ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები. პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და პარლამენტის წევრები.

მეტი...

“თუკი არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა, რაც ვიცი, საჯაროდ ვიტყვი” – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, აცხადებს, რომ საპატრიარქოს ბევრი რამის გასაჯაროვება არ უნდა, სწორედ ამიტომ არ იწყალებენ დეკანოზს. თორნიკე მამალაძე წმინდა სინოდზე დასწრებას ითხოვს, რათა მან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს. “რადგან ჩემ ძმას არ ათავისუფლებენ, იმ ინფორმაციები გამო, რაც მან იცის, ვიტყვი, რომ მეც ვფლობ ამ ინფორმაციებს. თუკი არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა, იძულებული გავხდები, რომ ეს საჯაროდ ვთქვა”, – განაცხადა მამალაძემ. მისივე ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მეტი...

“რატომ აქვთ პროტესტი, ვერ გავიგე” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დევნილების პროტესტს ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტროს წინ მიმდინარე დევნილთა აქციას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური  გამოეხმაურა. “ზუსტად მათ გადაეცემათ ის ფართები, რომელიც ახლა არის გადასაცემი თბილისში, 960 ბინაა და რატომ აქვთ პროტესტი, ვერ გავიგე. გამჭვირვალობა არსებობს, კრიტერიუმები არსებობს, შესაბამისად, თუ ამ კრიტერიუმებს ისინი აკმაყოფილებენ, მიიღებენ ბინას,”- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. შეგახსენებთ, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 13 დღეა დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მეტი...

ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობა” დავით ზალკალიანისგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს. კერძოდ, დეპუტატებს აინტერესებთ, თუ რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა სერგეი ლავროვთან, კონკრეტულად რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკების როგორც დანიშვნა, ასევე მისი შედეგები. პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე თვლის, რომ ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ საქართველოსთვის წამგებიანად დასრულდა. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავას განცხადებით კი, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი…

მეტი...

“ჩვენ ავასრულებთ შენს ოცნებას” – ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა

ატოცში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. როგორც მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, შემთხვევა მოულოდნელად მოხდა.  “გიორგი დეკანოსიძე. დეკანა. კაცი შევარდნაძის დროს პოლიციელებმა ისე სცემეს, ეტლიდან ვერ დგებოდა. იბრძოლა და ადგა. ადგა იმიტომ, რომ 2017 წლის 30 ივლისიდან ჩართულიყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის რიგებში. კაცი, ვისთვისაც საქართველო ყველაზე დიდი სიყვარული იყო. დღეს დილით, გამთენიისას, ატოცში, დეკანა წავიდა. დეკან, ჩემო ძმაო, გპირდები, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ავასრულებთ შენ ოცნებას. მშვიდობით ძმაო. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. ძალა ერთობაშია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში. დავით ქაცარავას ინფორმაციით, გიორგი დეკანოსიძე…

მეტი...

ვარკეთილში, ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, დილიდან სპეციალისტები და 112-ის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ოჯახებმა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ, ღამე სასტუმროში გაატარეს. რაც შეეხება კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, უკვე გამაგრდა რამდენიმე სართულის კიბეები. ადგილზე იმყოფებიან გამგეობის წარმომადგენლებიც. სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის განცხადებით, კორპუსის გამაგრების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, საძირკვლების გამოკვლევის შემდეგ, მისი კარკასული გამაგრება დაიწყება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა სახლებში შეძლებს დაბრუნებას.  ცნობისთვის, თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

დევნილები, რომლებიც რამდენიმე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ, შიმშილობას აანონსებენ.  დევნილებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, თუ მათი მოთხოვნა 24 საათში არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან უწყების შესასვლელს გადაკეტავენ და თანამშრომლებს შენობაში არ შეუშვებენ. მათი მთავარი მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა. ისინი უკვე მეცამეტე დღეა ქუჩაში დგანან და სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ. ამ თემაზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. 

მეტი...

ქუთაისში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქუთაისში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წყალი შევიდა სახლებში, საავადმყოფოში, სასტუმროსა და მაღაზიებში.  ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები დროულად არ რეაგირებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქალაქიდან ასამდე გამოძახება შევიდა. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია ყველა ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნობა, დაითვლიან ზარალს. მისი თქმით, ქალაქში სანიაღვრეების და  საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლებია არსებობს და ამ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მეტი...

“ერთ უბედურებას მეორე უბედურება დაემატა“ – ჭავჭავაძეზე დატბორილები დახმარებას ითხოვენ

განადგურებული საკანცელარიო ნივთები და ინვენტარი, მწყობრიდან გამოსული ტექნიკა- კარტრიჯები, პრინტერები, გადასაყრელი წიგნები, ლიტერატურა, საღებავები თუ წვრილმანი ნივთები – ეს ის შედეგია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებს მოუტანა. ყველა საკუთარ ზარალს მისტირის და დახმარებას ითხოვს. აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ მცირე მოვაჭრეებს, რამდენიმე თვეა, ისედაც მძიმე ტვირთად აწევს ფართის გადასახადი, რადგანაც, გადათხრილი ჭავჭავაძის გამზირის გამო, იმ თანხასაც კი ვერ შოულობენ, რომელიც მხოლოდ ქირის დასაფარად იქნებოდა საკმარისი. ამ უბედურებას კი მეორე უბედურება დაემატა, რომელმაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. „იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე თვეა, გადათხრილია…

მეტი...