“24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, ძლიერი საქართველო, ესაა ის, რასაც ერთად უნდა ვემსახუროთ“ – გიორგი გახარია

“მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა.

„თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა ამის შემდგომ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომში უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო.. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ ომი არაა გამოსავალი, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ესაა ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები