გორის ციხიდან მოზარდი გადმოვარდა

გორის ციხიდან 17 წლის მოზარდი გადმოვარდა.

არასრულწლოვანი გორის სამედიცინო ცენტრ “გორმდეშია” გადაყვანილი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები