დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მეტად პრინციპული და კრიტიკული უნდა ყოფილიყო

“მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მეტად პრინციპული და კრიტიკული იქნებოდა, განსაკუთრებით, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი ტრიბუნა ამისთვის უნდა გამოიყენო” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ს ასამბლეაზე გამოსვლას აფასებს. ხუნდაძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონია ისეთი მკაფიო გზავნილები, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო კარგად აღიქვამდა ოკუპაციის პრობლემას საქართველოში. “გზავნილები იყო მნიშვნელოვანი. ის, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანი გაკეთებული; ევროინტეგრაცია; საგარეო მიმართულების ხაზიც მკვეთრადაა გამოკვეთილი, მაგრამ, ალბათ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, მეტი პრინციპულობა იყო საჭირო. მსგავსი ტრიბუნა იმისთვის უნდა გამოიყენო, რომ რეალური შედეგიდან შორს არ ვიყოთ. მართალია,…

მეტი...

“რთული იყო მთვარეზე გაფრენის ოცნების ახდენა, ახლა კი სხვა ოცნება გვაქვს” – სალომე ზურაბიშვილი

“რთული იყო მთვარეზე გაფრენის ოცნების ახდენა, ახლა კი სხვა ოცნება გვაქვს, ამბიციური გლობალური პროგრამა, რომელიც მარტივ გზავნილად შეიძლება​ ფორმულირდეს – მიწაზე დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და ერთი პლანეტა გვაქვს გადასარჩენი.   „50 წლის წინ ოცნება გვქონდა, ადამიანმა მთვარეზე დაადგა ფეხი. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად რთული იყო ამ ოცნების განხორციელება, რა სერიოზული ადამიანური, ფინანსური, სამეცნიერო რესურსები და რამდენი მსხვერპლი დასჭირდა ამას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

მეტი...

„ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე და არა დიალოგზე” – სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე და არა დიალოგზე. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ოკუპაციას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს, საჭიროა მოქმედება და დიპლომატია.„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად, ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე, მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა…

მეტი...

“დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ” – სალომე ზურაბიშვილი

“როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრჯერ დაუპყრიათ, მას დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე. „საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს არაერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის მანძილზე 26-ჯერ გადაუწვავს მტერს;…

მეტი...

მალხაზ კობაური სმიტების მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული, მალხაზ კობაური დუმილს არღვევს და სასტიკი დანაშაულის დეტალებს ყვება.  როგორც კობაური განმარტავს, ის ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ აქვს მას თოფი მხარზე გადაკიდებული, მკვლელებმა გადაუღეს. “რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიან მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. სურათი რომაა, თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ მკვლელების გადაღებულია”,- აცხადებს კობაური. კითხვაზე, რატომ დატოვეს ის ცოცხალი დამნაშავეებმა, მწყემსი ამბობს, რომ სმიტების მკვლელებს სურდათ საქმე მის წინააღმდეგ აღძრულიყო. 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი…

მეტი...

ბინები 1 ლარად – თბილისის მერია 11 ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. “თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 11 ოჯახს გადაეცემა ბინები, კერძოდ: გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს, ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს, კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს, წყნეთის გზატკეცილიის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს, ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს”, – განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით,…

მეტი...

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს. “სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

პარფიუმერიულ-კოსმეტიკის 35 პროდუქტში ფირმალდეჰიდის შემცველობა დაფიქსირდა

პარფიუმერიულ-კოსმეტიკის 35 პროდუქტში ფირმალდეჰიდის შემცველობა დაფიქსირდა – საფრანგეთში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ვებ-გვერდი, “მომხმარებელი.ჯი” აქვეყნებს.  ფორმალდეჰიდი ბუნებრივი კონსერვანტია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება. ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.  როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნების 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი მისი შემცველობა საერთოდ აკრძალულია. “მომხმარებელი.ჯი”-ს…

მეტი...

“თავისუფალი საქართველო” თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და გაყიდვას იწყებს

დღეს, პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით, საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა.  კახა კუკავას განცხადებით, პარტია აპირებს, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები საქართველოში შესასყიდ ფასად გაყიდოს. კუკავას თქმით, ამ მედიკამენტების გაყიდვა ორშაბათიდან დედაქალაქში, ორი-სამი კვირის შემდეგ კი, რეგიონებში დაიწყება. „არანაირი რეგულირება ბოლო წლებში არ მოხდა. რადგან მთავრობამ შვიდი წელია ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა კახა კუკავამ.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს

სკანდალური შეწყალების საქმეზე დაკითხვების სერია გრძელდება. ამჯერად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილია დაბარებული. უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც არიან.

მეტი...

დიდ დიღომში შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, დიდი დიღმის თბილისის ცენტრთან დასაკავშირებლად, შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს.  მაია ბითაძემ ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტრანსპორტის კუთხით, გენერალურ გეგმას დანიური კომპანია შეიმუშავებს, სამარშრუტო სქემები კი, “სისტრას” მიერ დაიგეგმება. “ყველაზე სუსტი წერტილია დიდი დიღომი, სადაც იგეგმება 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ 24-მეტრიანი ავტობუსები საკმარისი არ აღმოჩნდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყო ფიქრი გლდანი-დიდი დიღმიდან ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად ტრამვაის ან მიწისზედა მეტროს ახალი ხაზის გაყვანაზე”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მეტი...

“ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ მოსმენების დროს იტანჯებიან” – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში ის პროცესი მიმდინარეობს, რაც სასამართლოში მოქმედ „კლანს“ და მოსამართლეობის კანდიდატებს კატეგორიულად არ უნდოდათ. მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები მოუმზადებლები არიან. „მათთვის ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს. ეტყობათ, რომ მოუმზადებლები არიან როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხს არ სცემენ და ცდილობენ, რეალურ კითხვებს გაეცალონ. მათთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ ყოველ დღე იტანჯებიან მოსმენების დროს. ძალიან სერიოზული ზიანი ადგება სასამართლოში მათი ძალაუფლების კონცენტრაციას, ვისურვებდი, მოსამართლეები აჯანყდნენ “კლანის” წინააღმდეგ და ეს ადამიანები სასამართლო სისტემიდან განდევნონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მეტი...

საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა, რომელზეც ქორწინებათა 32 პროცენტი მოდის. აღსანიშნავია, რომ ქორწინების რიცხვის შემცირების პარალელურად, პირველი ქორწინების ასაკი ბოლო წლებში იზრდება.

მეტი...

წყნეთიდან სადგურის მოედნისკენ, „ისუზუს“ მარკის ავტობუსები იმოძრავებენ

უახლოეს პერიოდში წყნეთიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, „ისუზუს“ მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდება.  როგორც ცნობილია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. ხელშეკრულების თანახმად, ISUZU-ს მარკის ავტობუსების თბილისისათვის მოწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამჟამად N34 მარშრუტზე 12 ერთეული ავტობუსი მუშაობს. 

მეტი...

საბერძნეთში დაკარგული გოგონას მეგობრები, დაკარგულის ფოტოებით საბერძნეთის ქუჩებს დაივლიან

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველი გო­გონას­, სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილის მოსაძებნათ, მისი მეგობრები, საბერძნეთის ქუჩებს, მისი ფოტოებით დაივლიან.  “ჩემო მეგობრებო, დღეს 7 საათზე ვიკრიბებით “ვიქტორიის ტრენოსთან” სალომეს სურათებით და დავიშლებით მთელ ათენში, რომ მოვძებნოთ სალო. იქნებ ვინმეს ნანახი ჰყავს. ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ შემოგვიერთდით. ხალხი გვჭირდება,” – წერს სალომე გოგინაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა შაბათს დაიკარგა. ის ბოლოს ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა. საქმეს ათენის პოლიცია იძიებს. საქმის კურსშია საქართველოს საკონსულოც. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის გაგების შემთვევაში, დარეკონ შემდეგ ნომრებზე: სალომეს დედა: 699 7458664საკონსულოს ცხელი ხაზი: 699 7458664

მეტი...

“ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს საქმე ასე არ დამთავრდება” – დიმიტრი გაბუნია სკანდალურ შეწყალებაზე

მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა. ის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების საქმეზე დაიბარეს. როგორც დიმიტრი გაბუნიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, პროკურატურას „200 პროცენტით ენდობა“. “ვენდობი სრულად გამოძიებას. გამოკითხვის მერეც დამრჩა განცდა, რომ გამოძიება არის დაინტერესებული, გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200 პროცენტით ვენდობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად…

მეტი...

“დღეს ხართ, ხვალ აღარ ხართ” – მოსამართლეობის კანდიდატი ეკა ბესელიას

“დემოკრატიაა, რომ თქვენ პოლიტიკოსები ხშირად იცვლებით. თქვენ დღეს ხართ, ხვალ აღარ ხართ, ზეგ ხართ და ა.შ.” – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ. მისი თქმით, პოლიტიკურ ცვლილებები არ უნდა გახდეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეცვლის მიზეზი, წინააღდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.   “მე უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა ვიყო და თქვენს ცვალებადობასთან ერთად არ უნდა ვიცვლებოდე. ამას ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე წლის წინ. მოსამართლეები არ უნდა ვიცვლებოდეთ, წინააღდეგ შემთვევაში დაინგრევა ეს ქვეყანა. მე ვარ უვადოდ დანიშნული და არ უნდა მაინტერესებდეს პოლიტიკური რყევები,” – განაცხადა შოთა გეწაძემ. 

მეტი...

„სასამართლოში იმდენი კარგი რამ ხდება, ვერც წარმოიდგენთ,მაგრამ თქვენ არ იცით ამის თაობაზე“ – მოსამართლე დეპუტატებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე სასამართლოში არსებული მდგომარეობით ზე-კმაყოფილებას გამოხატავს და წუხს იმაზე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. „სასამართლო პროგრესის გზაზე დგას. ვისურვებდი სასამართლო უფრო მეტად ახდენდეს საზოგადოების ინფორმირებას. მე  ეს მაკლია გულახდილად, როგორც მოსამართლეს. სასამართლოში იმდენი კარგი რამ ხდება, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ, საზოგადოებამ, მათ შორის  თქვენ, არ იცით ამის თაობაზე. იმდენი ადამიანის უფლების დაცვა ხდება, მაგრამ არ ხდება ინფორმაციის მიწოდება. ამ მხრივ, სასამართლო მოიკოჭლებს, რომ თავისი კარგი, სინამდვილე დაანახოს საზოგადოებას. სამწუხაროდ, შუქდება სულ ნეგატივი. სასამართლომ სწორად ვერ დაანახა საზოგადოებას თავისი თავი“ – ეს განცხადება მოსამართლე შოთა…

მეტი...

“თავი გააკონტროლე, დატოვე დარბაზი, გაბრძანდი გარეთ” – დეპუტატი დეპუტატს

“წესიერად, ცოტა თავი გააკონტროლე. შეგიძლია დატოვო დარბაზი. იცოდე ვის როგორ უნდა მიმართო. “შენობით” მიმართე იმას ვისთვისაც მიგიმართავს. თავი გააკონტროლე პარლამენტის წევრი ხარ,” – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა, დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს უსმენენ. ბექა ნაცვლიშვილი, დროს ითხოვდა კითხვის დასასმელად. მისი თქმით, 12 საათიდან პირველ საათამდე, უფრაქციო დეპუტატებს უწევდათ კითხვების დასმა.  “ბატონო ანრი, ჩვენ ხომ გუშინ შევთანხმდით, რომ გარკვეული დრო იქნებოდა რეგლამენტით გათვალისწინებული. ჩვენ ხომ გვინდა რომ ვიცოდეთ, რომელ ფრაქციას თუ დეპუტატთა ჯგუფს როდის მოუწევს კითხვების დასმა. გუშინ…

მეტი...

„ჯერჯერობით, ისევ ახალგაზრდა ვარ, მე ვარ პროდუქტიული, სწრაფი და ხარისხიანი“ – მოსამართლე შოთა გეწაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი შოთა გეწაძე საზოგადოებას, სისწრაფესა და ხარისხს სთავაზობს. ამავდროულად, ირწმუნება, რომ ის პროდუქტიულია. აღნიშნული განცხადება, მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთე. კითხვაზე,  რა არის თქვენი მოტივაცია და რატომ ირთულებთ ცხოვრების წესს, ხარისხს და რატომ გინდათ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? შოთა გეწაძემ უპასუხა, რომ ის საკმაოდ პროდუქტიული მოსამართლეა. „უზენაეს სასამართლოში დატვირთვა მაღალი იქნება. ასევე, საქმის მნიშვნელობითაც, შესაძლოა, უფრო მეტი დრო სჭირდებოდეს კონკრეტულ საქმეს, მაგრამ, პირდაპირ და გულწრფელად ვამბობ, რომ მე ამას არ შევუშინდები… ჯერჯერობით, ისევ ახალგაზრდა ვარ, არ ვუშინდები საქმეთა რაოდენობას, არ შევშინებივარ არასდროს, არც სააპელაციო სასამართლოში,…

მეტი...

თარაშ მუკბანიანის მეუღლეს პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება – ხმაურიანი შეწყალების საქმე   

2014 წელს, ბათუმში მოკლული პოლიციელის მეუღლეს – თამარ კაცაძეს გენერალურ პროკურატურაში კითხავენ. გარდაცვლილის ქვრივი უწყებაში დღეს, როგორც დაზარალებული ისე დაიბარეს. მისი დაბარების მიზეზი კი მისი მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალება გახდა. როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია და გაავრცელა ინფორმაცია, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალების წინააღმდეგი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი  მეუღლე არ ყოფილა და თანხმობა მან წერილობით გამოხატა. თარაშ მუკბანიანის მეუღლის თანხმობის წერილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ინახება. როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დაზარალებულმა მეუღლემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. „გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ დოკუმენტებში არსებობს დაზარალებული მეუღლის წერილი, რომლითაც ის თანხმობას…

მეტი...

“ეს იყო სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება” – მოსამართლეობის კანდიდატი გირგვლიანის საქმეზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის განცხადებით, სისხლის სამართლის მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, იმ დროინდელი კანონმდებლობით სწორი იყო.  შოთა გეწაძემ აღნიშნა, რომ ის მურუსიძის გადაწყვეტილების საკუთარ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან არ არის სისხლის სამართლის სპეციალისტი. „არასდროს მიმუშავია სისხლის სამართალში. სისხლის სამართალში მე არ ვარ კომპეტენტური, თუმცა, ჩემი კოლეგა სისხლის სამართლის მოსამართლეებისგან მსმენია, მათ შორის ბატონი ლევან მურუსიძესგან, რომ ეს იყო სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება იმდროინდელი კანონმდებლობით. მე სხვისგან ვაფასებ ამას, თორემ მე ვერ შევაფასებ, სისხლის სამართლის ამ დონის კომპეტენცია არ გამაჩნია“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე, გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება

ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მოსახლეობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის წელსვე დასრულების შესახებ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და ვაკის რაიონის გამგებლის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ ისინი, პროექტის მომავალ წელს გაგრძელების შესახებ. „ფეისბუქით“ გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ხელმძღვანელობით, აზრი ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხეთ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების გაგრძელების მომხრეა. ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა,…

მეტი...

“თბილისობა” 5-6 ოქტომბერს გაიმართება

მიმდინარე წელს „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, “თბილისობის” დღესასწაულზე, სხვადასხვა ღონისძიებები, რიყეზე, ლეღვთახევის, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. “თბილისობის” დღესასწაული ორი დღე გაგრძელდება. „იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები. კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები. ორბელიანის ღია ბაზარი, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები, მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი და სხვა საინტერესო ღონისძიებები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ლეღვთახევში მოეწყობა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები…

მეტი...

მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად ჩამოართვეს

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს დილიდან უსმენენ. ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, გეწაძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო.        „სამართლებრივად გამართული და კანონიერი იყო თუ არა თქვენი  გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით? გთხოვთ, მიპასუხოთ „კი“ ან „არა“ –  ამ კითხვით დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს მიმართა. „ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო. ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ „კი“ და „არა“, არასაკმარისი იქნება. სამართლებრივად სწორი რომ იყო, ამაზე „კი“, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ იყო სამართლებრივად სწორი,…

მეტი...

“სასამართლოში ამ დონის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ არსებულა” – მოსამართლეობის კანდიდატი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსმენს. „შინაგანად ვგრძნობ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის მზად ვარ“, – განაცხადა შოთა გეწაძემ და აღნიშნა, რომ მოსამართლის ვალდებულებების ფარგლებში, ეცდება, გასაუბრების დროს დასმულ კითხვებს ამომწურავად და გულწრფელად უპასუხოს. მისი თქმით, დღეს სასამართლო ყველაფრისგან დამოუკიდებელია, მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლებისგან. „სასამართლო ახლა გაცილებით უფრო თავისუფალია პოლიტიკური ხელისუფლებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ეს იგრძნობოდა თუნდაც იმ სტატისტიკით, რომელიც სისხლის სამართალს ეხება. იგრძნობა, გაცილებით მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თუმცა, აქვე დავძენ იმას, რომ რაც გვაქვს, ამ დონის დამოუკიდებლობა არ არსებულა. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არაა ის,…

მეტი...

კახეთში, 145 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში  145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია. გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72 % სს „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის  პროცესს კახეთში გაეცნო. „რთველი პიკურ ფაზაშია; შესაბამისად, გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების  ნაკადი. ყურძნის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიდის. უმნიშვნელოვანესია, კერძო სექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობა, რათა რთველი, ბოლო წლების მსგავსად, წარმატებული იყოს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.  ამ ეტაპზე რთველის…

მეტი...

სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის, ჯარიმა გაიზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ნაგვის დაყრისთვის, კანონი უნდა გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს. როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნარჩენების დასაყრელად ადგილებია გამოყოფილი, სამშენებლო კომპანიები თბილისის სხვადასხვა ადგილებში ყრიან ნარჩენებს და აბინძურებენ გარემოს.  “სამშენებლო ნაგვის დაყრა ჯერ კიდევ პრობლემაა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადგილები გვაქ გამოყოფილი, სადაც სამშენებლო ნაგავი უნდა დაიყაროს, მაინც ისინი დადიან და სადაც თავისუფალ ადგილს ნახავენ ამ ნაგავს ყრიან. მინდა სწრაფად დავიწყოთ კანონში ცვლილებების შეტანა, რომ გაიზარდოს ჯარიმები. უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებით მიდგომა,” – განაცხადა თბილისის მერმა. 

მეტი...

“პარტნიორების მიმართ თხოვნაა, საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა და დაგმეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ადგილზე მიმდინარე უკანონო ქმედებები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება, ასევე განხილული იყო შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის ეფექტიანი ქმედებების განხორციელების გზები. „საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებები. ჩვენი მხრიდან პარტნიორების მიმართ თხოვნაა, საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. ვმუშაობთ ყველასთან, რათა მოიძებნოს ეფექტური საშუალებები ვითარების დასარეგულირებლად. …

მეტი...

“ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ” – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოვაცხადოთ. როგორც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, დაუშვებელია სექსუალური ექსპლუატაცია, შეურაცხყოფა და ძალადობა. “სექსუალური ექსპლუატაცია, ძალადობა შეუწყნარებელია და მიუღებელია. როგორც ლიდერების წრის წევრი, ვალდებულნი ვარ მხარი დაvუჭირო გაეროს ძალისხმევას. ჩვენ უნდა გვქონდეს ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ,” – წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე  სალომე ზურაბიშვილი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი, გაეროს გენერალური მდივნის, ანტინიო გუტერეშის მიერ #HonouringOurValues კამპანიაში მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სექსუალური ძალადობის დასრულებასა და ამის წინააღმდეგ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეტი...

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხავენ

მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. დიმიტრი გაბუნია მთავარ საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული. დიმიტრი გაბუნია მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება. ​ამავე თემაზე პროკურატურაში გამოკითხავენ 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის ოჯახის წევრსაც, რომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს კიდევ 33 პატიმართან ერთად შეიწყალა. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის,…

მეტი...

ეს ჩემი “ციხე-სიმაგრეა”, თუ დამარბევენ, კარგია – საბჭოთა სიმბოლოებით დახუნძლული სასტუმრო-მუზეუმი თბილისის ცენტრში (ექსკლუზივი)

ადგილი თბილისში,  სადაც რუსეთის იმპერია ცოცხლდება. სასტურო-მუზეუმი ოფიციალურად ერთ თვეში გაიხსნება. აქ ყველაფერი საბჭოთაა – დროშებით დაწყებული, გერბითა და თვით დიდი ბელადის ძეგლით დამთავრებული. ე.წ. სასტუმრო-მუზეუმი ექსკლუზიურად „მედიაცენტრ მთვარმა“ გადაიღო და მის მფლობელსაც გაესაუბრა.   როგორც გრიშა ონიანი აცხადებს, ეს მისი კერძო საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, დაარბიოს ან რამე აუკრძალოს. გრიშა ონიანი: აქ გამოფენილია საექსკურსიო ადგილების ფოტოები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, სადაც ტურისტი უნდა წავიდეს. ამას ჰქვია მე-20 საუკუნის სტალინური ეპოქა. ესაა მუზეუმი. აქ საბჭოთა კავშირში შემავალი 15 რესპუბლიკის გერბია განთავსებული, თავისი დროშებით. ესენია დემოკრატიული ქვეყნები –  ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი.…

მეტი...