“სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობა დაიგეგმა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ” – ზაზა სარალიძე

“დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაიგეგმა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ”, – ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებას. მისი თქმით, დავით სარალიძის სახელის განადგურებას პირველივე დღეებიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, კონკრეტულად ბაბუა, ბორია კაკუბავა, დავით სარალიძის მკვლელების ხელის დაფარებასა და მტკიცებულებების განადგურებაში ასევე მონაწილეობდნენ, მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, მამა, ძმა, ბიძა და ასე შემდეგ. “2017 წლის 1 დეკემბერი, დაახლოებით 13 საათი. ა.ს. ურეკავს დასახმარებლად მიხეილ კალანდიას,მიხეილ კალანდია თავის მხრივ აგროვებს ეგრეთწოდებულ საძმოს და წინასწარ გეგმავენ სად უნდა წავიდნენ, რა იარაღი უნდა წაიღონ და…

მეტი...

რომელ ახალ საგნებს ისწავლიან სკოლაში სექტემბრიდან მოსწავლეები?

სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლაში ახალი საგანი ,,მოქალაქეობა“ დაემატებათ. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ახალი საგნის ფარგლებში მე-7 კლასელი ბავშვები, ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, დასავლურ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა საკითხებს გაეცნობიან. “მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. ბავშვები გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში…

მეტი...

“ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება არის მშვიდი და სტაბილური” – თამარ ხულორდავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას ცნობით, ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება მშვიდი და სტაბილურია. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა. „ჩვენთვის უმთავრესია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს და არც ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა“, – განაცხადა დეპუტატმა. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საქართველოს…

მეტი...

“პროვოკაცია მიმართულია ჩვენს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ” – მედოევი

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მედოევის თქმით, საქართველოს მთავრობას ამ საბადოების გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი. „როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა, ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ, მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია ტალკისა და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ, ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტისა და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებსა და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს…

მეტი...

“ჩემი დამოკიდებულება იმ ჯგუფის მიმართ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს არსებული პოლიტიკით, კრიტიკულია” – გია ჟორჟოლიანი

“ჩემი დამოკიდებულება იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს საქართველოში, ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკით, არის კრიტიკული”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ ლიდერად, პასუხად განაცხადა.  როგორც ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, იმ პოლიტიკას, რომელსაც ბიზნესმენები ადგანან, ის მხარს არ დაუჭერს.  “პიროვნულად არავისზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მაგრამ ეს პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ბანკები სრულად უნდა აღმოჩნდნენ რეგულაციებში.  სამომხმარებლო კრედიტებით მიღებული შემოსავლები არ შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი შემოსავალი ქვეყანაში. სექტორი უნდა განვითარდეს, ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა, თან ისე,…

მეტი...

“არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!” – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან ჭორები მათ სიკეთეს არ მოუტანს. „პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო, ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება! სოფელ უისტას მცხოვრებლები უსაფრთხოდ არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი. უფროსი შვილის გარდა, ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მეტი...

ავარია ქვემო ქართლში – დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.  შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

მეტი...

“რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება” – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

საქართველოში, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს. „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ უგულებელყოფას განაგრძობენ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

მეტი...

გარდაბანში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა -„ქართული ფრინველი“ ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,100,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა. უწყების ცნობით, ფერმა დღეში საშუალოდ 15,000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. “სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და…

მეტი...

“მიხეილ კალანდია საპყრობილეში მსხვერპლად გამწესებული ახალგაზრდაა“, – ადვოკატი 

„მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული საქმის მასალებისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების სრული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია არის მმართველი პოლიტიკური ძალისა და მასთან სასარგებლო ალიანსში მოკალათებული, საქართველოს პარლამენტის მოჩვენებით ოპოზიციად ქცეული ე.წ ევრონაცების ერთობლივი პროექტის შედეგად, საპყრობილეში მსხვერპლად გამწესებული ახალგაზრდა, რომელსაც მხოლოდ შეუსრულდა 18 წელი“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ ადვოკატი ზურაბ თოდუა.  ადვოკატი იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმრად ითვლება. „1. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ პირდაპირ გასცა მითითება მიხელ კალანდიას მიმართ დევნის დაწყების შესახებ (ამ დროს ეს უფლება მხოლოდ პროკურორის დისკრეციაა); 2.…

მეტი...

“ველით, რომ ყველა მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს თავის გავლენას, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია“ – საფრანგეთის საელჩოს განცხადება

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას. „ვითარება ჩორჩანას გარშემო, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შეიარაღებული სუბიექტების უშუალო სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

“თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით” – რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

“ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელთაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი სერიოზულად არის შეშფოთებული სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან დაძაბულობის ესკალაციით.  „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის არაერთხელ ნათქვამი უარის ფონზე. დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინერულ აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ისინი მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება, როგორც…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უსაფრთხოების დაცვას ემსახურება” – უკრაინის ელჩი

უკრაინამ შეშფოთება გამოხატა და დაგმო სოფელ ჩორჩანათან განვითარებული მოვლენები. საქართველოში უკრაინის ელჩის, იჰორ დოლჰოვის განცხადებით, კითხვები ვერ იარსებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე, რადგან ეს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ემსახურება „ეს არის ჩვენი მეზობლის აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირება. კითხვები ვერ იარსებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე, რადგან ეს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის ბლოკპოსტია, არაფერი სხვა. რუსები არ ჩერდებიან, აგრძელებენ სამხედრო ყოფნის ზრდას. საქართველოს ნაბიჯი კი კანონიერია და გადადგმულია უსაფრთხოების დასაცავად. რასაც ვუცქერთ, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან“, – აცხადებს ელჩი. მისი თქმით, უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველომაც ამ…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან და იმუშაონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მეშვეობით შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად. ამას გარდა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მეტი...

“ექსპერტები ლარის კურსზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით ექსპერტებს თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან და ფულის აგრეგატებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ეროვნული ბანკის განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. “ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე. ამ საკითხზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გაავრცელა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებული მონეტარული პოლიტიკის მქონე ყველა სხვა ქვეყანაში, ფულის მიწოდება ხდება ავტომატურად ფულზე მოთხოვნის მიხედვით. ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ…

მეტი...

“ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას” – ჯიოევი

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო “პრეზიდენტის” სრულფასოვანი წარმომადგენელის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული მხარე დათმობაზე არ წამოვიდა, ამიტომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.  ჯიოევის თქმით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ჩარჩოებში. ჯიოევის განცხადებით, ქართველებმა ამ პოსტის არსებობა სოფელ წნელისის თავზე არის ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს. „ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს – ეს ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე ჯერ არ წამოვიდა დათმობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პოსტის განთავსების თაობაზე მათი არგუმენტები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ საქმე, როგორც ისინი ამტკიცებენ, სოფლის…

მეტი...

საქართველოს საპირწონედ, ბლოკ-პოსტს დე-ფაქტო რეჟიმიც გახსნის

სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს  ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალების შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. დე-ფაქტო რეჟიმმა ახალი ბლოკ-პოსტის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ქართული მხარე  აცხადებს, რომ პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია. პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან, სხვადასხვა ტექნიკით, ოკუპანტების გადაადგილება შეინიშნება. მიუხედავად უშედეგო შეხვედრისა, მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ჩაინიშნა. „პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია. ამის მიუხედავად, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს და მიღწეულ იქნას შეთანხმება. შევთანხმდით, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ“ – აცხადებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ანთაძე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით კი სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს…

მეტი...

“საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს” – ვლადიმერ ბორცვაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებენ.  როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგა კონსტრუქციულ, მშვიდ რეჟიმში ყოველგვარი გართულებების გარეშე. „დღევანდელ შეხვედრაზე არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. პირველივე და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ჩვენს კითხვებზე, რომელიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს – უსაფრთხოების დაცვას. მათ თქვეს, რომ ამ საგუშაგომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბორცვაძემ.…

მეტი...

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც ერთ ლარად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ერთ ლარად შეიძენენ. შესაბამისი ცვლილებები პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა. ასევე შეღავათები უკვე ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით  პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების  ერთ ლარად შეძენა შეუძლიათ. “მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად…

მეტი...

“დე-ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯებზე შეთანხმდნენ” – კახაბერ ქემოკლიძე

ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციისკენ. „შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულ გარემოში წარიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა…

მეტი...

„პროვოკაცია, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო საშუალებით“ – ცხინვალის ე.წ პარლამენტი

„ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით“, – ვკითხულობთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აფასებს როგორც აგრესიის დაუფარავ აქტს, რომელიც მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. „საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტების საქმიანობის უცვლელი შემადგენელია. საქართველოს პროვოკაციული ქმედებების მხარდამჭერ აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნებს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ჩვენი პარტნიორები ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად არიან ინფორმირებული” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია, შესაძლებლობა არ მივცეთ იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებში, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. „გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი…

მეტი...

“კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას” – დე ფაქტო ხელისუფლების მორიგი ულტიმატუმი

„სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ქართულ მხარეს მორიგ ულტიმატუმს უყენებს და პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. წინააღდეგ შემთხვევაში კი იმუქრება. დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, ქართული მხარის ქმედებებმა, შესაძლოა,  მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო, ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ“, – აცხადებენ დე ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

მეტი...

ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს. “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, – ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.

მეტი...

„მამუკა ბახტაძის ზურგს უკან გადაწყვეტილებებს არავინ მიიღებს“ – სიმონ ნოზაძე სამთავრობო ცვლილებებზე

დეპუტატ სიმონ ნოზაძის შეფასებით, სამთავრობო ცვლილებები საჭიროა, თუმცა, ის ფიქრობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებას, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ზურგს უკან არავინ მიიღებს. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.     „2010 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მრავალი თვალსაზრისით, საფუძველი უნდა ჩაეყაროს მრავალპარტიულ სისტემას, უნდა არსებობდეს კოალიციური მთავრობა. ვემხრობი იმ აზრს, რომ იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ისარგებლებს პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ სრული ნდობით და განახორციელებს იმ გეგმას, რასაც პარტია 2020 წლისთვის შესთავაზებს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ცვლილებები განსახორციელებელია. პირადად, ამ პროცესების მონაწილე არ ვარ. ბატონო მამუკა დარჩება თუ არა ვერ გეტყვით. ის მნიშვნელოვან ფიგურაა…

მეტი...

“ჩორჩანას საბადო ჩვენს მხარესაა და რუსეთს არავინ დართავს ნებას, ხელში ჩაიგდოს” – სიმონ ნოზაძე

„ულტიმატუმის ენით საუბარი გაუმართლებელია და, რა თქმა უნდა, ამ მას ქართული მხარე არ განიხილავს“, – აღნიშნულია შესახებ ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოსური მხარე თავის პოზიციას შეარბილებს და საერთო ენას გამონახავს ქართულ მხარესთან. „ახლა, ჩემი ჩასვლა სოფელ ჩორჩანაში ზედმეტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კომისია მუშაობს. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც სოფლის მოსახლეობას გადაუკვეთავს მათ მიერ დაფიქსირებული ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორია და ისინი დაუკავებიათ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არცერთი დაკავებულისთვის და ისინი, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, გაუთავისუფლებიათ“,…

მეტი...

„მრეწველები“ კოალიციაში ყოფნას ისევ „ქართულ ოცნებასთან“ გეგმავენ

პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიცია ისევ „ქართულ ოცნებასთან“ ექნებათ. აღნიშნულ საკითხზე დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, პარტიები არჩევნების წინ გავერთიანდეთ და შევქმნათ კოალიცია.  ჩენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, სწორედ „მრეწველების“ სიით ვიყრი კენჭს. ვვარაუდობთ, რომ მოზრდილ დეპუტაციას შევიყვანთ პარლამენტში და თუ ჩვენი პროგრამა დაემთხვევა იმ პარტიების პროგრამას, რომლებიც გადაწყვეტენ კოალიციის შექმნას, არ გამოვრიცხავ, კოალიციის წევრ გავხდეთ. „ქართულ ოცნებასთან“ შეგვიძლია თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, რადგანაც ბევრ რამეში გვაქვს თანხვედრა და 2012 წლიდან ინტენსიურად…

მეტი...

“სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ, ამით ძირეული პოლიტიკა ვერ შეიცვლება” – გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან, მისი თქმით, ამით ძირეულად ვერ შეიცვლება ის პოლიტიკა, რომელსაც “ქართული ოცნება” წარმართავს. როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნების” ამოცანაა, წესრიგის პირობებში სტაბილურად მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე.  “​სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ. მე არ ვფიქრობ, რომ სამთავრობო ცვლილებებით ძირეულად შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელსაც წარმართავს „ქართული ოცნება“. არ მგონია, რომ ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციაზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, წესრიგის პირობებში, სტაბილურად მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე. პოლიტიკის ძირეული მიზანი უნდა გახდეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობა და არა ბანკირებისა…

მეტი...

“ნამდვილად იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ” – ჟორჟოლიანი მოსამართლეთა დამტკიცებაზე

„ჯეჯერობით, მოსამართლეთა 20 კაციან სიას არ ვიცნობ და მაშინ გავეცნობი, როცა პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. მაქვს მოლოდინი, რომ იქ ნამდვილად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენგან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, თუმცა, ის, რომ არც ერთმა კანდიდატმა დაიმსახუროს დეპუტატთა ნდობა, ასე არ იქნება“, – ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, რის მიხედვით გააკეთებთ ის არჩევანს, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ პროფესიონალიზმის, საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტისა და მორალური პრინციპების მიხედვით. “გააჩნია, რა ინფორმაციას მივიღებთ კანდიდატებზე, მათ მორალურ პრინციპებზე, პროფესიანალიზმზე, საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტის შესახებ. მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ვერ მიიღებს…

მეტი...

„მთავრობა მკაფიოდ არ ხსნის, რაშია საქმე“ – გია ჟორჟოლიანი ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებზე

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ძირეულადაა შესაცვლელი პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობა მკაფიოდ არ ხსნის, რაშია საქმე და დაგვიანებულად რეაგირება. „ყველა ძალისხმევა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დამკვირვებლების ჩართულობით, პირდაპირი დიალოგის გაგრძელებით, უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ ინციდენტს თავი ავარიდოთ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მთავრობა შეხვედრებზე დღის წესრიგში საკმარისად არ აყენებს საქართველოს საკითხს, მმართველი გუნდი კი პირიქით, ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილება. ეს არის ერთნაირი პოლიტიკა. გამოსავალი, ძირეულად პოლიტიკის შეცვლაა. უნდა…

მეტი...

საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოსა და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და…

მეტი...

აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში კი, დარეკონ ცხელ ხაზზე. „დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ 1-2 სექტემბრის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდიდან – www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498“,- აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში. ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარება გამოაცხადეს. მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროს რამდენიმე დღეში დაატყდება თავს.  ამასთან, ქარიშხალ „დორიანის“ გაძლიერების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა.

მეტი...

რუსეთის ულტიმატუმის მიუხედავად, ქართული საგუშაგოს გაუქმება არც განიხილება

რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის წამოყენებული ულტიმატუმი, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მხრიდან დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება. ულტიმატუმის ვადა დღეს გამთენიისას, 06:00 საათზე ამოიწურა, საგუშაგოს მშენებლობა კი დასრულებულია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დიპლომატები დაა საერთაშორისო ორგანიზაციები კარგად არიან ინფორმირებულები, რომ სოფელი ჩორჩანა საქართველოს ტერიტორიაა. „ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ. ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მედიას, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე. ყველაზე მთავარი ახლა არის სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა როგორც…

მეტი...

„ბავშვი შეიძლება მაწანწალა ძაღლმაც დააზიანოს და ძაღლი უნდა დავსაჯოთ?“ – პეკინზე, ბავშვის დაჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

რამდენიმე დღის უკან, თბილისში, პეკინის გამზირზე 3  წლის ბავშვის დაჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასჯა არ შეიძლება. ადვოკატის მტკიცებით, ეს იყო შემთხვევა რომელიც შეიძლება ქუჩაში ნებისმიერს დაემართოს, თუნდაც, მაწანწალა ძაღლის მხრიდან.   “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამარ საძაგლიშვილი იყო პეკინზე და ათვალიერებდა მაღაზიებს. მას დანა არ ჰქონია და საერთოდ არ იცის საიდან გაჩნდა დანა.  მისი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება არ ახსოვს, რომ დანა ჰქონდა. საძაგლიშვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. ბავშვი დაზარალებულია, მაგრამ ბავშვი ასევე შეიძლება დააზარალოს ქუჩაში მაწანწალა ძაღლმა, ამ შემთხვევაში…

მეტი...