,,ნასვამები იყვნენ, დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს”- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “უსაფრთხოების სამსახური”

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “უსაფრთხოების სამსახური” სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

,,მათი დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით მესაზღვრისთვის დაჯახება და შემდეგ საქართველოში გადასვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, ”მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, ხოლო “კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ, მათი ავტომობილის ბორბლებს ცეცხლი გაუხსნეს”.

,,შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები