გადამუშავებული ხორცის მიღება კუჭ-ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გადამუშავებული ხორცი თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებას გაუთანაბრეს, ვინაიდან, კვლევის შედეგად, ყოველდღიურად 50 გრამი ასეთი პროდუქტის მიღება კოლორეკტალური(კუჭ-ნაწლავის კიბო) წარმოქმნის რისკს ზრდის.  მეცნიერების დასკვნით, წითელი ხორცი(ძროხა, ღორი, ცხვარი) შესაძლოა, კარცეროგენს წარმოადგენდეს. თუმცა, მონაცემები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებენ – არასაკმარისია. ცნობილია, რომ გაღვივებული ნახშირის ზემოქმედებით წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურაზე დამზადებულ ხორცში წარმოიქმნება მთელი რიგი კარცეროგენები: პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, ჰეტეროციკლური არომატული ნახშირწყლები და ა.შ.  გარდა ამისა,  გადამუშავებულ ხორცში (ძეხვეულში, სოსისებსა და ბეკონშიც) ხორცი მხოლოდ 15%-ს შეადგენს. დანარჩენი გახლავთ სახამებელი, სხვადასხვა გემოს გამაძლიერებელი, საღებავის ფიქსატორები, ვადის გამახანგრძლივებელი კონსერვანტები და ა.შ. დანარჩენ 50%-ს შეადგენს კანი, ძვლები და სუბპროდუქტები.

მეტი...

საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა

სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, პირველი ბიძგები საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, თბილისის დროით 20:22 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. 20:24 საათზე, საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ კი 4.2. მაგნიტუდა შეადგინა. 

მეტი...

“სასამართლოს” გადაწყვეტილებას რთული პროცესები მოჰყვება – ახალი “არჩევნები”, ან მწვავე დაპირისპირება” – გამახარია

“ე.წ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამას მოჰყვება ძალიან რთული პროცესები – ან ახალი “არჩევნების” დანიშვნა, ან მწვავე დაპირისპირება, მიტინგები, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე პროცესებამდე მიგვიყვანოს,” – ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. გამახარიას განცხადებით, ამ “არჩევნების” გასაჩივრება ეროვნებათა შორის შუღლს გამოიწვევს, რომელიც, მისი განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმს აწყობს. “ე.წ. არჩევნები შედგა, მაგრამ გამარჯვებულმა უნდა მიიღოს ხმების ნახევარზე მეტი. ხაჯიმბამ მიიღო დაახლოებით 47%, ანუ ნახევარზე ნაკლები. ამ საკითხს ასაჩივრებს ე.წ. ოპოზიცია, ბ-ნ კვიცინიას მეთაურობით. რა მოჰყვება ამ გასაჩივრებას, ძნელი სათქმელია, მაგრამ…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა ​

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდა იყო. როგორც “დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტში” “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეპიცენტრი დმანისი იყო. “მიძისძვრის სიმძლავრე იყო 5.0 მაგნიტუდა. ეპიცენტრი კი დმანისთან” – განუცხადა თეა გოდოლაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.    

მეტი...

რუსეთის დუმაში „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის“ აღიარების საკითხი განიხლება

„რუსეთის დუმაში სამუშაო ჯგუფი განიხილავს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას, რომლის წევრებიც 1920 წელს, ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარებას მოითხოვს“, – ამის შესახებ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ივან მელნიკოვმა განაცხადა. მანამდე, აგვისტოს დასაწყისში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩისლავ ვოლდონმა განაცხადა, რომ დუმა უახლოეს სხდომაზე აპირებს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ მიმართვის განხილვას. ცნობისთვის, მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 1919 და 1920 წელს ქართველი ჯარისკაცები ოსებს სასტიკად მოექცნენ, რასაც პუტინის თქმით, „გენოციდს უწოდებენ“.

მეტი...

პრეზიდენტის პრესსპიკერი თანამდებობიდან ფეისბუქპოსტის გამო გაათავისუფლეს

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან გათავისუფლების მიზეზი ფეისბუქპოსტი გახდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილეს პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობას ეწინააღმდეგება. „მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება. ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან…

მეტი...

გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.  გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ამასთან, პუტინმა კარასინის ნაცვლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ევგენი ივანოვი დანიშნა.

მეტი...

“ბოკერია, რომელიც ჩვენზე ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი” – ინაშვილი კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მან აკრედიტაცია ვერ წარადგინა. როგორც ირმა ინაშვილმა განმარტა, ის იქ ბრალდებებზე პასუხების გასაცემად მივიდა. მისი თქმით, ის ვერ დაუშვებდა, რომ “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, საერთაშორისო პარტნიორებისთვის “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობაზე მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ. ვიცე-სპიკერის აცხადებს, რომ დეპუტატს ყველა შენობაში შესვლის უფლება აქვს. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი საერთაშორისო კონფერენციის ლიდერებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. “გუშინ კონფერენციაზე მთელი დღე ჩვენზე იყო საუბარი, ბრალს გვდებდნენ და ცილს გვწამებდნენ. მე მოვედი და ორგანიზატორებს ვთხოვე, მიმეღო მონაწილეობა და და ჯერ მომესმინა, შემდეგ…

მეტი...

ლიეტუველი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ურჩევს, ბოკერია შეიყვაროს

„ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება“ – ასე მიმართა  ლიეტუველმა დეპუტატმა ზიგიმანტას პავილიონისმა საერთაშორისო კონფერენციის დაუპატიჟებელ სტუმარს  ირმა ინაშვილს.   მეორე დღეა, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „Now What“ იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. დეპუტატ ირმა ინაშვილის კონფერენციაზე გამოჩენას ხმაური მოჰყვა, რადგანაც ის ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა და არც სიტყვის გამოსვლის უფლება ჰქონდა. კონფერენციის უცხოელმა ექსპერტებმა კი მისი ვინაობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ხმაურისა და დარბაზიდან ინაშვილის გაძევების მცდელობის შემდეგ, მას ლიეტუვის პარლამენტის წევრმა მიმართა და მოუწოდა, გიგა ბოკერია შეიყვაროს. „ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო…

მეტი...

„არ დავთმობთ აფხაზეთს და ოსეთს, ამას საერთოდ რატომ გვთავაზობენ, როგორ გვიბედავენ“ – გიორგი ლომია რასმუსენის შემოთავაზებაზე

„მარაზმთან გვაქვს საქმე. ის, რაც წავიკითხე, რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარი ვთქვათ, ნატოში გავწევრიანდეთ და ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ,  სრული მარაზმია.  რომელი ერთი მოაწერს ხელს ტერიტორიების დაკარგვას და  ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოს წევრობას.  რატომ გვთავაზობენ ამას,  საერთოდ, რატომ ბედავენ“ – ასე აფასებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას. შეგახსენებთ, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი გვირჩევს, ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეთ. აღნიშნული განცხადება მან თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. გიორგი ლომიას შეფასებით,  აღნიშნული შეთავაზება ქართველი ერის შეურაცხყოფაა. „ჩვენ არ დავთმობთ არც აფხაზეთს და არც ოსეთს. ამტომ, ამ თემაზე დისკუსიაც…

მეტი...

“საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად”- ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება და ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება ნატო-ს წევრი. ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან. “საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მისი მოსაზრება არსებობს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე. ანუ, შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, თუმცა მეხუთე…

მეტი...

ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში.

მეტი...

“მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, ასეთი ბევრი გვინახავს”- კახა კალაძე

“ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმას.  კახა კალაძე, მამუკა ხაზარაძის მიერ, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, “ქართული ოცნების” მიერმ საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებით, მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა მოხვდეს პარლამენტში. “მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, მოხვდეს 2020 წლის…

მეტი...

დავით ნარმანია, შესაძლოა, სემეკი-ის თავმჯდომარე გახდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს. ის ამჟამად სემეკ-ის წევრია. ნარმანიამ დღეს დაადასტურა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ნარმანიას განცხადებით, მთავრობისა და პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, ის ამ თანამდებობას სიამოვნებით დაიკავებს. „ვერ დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი არც თუ ისე მარტივი პროცედურები. სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი “, – განაცხადა ნარმანიამ. პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის…

მეტი...

„ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე… გირჩევთ ამაზე კონსულტაციები დაიწყოთ“ – რასმუსენი

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გვირჩევს, ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეთ „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ რჩება ერთი მთავარი პრობლემა, ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი. ჩვენ ამ საკითხზე გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჩემი შემოთავაზებაა, რომ ნატოს მმართველობა გავრცელდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიებზე. ეს გამორიცხავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს“ – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მისივე განცხადებით, თუ ქართველები გადავწყვეტთ რომ…

მეტი...

“საფუძველი არ არსებობს, რომ ემზრ კვიციანს ბრალი წაუყენონ” – ადვოკატი

ემზარ კვიციანის უფლება დამცველის, ნიკოლოზ მჟავანაძეს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გამოძიებას წარუდგენენ ყველა მტკიცებულებას, რითაც დამტკიცდება, რომ ემზარ კვიციანის მიმართ დაგეგმილი იყო ანგარისწორება. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე აღძრული საქმე შეწყდება, რადგან დანაშაულის ნიშნები საქმეში არარშებობს.  “როდესაც ადამიანს თავს ესხმიან, მას აქვს უფლება თავდაცვის. ამ ადამიანის მიმართ იყო ანგარიშსწორების მოტივი. გამოძიება როდესაც დაგვიძახებს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. არანაირი საფუძველი, რომ ემზარ კვიციანს ბრალი წაუყენონ არ არსებობს. თქვენ…

მეტი...

“დე-ფაქტო არჩევნებში, გაიმარჯვა საოკუპაციო რეჟიმმა და სასტიკად დამარცხდა აფხაზი ეთნოსი”- ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს ბათილად ცნობს და არ აღიარებს. მისი თქმით, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, რაულ ხაჯიბმას გამარჯვება, შესაძლებლობას მისცემს რუსეთს, უფრო მეტად გაატაროს თავისი ინტერესები, ოკუპირებულ რეგიონში. როგორც ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რაულ ხაჯიბმას გამარჯვება, გამოიწვევს ეროვნულ შუღლს. მისი თქმით, არჩევნების გასაჩივრების შემდეგ, სასამართლო ან ახალ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ან დაიწყება გამოსვლები, რასაც მოჰყვება დესტაბილიზაცია. “არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპანტის დროებითი გამარჯვებითა და იმავე ოკუპანტის მეცადინეობით, ილუზიების ტყვეობაში მყოფი აფხაზი ხალხის დამარცხებით დასრულდა.…

მეტი...

“ეს იყო სუს-ის მიერ მოწყობილი” – კვიციანი პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ემზარ კვიციანი, პარლამენტის წინ მასზე თავდასხმის მიზეზად წინა დღეს გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს, სადაც, მისი თქმით, მან სუს-ი და მისი ხელმძღვანელი გააკრიტიკა. როგორც კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ინციდენტი სუს-ის მიერ იყო მოწყობილი. “ჩემი განცხადებების შემდეგ, სადაც მე სუს-ი და მისი ხელმძღვანელი გავაკრიტიკე, ეს ინციდენტი რომ მოხდა, ამას ერთმანეთთან ვერ აკავშირებთ? ეს იყო სუს-ის მიერ მოწყობილი. ჩემს მიერ დევნა არის ყველგან, სასამართლოდან, პროკურატურიდან, მათ შორის, ჟურნალისტებისგანაც. პარლამენტთან მოიყვანეს ცხვრები და იძახდნენ, ცხვრები ხართ, ვინც მთავრობას ხმა მიეცითო. მე მთავრობისთვის ხმა არ მიმიცია, რას მერჩოდნენ?! ჩვენი პოლიტიკური გუნდის…

მეტი...

“გოგო რომ ფალოსს გეძახის ეს ნორმალურია?” – კვიციანი პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე

“გოგო რომ ფალოსს გეძახის, ეს ნორმალურია? ამის შემდეგ იყო, რომ შემოვტრიალდი და ვაგინე. გამომიყვანეს მდგომარეობიდან და ვიგინებოდი, მაგრამ ხელი არავისთვის დამირტყამს”, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში” პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.  ემზარ კვიციანის მტკიცებით, აქციის მონაწილეებს დავალებული ჰქონდათ მასზე თავდასხმა.  ამასთან, დეპუტატი აცხადებს, მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა პოლიციელებმა და ჟურნალისტებმაც მიიღეს. “თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად, მე მათ ვიგერიებდი. ეს არის ეთიკა, როდესაც თავდამსხმელებთან ერთად ჟურნალისტებიც თავს მესხმიან. გამოვედი სასესიო დარბაზიდან, გამოვიძახე ტაქსი, რომ სახლში წავსულიყავი. რომ მივდიოდი, აქციის მონაწილეები დამხვდნენ წინ და უკან ხომ არ გამოვბრუნდებოდი?!…

მეტი...

დეპუტატი პარლამენტის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. მან განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. თავად დეპუტატი პარლამენტიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა, პარლამენტში ოფიციალურად აცხადებენ, რომ მიზეზი ბიზნესში დაბრუნებაა. „დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება. შესაბამისი განცხადებით, მან პარლამენტის თავამჯდომარეს უკვე მიმართა. შოთა შალელაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან“ სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს“, – ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ არსებული პარლამენტის ვადი ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი. შალელაშვილი ნაცვლად, პარლამენტის ახალ წევრს კი სწორედ…

მეტი...

“თქვენ გახდებით “ნატო”-ს წევრი”- ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ‘ნატო”-ს წევრი ქვეყნები როგორც, ანდერს ფოგ რასმუსენმა, თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, ის მხარს უჭერდა საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ის, რომ ამ ქვეყნებს მაპ-ი არ მიენიჭათ, არასწორი გზავნილი იყო რუსეთისთვის. „კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ეწურება. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა…

მეტი...

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ, ორი გამშვები პუნქტი, გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „მოსაბრუნსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა. სააგენტო “Res”-ის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ, დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.  შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პირველი ოფიციალური შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან გამართა.   პრემიერის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია.  მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.  ხაზი გაესვა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.  შეხვედრისას, საუბარი შეეხო, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოების და…

მეტი...