ჩხუბი პარლამენტში – ქალმა დეპუტატმა კაც დეპუტატს დაარტყა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ვანო ზარდიაშვილის მიერ ნათქვამმა შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა ეკა ბესელია მდგომარეობიდან გამოიყვანა და სახეში ხელი დაარტყა.

კომიტეტის თავმჯდომრე დავით მათიკაშვილმა დაცვის წევრებს მიმართა, ეკა ბესელია სასწრაფოდ გაეყვანათ დარბაზიდან. ვანო ზარდიაშვილს მისთვის ხელი არ შეუბრუნებია და ცინიკურად იცინოდა. კომიტეტის სხდომაზე კი ერთ საათიანი შესვენება გამოცხადდა.

მომხდართან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზარდიაშილმა მას შეურაცხმყოფელი სიტყვა უწოდა.  


https://www.youtube.com/watch?time_continue=129&v=l8ejk0VdDpQ

მსგავსი თემები