“სირცხვილიამ” აქციის მონაწილეებს მანიფესტი გააცნო და აქციები შეწყვიტა

მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზატორებმა, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მანიფესტი წარუდგინეს.  “შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს; იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ “გავრილოვის ღამის” დაკავებულებსა და დაზარალებულებს; შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ; შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა. ორგანიზატორების თქმით, ისინი ხვალიდან მობილურ პროტესტზე გადადიან და ყველა იმ ადგილას გამოჩნდებიან, სადაც პრემიერი გიორგი გახარია მივა. ამასთან, მათი თქმით, ყოველი თვის 20 რიცხვში ისინი…

მეტი...

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“ – ვოლსკი

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. „მინდა მივმართო აფხაზებსაც და ოსებსაც, ვინც რჩებიან საოკუპაციო ხაზს იქით – ჩვენ არანაკლებ განვიცდით თქვენს მდგომარეობას, ვიდრე იმ ადამიანებისას, რომლებიც საოკუპაციო ხაზს აქეთ დარჩა. მიუხედავად იმ მწვავე დაპირისპირებისა, რაც ომის პერიოდში მოხდა, მიუხედავად იმ სისხლისღვრისა, ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს კავკასიური სოლიდარობა, ტრადიცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. ვოლსკის თქმით, მისასალმებელია სავალან მირზოევის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და მათი ჩართვა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში. „ენობრივი ბარიერის გარდა, კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, თუნდაც განათლების ხარისხი. ამაზე ზრუნვა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღებიდან და სახელმწიფო მინისტრის სტატუსი, მისი აპარატი, მისი მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების კოორდინაცია მოახდინოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტი...

პარლამენტთან, “სირცხვილიას” აქციას მამუკა ხაზარაძე შეუერთდა

პარლამენტთან, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც იმყოფება. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სწორედ 20 ივნისის მოვლენებმა მიაღებინა მას გადაწყვეტილება, გამოსულიყო ამ აქციაზე. „ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა გამოგვაფხიზლეს, შემოჰკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია – მე პირადად და ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი…

მეტი...

“თქვენ ტერიტორიების 22% დაკარგეთ” – სიმონ ნოზაძე ოპოზიციას

„მე ამ მოხსენებას მცირე ანალიზს ვერ დავარქმევ. თქვენ ღრმად გაქვთ ყველაფერი გაანალიზებული და მე ამას მოველოდი, რა თქმა უნდა”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენებას პარლამენტში. ნოზაძემ ციხელაშვილს სამშვიდობო ინიციატივა, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” მოუწონა და აღნიშნა, რომ ის წარმატებით მუშაობს. “ერთი მხრივ, გვყავს 129 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებიც ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ; მეორეს მხრივ, სამჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ე.წ. მესაზღვრეები აკავებენ აქეთ გადმოსვლის დროს“, – განაცხადა ნოზაძემ. სიმონ ნოზაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. მან ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა. „თქვენი მცდელობები, რომ თავს მოგვახვიოთ თქვენი დანაშაული, განწირულია. თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. თქვენ ტერიტორიების 22% დაკარგეთ, მართალია დროებით, მაგრამ დაკარგეთ და ახლა გინდათ, რომ ეს პროცესი დაგვაბრალოთ ჩვენ“,- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მეტი...

ხვალ ჟიული შარტავას სახელობის ალპინიადა იწყება

ხვალ, 21 სექტემბერს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა-2019 იწყება. ალპინისტები ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში დაბანაკდებიან. ჟიული შარტავას საზოგადოება-ეროვნული ერთიანობის ცენტრის თავმჯდომარის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, ალპინიადის  ფარგლებში გაიმართება როგორც სპორტული, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად, სხვადასხვა  ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც მიიღებენ. სახელოვან ალპინისტთა ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ალპინისტი,  ევერესტის მწვერვალის პირველი ქართველი დამპყრობი ავთანდილ ცინცაძე უხელმძღვანელებს, ყაზბეგის რაიონის ხდის ხეობიდან  „ყუროს ბანაკს“ ეწვევა, საიდანაც ჟიული შარტავას მწვერვალს დალაშქრავს და იქ მემორიალურ დაფას დაამონტაჟებს…

მეტი...

“არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას” – ედუარდ სააკაშვილი

“არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “სირცხვილის კორიდორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება – მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა(არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ“, – წერს ედუარდ სააკაშვილი “ფეისბუქზე”. მანამდე კი, სოციალურ ქსელში “სირცხვილის კორიდორის” გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის პოსტი: „მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა – ედუარდ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენების ფონზე განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა. მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი…

მეტი...

„ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლი, დევნილთა მდგომარეობა, შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ჩვენი ოპონენტების საფიქრალი თუ ქვეყნის ტერიტორიის დაბრუნებაა და არა ძალაუფლების, მაშინ ისინი სხვაგვარად მოიქცეოდნენ,“-  ეს  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  სამწუხაროა, რომ ხშირად, ეროვნული საკითხები შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული. „სიღარიბე და ოკუპაცია, ეს ის ძირითადი საკითხების, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ოკუპაცია უფრო მნიშვნელოვანია, რამეთუ, ის სიღარიბესაც ამწვავებს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლი, დევნილთა მდგომარეობა… დღეს, ჩვენ ამ თემებზე  ვსაუბრობთ და სამწუხაროა, რომ ხშირად, ეს საკითხები შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული.…

მეტი...

“დადგა დრო, ეს ჭუჭყი სოროსის სოროში შევრეკოთ და ჩავრეცხოთ” – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე საზოგადოებას მიმართავს დაირაზმოს და ჩასარეცხი ჩაირეცხოს. „ნაცები, ბოკერიას ნაცები, ხაზარაძის ლელო, რესპები და სხვა წვრილ-წვრილი მოღალატეები, მთელს სოროსის არასამთავრობოებთან და პარლამენტის წინ “მობირჟავე” ბასიან-გალერის ნარკომან-ბომჟებთან ერთად შეიყარნენ რუსთაველზე, თუმცა 1000 კაცზე მეტი მაინც ვერ მოაგროვეს! ახლა, რა უნდა ქნას ქართველმა ერმა? როდემდე უნდა უყუროს ამ პოლიტიკური ნაგვის თარეშს რუსთაველზე? დადგა მეგობრებო დრო, რომ საზოგადოების ეს ჭუჭყი სოროსის სოროში შევრეკოთ და ჩავრეცხოთ! მეტის მოთმენას აღარ ვაპირებთ!“ – აცხადებს ბრეგაძე. ცნობისთვის, ამწუთებში პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მსვლელობით შეუერთდენენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები…

მეტი...

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. “მედიაცენტრი მთავარი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. „მერიდიანი” ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები. „მერიდიანს“ და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება, როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით – მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და…

მეტი...

“არ მგონია, თქვენ ამ სფეროში ამდენი სალაპარაკო გქონდეთ” – ციხელაშვილი სამადაშვილს

“საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აქამდე არ გადადგმულა, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით”, – ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას, რომელიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას შეეხებოდა, სანქციების დაბლოკვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ციხელაშვილმა 2008 წლის კონფლიქტის დროს დაღუპულთა სტატისტიკა მოიყვანა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს. „თქვენ თქვით, 43 ადამიანი დაიღუპა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ალბათ, გულისხმობდით 2008 წელს 412 ადამიანი რომ დაიღუპა და პლუს ოთხი ადამიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერ ერთი, ეს მსხვერპლი არის უბედურება და…

მეტი...

“პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა  და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშილი რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვსა და კითხვებს არ ბადებს. “რამზან ახიადოვი ტერორისტია, დადასტურებულია, რომ ის ISIS-ის მებრძოლი იყო. ქართულმა მხარემ  შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნაკისრი აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით. ახიადოვი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი  ცირკულარით და ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ არის დაცული – ეს ყველაზე უკეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის. ამ კაცის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაში მათ რომ რაიმე ტიპის საფრთხე დაენახათ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდა ინტერიმს, ანუ დროებით ღონისძიებას ექსტრადაციის შესაჩერებლად. რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ე.ი. ახიადოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია”, – აცხადებს სესიაშვილი. რაც შეეხება ოპონენტების პრეტენზიებს, სესიაშვილი აცხადებს, რომ სასაცილო და სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი და ფეხქვეშ გამთელავი პოლიტიკური ძალის…

მეტი...

“არაერთხელ მითქვამს აფხაზებისთვის, რომ ის, რაც გალის რაიონში ხდება, მათ ხელს არ აძლევს” – ქეთევან ციხელაშვილი

“არაერთხელ მითქვამს აფხაზებისთვის, რომ ის, რაც გალის რაიონში ხდება, მათ ხელს არ აძლევს, რადგან ქართული ენის ამოძირკვით ვერ მოხდება მათი იდენტობის ამოძირკვა”, – ამის შესახებ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართული ენის, რუსულით ჩანაცვლების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში დღის წესრიგში მუდმივად დგას. “ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ერთ-ერთი მთავარი თემაა. მე პირადად, 14 რაუნდი მაქვს ჩატარებული ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და არაერთხელ მითქვამს აფხაზებისთვის, რომ ის, რაც გალის რაიონში ხდება, მათ ხელს არ…

მეტი...

რა სიახლეები შევა “ბავშვის უფლებათა კოდექსში”, ცნობილია

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.  როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული: ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები. კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს. ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრუნველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ…

მეტი...

“სადგურის მოედნისა” და “სარაჯიშვილის” მეტროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

“სადგურის მოედნისა“ და “სარაჯიშვილის” მეტროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის აუცილებელ კვლევით სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. „მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს თბილისის მეტროპოლიტენის მეტროსადგურების ვიზუალური და ინსტრუმენტალური კვლევითი სამუშაოები, მათ შორის მიმწოდებელმა აუცილებლად უნდა განახორციელოს: წინასწარი ვიზუალური კვლევა: შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციების დაზიანებების გამოვლინება; ხილული დეფექტების და დაზიანებების გამოვლენა და ფიქსირება; კონსტრუქციების დეფექტური და დაზიანებული ადგილების ფოტოფიქსაცია; აღმოჩენილი დეფექტების ზომების განსაზღვრა, ნახაზ-სქემებზე დეფექტების ადგილმდებარეობის მონიშვნა; დეფექტების და დაზიანებების სქემებისა და უწყისების შედგენა,“ – აღნიშნულია დოკუმენტაციაში. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 138 ათასი…

მეტი...

14 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი გახდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი საშიში ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი” გახდა. 14 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს სკოლის მოსწავლეები. ამოღებულია მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი და ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მეტი...

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვები მოიჭრება

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარიული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი.  მიუხედავად მიღებული ზომებისა,  ფიჭვებზე გავრცელებული დაავადება პროგრესირებს, ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება მათი ახალი, დიდი ზომის ნერგებით სასწრაფოდ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.  30 სექტემბრიდან, სანიტარიული ჭრებისა და ახალი ნერგების დარგვის გარდა, თამარაშვილის ქუჩაზე დაიწყება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების ღონისძიებები, გამწვანებულ შუაგამყოფ ზოლში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები,  ნოყიერი ნიადაგის შეტანა და ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახის დათესვა. 

მეტი...

ბიზნესომბუდსმენი, მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში წარმოგენილი ცვლილებები შესასწორებელია

“შრომის კოდექსში  წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში”, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები,  არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ. მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ჩართულია შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები. „ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კანონის პროექტში ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები…

მეტი...

რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განხორციელდა

2019 წლის 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ ტერორისტული დანაშაულებისათვის ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქის, რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განახორციელა. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის წერილობითი სამართლებრივი გარანტიების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. “რამზან ახიადოვის ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას, ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ტერორიზმის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრიორიტეტი, ინტერპოლის წინაშე არსებული ვალდებულებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სტანდარტი”, – ნათქვამია განცხადებაში იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამზან ახიადოვი შეიარაღებული ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აწარმოებდა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას. ასევე, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე…

მეტი...

“მაკო გომურთან როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“ – გიორგი გახარია

“სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის შეფასებისას განაცხადა როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. „მათი დამზიანებლები არიან დაკავებული. გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული. ეს გამოძიების ნაწილია. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.

მეტი...

„თარაშ მუკბანიანს იარაღის ტარების უფლება 2-ჯერ ჰქონდა შეზღუდული“ – შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი

ხმაურიანი შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, ერთ-ერთი შეწყალებულის, რამაზ დევაძის ადვოკატი აცხადებს, რომ შეწყალებულ რამაზ დევაძეს თარაშ მუკბანიანი განზრახ არ მოუკლავს. მისივე შეფასებით, დევაძე მომხდარს ძალიან განიცდის და მისი მცირეწლოვანი შვილებისთვის მაქსიმალურს შეეცდება. შეწყალებული რამაზ დევაძის საქმეზე ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა და ვიდეოკადრებში აღბეჭდილი საქმის ქრონოლოგიაც მოუყვა. თეონა ქორიძე: „ეს უბედური შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში 2014 წელს მოხდა. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც საქმეში დევს,  წერია, რომ  კლუბში მყოფი თარაშ მუკბანიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაახლოებით, ერთი ლიტრი არაყი ჰქონდა მიღებული. მას, მსგავსი შემთხვევის, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის იარაღი ორჯერ…

მეტი...

„შეწყალებაზე კომუნიკაცია უშუალოდ პრეზიდენტთან გვქონდა, მან იცოდა, რას აწერდა ხელს“ – რამაზ დევაძის ადვოკატი

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ადრეც უნდა მომხდარიყო. ადვოკატმა თეონა ქორიძემ, მომხდარ უბედურ შემთხვევაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა მიიღო. „შარშან, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მივმართეთ. გვითხრეს, რომ ცოტა დაგვეცადა და მომდევნო წელს შეგვეტანა განცხადება. როცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მივმართეთ, მივიღეთ თანხმობა და ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ, მომხდარი ამბავი სწორად და ისე მივიტანეთ პრეზიდენტთან, როგორც ეს რეალურად იყო და რაც კადრებშიც კარგად ჩანს. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ეს იყო გაუფრთხილებლობით…

მეტი...

„ეს იყო უბედური შემთხვევა და ადრეც უნდა შეეწყალებინათ“ – რამაზ დევაძის ადვოკატი

„უბედური შემთხვევა, რომელიც საზოგადოებამ და საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა კრიმინალად შერაცხეს. ვინც კადრები, ვიდეომასალა ნახა, ყველა დარწმუნდა, რომ ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა. ეს იყო უბედური შემთხვევა, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და კარგად ჩანს, როგორ ართმევს რამაზ დევაძე თარაშ მუკბანიანს იარაღს, რომელიც კლუბში უმისამართოდ ისროდა“ – აღნიშნული განცხადება თარაშ მუკბანიანის მკვლელობის საქმისთვის შეწყალებული მოჭიდავის, რამაზ დევაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ადვოკატმა თეონა ქორიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რამაზ დევაძეს 2 ბრალი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, სასამართლომ ერთი მოუხსნა. „პროკურატურამ, რამაზ დევაძეს 2 ბრალი წარუდგინა. ერთი – განზრახ მკვლელობა, მეორე – ხულიგნობა. სასამართლომ ბრალდებული…

მეტი...

რამაზ დევაძე, თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს

ვარკეთილში, თარაშ მუკბანიანის სულის საპატივცემლოდ, მოჭიდავე რამაზ დევაძე ეკლესიას აშენებს. ტაძრის მშენებლობა უკვე დაწყებულია. კედლები ამოყვანილია და მისი გადახურვა დაიწყო. ტაძარი გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის სახელობის იქნება და „ყოველთა წმიდა“ ერქმევა. როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რამაზ დევაძე მტკივნეულად განიცდის მომხდარ უბედურ შემთხვევას და მომხდარს ინანიებს. შეგახსენებთ, 2014 წელს ბათუმში, ერთ-ერთი კლუბში მომხდარ დაპირისპირებას თარაშ მუკბანიანი ემსხვერპლა. მას, საკუთარი იარაღიდან გავარდნილი ტყვია მოხვდა, რომელიც მას ცნობილმა და წარმატებულმა მოჭიდავე, რამაზ დევაძემ მაშინ წაართვა, როცა მუკბანიანი კლუბში უმისამართოდ ისროდა. რამაზ დევაძე, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა. რამაზ დევაძე აპირებს ისევ…

მეტი...

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

დაბა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის  ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგება და განახლდება ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი, ისტორიული მუზეუმის შენობა და ალექსანდრე ყაზბეგის ბიძის, ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი.  პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს “იკორთა 2007” მიმდინარე წლის შემოდგომას დაიწყებს.  მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მეტი...

სამეგრელოს რეგიონში თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო  საწარმო ამოქმედდა.  საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის – 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში,  ყოველწლიურად, დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. იგეგმება წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, რეგიონში თხილის გამრჩევი, საშრობი და სასაწყობო (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისი თხილის მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ  მაღალი ხარისხისა და შესაბამისად, მაღალი ღირებულების მოსავალი.  „სოფელ კოკში გახსნილი ახალი…

მეტი...

ბავშვების პორნოგრაფიაში დები, მათი სიძე და სკოლის მასწავლებელიც იყო ჩართული

სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის სასამართლო დღეს გაიმართება. დანარჩენი ოთხი დაკავებულიც პატიმრობაში იმყოფება. პორნოგრაფიის უკანონო დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ორგანიზებული ჯგუფის 11 წევრიდან, 3 ადამიანი  ერთი ოჯახის წარმომადგენელია. მათგან  ორნი დები არიან, ერთი კი მათი სიძე. ისინი გორის რაიონის სოფელ ზეხდულეთიდან არიან. კიდევ ერთი დაკავებული, ამერიკის მოქალაქე ამ სოფლის სკოლაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. სწორედ ის უღებდა ბავშვებს პორნოგრაფიულ ფოტოებს. დაკავებულთა ოჯახის წევრები ბავშვებისთვის ფოტოების გადაღებაში გარყვნილებას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ამაში უმსგავსობა არაფერია. „ვიცოდით, რომ ბავშვებს ფოტოებს უღებდნენ.…

მეტი...

პორნოგრაფია ფულის სანაცვლოდ – მსხვერპლი ბავშვები მშობლებს დააშორეს და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ

8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა „ტრეფიკიორებისა“ და პორნო ბიზნესში ჩართულთა მსხვერპლი გახდა. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მსხვერპლი გოგონების მშობლები და ნათესავები ამ საქმისგან ფულს იღებდნენ. ისინი, საკუთარ შვილებზე ფულს აკეთებდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვისთვის 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან როგორც ქართველი ბავშვების მშობლები, ისე უცხოელები, რომლებიც პორნოგრაფიულ პროდუქტს საზღვრებს გარეთ ყიდდნენ.   შსს-ში ადასტურებენ, რომ არასრულწლოვანი გოგონების, მშობლები თანახმა იყვნენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ შვილებს პორნოგრაფიაში მიეღოთ მონაწილება. „ბრალდებულებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის…

მეტი...