წევრი, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და უნდა მოითმინოს. მგონი სიტყვიერი პასუხი საკმარისი იყო. ჩემი გადასახედიდან…

მეტი...

“ჩვენ არ უნდა შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს არ უნდა შევედაროთ და უნდა გავიხსენოთ, სად ვიყავით გუშინ.   “ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ, თუნდაც აღმოსავლური ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სად ვიქნებით ხვალ, სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი. შეიძლება მოვთხოვოთ ერთმანეთს, ვიყოთ უფრო ეფექტურები და ვთქვათ, გაიწიე, მე უკეთესად შემიძლია. ეს საბოლოო ჯამში ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუმცა ობიექტური რეალობა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ჩვენი თავი და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ.. დღევანდელი…

მეტი...

„ის ფსიქიკური ავადმყოფია“ – ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრილი მამაკაცი ვახტანგ სუთიძეა. როგორც დაჭრილის დედა, დიზაინერი დალი ჩიტალაძე ამბობს, დამნაშავე ფსიქიკური ავადმყოფია, რომელიც მის შვილს ტაძრიდან გაჰყვა და დანა უკნიდან, ზურგში ჩაარტყა. შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის უკან მოხდა. დაჭრილს მე-9 საავადმყოფოში ოპერაციას უტარებენ. დალი ჩიტალაძის ინფორმაციით, მან საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა და ნარკოზიდან ჯერ არ გამოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილის დედის განცხადებით, სახელმწიფომ ფსიქიკური ავადმყოფების იძულებით მკურნალობის თვალსაზრისით რადიკალური ზომები უნდა მიიღოს, რადგან, ქუჩაში მსგავსი შემთხვევები არაერთია.

მეტი...

“მთელი “ნაცმოძრაობა” ბეე-ს რომ იძახდა, ახსოვს ეს საქართველოს” – ნუკრი ქანთარია

“თუ მათ უნდათ, რომ ამით ის თქვან,  უმრავლესობა როგორი მორჩილია, მაშინ მე ვურჩევდი, გადაახვიონ 10 წლით ადრე, მთელი “ნაციონალური მოძრაობა” ბეე-ს რომ იძახდა, ხომ ახსოვს ეს საქართველოს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნუკრი ქანთარია პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას.  ამასთან, ქანთარიას თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაიჭირონ, მათ შორის, დასაჭერია ლარიც. “ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ყველა დამნაშავე, ვინც დასაჭერია უნდა დაიჭიროთ, ლარიც დასაჭერია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე უნდა გახდეს საეტაპო მნიშვნელობის დღე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამას შექმნილი რეალობა გვკარნახობს. ყველაფერს თავისი…

მეტი...

“მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი” – გიორგი გახარია

“მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როდესაც ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობას ვუხდი. ბევრჯერ მოვუხადე და დღესაც მოვუხდი. მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან. ამ დროს გადადგომით მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც…

მეტი...

“როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა” – ილია მეორე

“მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, არასდროს უნდა დავიწყოთ ორი რამ – ეროვნული და ოჯახის ფასეულობა. ამასთან, პატრიარქმა მრევლს მეუღლეთა მფარველი წმინდანების – ადრიანეს და ნატალიას ხსენების დღე მიულოცა. “გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ ანგელოზის დღეს. მე მინდა, ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა. ეს არის ოჯახის ფასეულობა. ამ…

მეტი...

წამლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო აქტიურ ჩართვას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, წამლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო აქტიურ ჩართვას გეგმავს.  „ჩვენთვის ცნობილია, რომ წამლის დანახარჯი ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველი ნაბიჯი, რაც უკვე გადაიდგა, ესაა ქრონიკული დაავადებებისთვის გამოყოფილი მედიკამენტები, რომელიც მოსახლეობას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა. ბაზრის მთლიანი მოცულობის 88% წამლებისა იმპორტირებულია და მისი თანხა 400 მილიონს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი ნიშნულია. ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა ფასების ნაწილობრივი და სრული რეგულაცია, როცა ხდება სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობს და ვგეგმავთ სხვადახხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს, როგორც ყველაზე დაბალი რგოლიდან აფთიაქებიდან და…

მეტი...

“ის რესურსი, რომელსაც ახალგაზრდებში ჩავდებთ, საბოლოო ჯამში, უნდა მოხმარდეს მათივე დასაქმებას ქვეყნის სასარგებლოდ” – წილოსანი გახარიას

„პრემიერის ფონდი აფინანსებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ ხომ არ ვიფიქროთ მათი დაბრუნების შემთხვევაში დასაქმების კვოტების შემოღება საჯარო უწყებებში, იმისთვის, რომ რესურსი, რომელსაც ჩვენ ჩავდებთ მათი განათლებისთვის, საბოლოო ჯამში, მათივე რეალიზებას მოხმარდეს ჩვენ ქვეყანაში, მოხმარდეს მათივე დასაქმებას ქვეყნის სასარგებლოდ. მინდა გკითხოთ, რას აპირებთ და რას გეგმავთ ახალგაზრდებთან მიმართებაში“, – ამ შეკითხვით პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარმოდგენილი განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური თუ სხვა პროგრამები, ახალგაზრდებზე მოქმედებს დღეს, ისევე როგორც იმოქმედებს ხვალ. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა მათთან კომუნიკაცია. „დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არავინ, თქვენ ამას ყველაზე კარგად აღიქვამთ. თქვენსავე დაქვემდებარებაში არის ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებთან მუდმივ კომუნიკაციაზე ყოფნით გეგმავს მნიშვნელოვან პროექტებს და კონკრეტულ გეგმებს მათი განვითარებისთვის და საბოლოოდ ჯამში, მათი…

მეტი...

„პოლიტ-ელიტა მდიდრდება, კლანური მმართველობა იზრდება, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ღარიბდება“ – ჭიჭინაძე გახარიას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას, სამართლიანობაზე საუბრისას, ამ სიტყვის ფორმულირებას სთხოვს. მისი თქმით,  საინტერესოა, რა იგულისხმება სამართლიანობაში –  სამართლებრივი დასჯა , თუ ნაკლოვანებების აღმოფხვრა. „ქვეყანაში 90-იანი წლების სქემები დაბრუნდა ყალბი დღგ-ეების კომბინაციით, რის შედეგადაც ქვეყნის ბიუჯეტი ასეულობით მილიონი ლარით დაზარალდა. საბაჟო ტერმინალებიდან ტექნიკა იკარგება; პოლიტ-ელიტა ყოველდღიურად მდიდრდება; კლანური მმართველობა იზრდება; ჩვენი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი, ღარიბდება. ამიტომ მაინტერესებს, როდესაც პრემიერობის კანდიდატი სამართლიანობაზე საუბრობს, რა იგულისხმება სამართლიანობაში: სამართლებრივი დასჯა , თუ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს და უფრო და უფრო ღრმავდება? რაც შეეხება ყალბი დღგ-ეების და 90-იანი…

მეტი...

“ვის ეჭიმებით, ვისთან ყეყეჩობთ?” – გოგიჩაიშვილი გახარიას მიმართავს

“რას საუბრობთ, ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ, სამადაშვილთან?”, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზეც ისაუბრა. „ვერ გექნებათ პოზიტიური დღის წესრიგი, გამორიცხულია, რადგან თქვენი დღის წესრიგი მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“. როდესაც აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, თქვენც შეთხელდებით ელექტრონული თვალსაზრისით. მინდა, დაგისვათ იმ ადამიანების კითხვები, რომლებიც აღარასდროს მისცემენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. როგორ მოახერხეთ ბატონებო, რომ კაციჭამია მოსამართლეებს, თამარ ალანიას ნიშნავთ უვადო მოსამართლედ. ადამიანს, რომელმაც ყველა ის ადამიანი გააუბედურა, რომელიც იყო მასთან საქმე გავლილი. როგორ ახერხებთ, ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი პროკურორებით…

მეტი...

“საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდი მუხრუჭი ტერიტორიის, ეკონომიკის, განვითარებისა და ადამიანური კაპიტალის 20%-ის ოკუპაციაა. როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად გავრცელება.       „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, რომ საქართველოს განვითარების, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20%-ია ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული და ამაშია  ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების. ეს არის ყველაზე დიდი მუხრუჭი საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით… ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ…

მეტი...

“გიორგი გახარია არის ქრონიკული მატყუარა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“გახარიამ ტყუილები ილაპარაკა და „ევროპული საქართველო“ არ შეარჩენს არც ერთ ტყუილს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც არა უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის მართვაზე, არამედ არის ქრონიკული მატყუარა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ არ ახსენა უკრაინა, რომელთანაც საქართველოს ბედი დღეს ფუნდამენტურად არის გადაჯაჭვული. „დღეს, უკრაინის არ ხსენება ამ ტრიბუნიდან, არის ცალსახად რევერანსი პუტინის მიმართ, რადგან პუტინმა შეიძლება აიტანოს ეს რიტორიკა, გახარიას მიმართ, რადგან იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში საქართველოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ პრაქტიკულად გაჩერებულია. პუტინი აიტანს თუნდაც…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტური იმართება

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. რეგიონში სულ 152 „საარჩევნო უბანია“, კიდევ ორი უბანი მოქმედებს მოსკოვსა და ჩერკესკსში. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართა. თავდაპირველად ხმის მიცემის პროცედურა 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ოპოზიციამ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

მეტი...