“ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია” – ქეთევან ციხელაშვილი

“ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება.  „საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. თუმცა, ამ ეტაპზე გადაკეტილია მთავარი, „გამშვები პუნქტი“ ახალგორისკენ, რომელიც მოსახლეობისთვის ძირითადი გზაა. ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, – განმარტა ციხელაშვილმა.  პერევის „გამშვები-პუნქტი“ 19 სექტემბრიდან 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს.

მეტი...

“ნონას თასი 2019” საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.  ტურნირის მონაწილეებს წარმატებული ასპარეზობა ნონა გაფრინდაშვილმა პირადად უსურვა. თასის გათამაშებაში წელს 13 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. საერთო საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. თასის გათამაშება 3 ტურნირად გაიმართება და 29 სექტემბერს დასრულდება. გახსნის საზეიმო ცერემონიალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ემზარ ზენაიშვილი მოქმედ და ვეტერან მოჭადრაკეებთან ერთად დაესწრნენ. „ნონას თასი 2019“-ის ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და…

მეტი...

ფონიჭალაში, 14 წლის გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფონიჭალაში, 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი. ახლა, მას ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი ორიენტირებულია მომავალზე” – არჩილ თალაკვაძე

“პირადად ვარ ბევრ ისეთ ოჯახში ნამყოფი, სადაც რჩება სიღარიბე, რჩებიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ელემენტარული პირობები ჰქონდეთ, სადაც რჩება დასაქმების პრობლემა და სადაც ადამიანები კომუნალურ გადასახადებსაც ზოგჯერ ვერ იხდიან, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენთვის მთავარი არის ხვალინდელი დღე . ჩვენი გუნდი მთლიანად არის ორიენტირებული მომავალზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და შესაბამისი კვლევების შედეგებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური და ტენდენციური კვლევები, რომელთა ნაწილსაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ ენდობა, თუმცა, სწორი პოლიტიკა რომ დალაგდეს მომავალში, საჭიროა მოხდეს კვალიფიციური…

მეტი...

“ვერც ერთი პარტია და ეპისკოპოსი მესიებად არ გამოვდგებით” – მეუფე იაკობი

“ვერც ერთი პარტია და ეპისკოპოსი მესიებად არ გამოვდგებით”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ადამიანი თუ ვერ ხვდება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, შენდობა უნდა ითხოვოს, ვინც გონიერია მან შეუნდოს და მერე ეს მაგალითი ყველას აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას დავღუპავთ და გადავჩეხავთ. მესია არავინ არაა ჩვენში, მესია ერთი გვყვავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა. ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ…

მეტი...

“მიშა თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა, რა მეგონა” – ცოტნე გამსახურდია

„შევარდნაძემ გაგრასა და სოხუმში სანადირო თოფებით დატოვა მებრძოლები და ქართველების სისხლის კალო დაატრიალა და ერთი კრინტი არ ამოუღია ქოცობას, სამხედრო პატივით დაკრძალეს!“- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. „ტვინგაქოცებულები რომ წერენ, მიშამ ჩააბარა ტერიტორიებიო. მიშა თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა, რა მეგონა, მაგრამ საქართველოს მიწას ეხება საქმე და უნდა დავწერო, ვინც ვერ გაიგებს, მისი დედაც იქ! ნებით და დიდი სურვილით, ბანტით ჩააბარა სააკაშვილმა?! გასაგებია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ უნდა დაეწყო და ვერ გათვალა რა მოყვებოდა, მაგრამ ისედაც ხომ ვერ აკონტროლებდა საქართველო იმ ტერიტორიას?! ერგნეთის ბაზრობაზე იწყება და მთავრდება თქვენთვის…

მეტი...

“დააბი პრეზიდენტი“ – აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის სასახლესთან

სამოქალაქო ატივისტებმა პრეზიდენტის სასახლესთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – “დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. მათ სიმბოლურად სასახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და სტიკერები – #შეცვალე მიაკრეს. ასე გამოხატეს პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლო პერიოდში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.

მეტი...

ბახმაროში თოვლი მოვიდა

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამჟამად ბახმაროში იმყოფება რამდენიმე ოჯახი, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მისივე თქმით, ადგილზე მყოფები დახმარებას ითხოვენ, რათა ბახმაროდან გამოსვლა შეძლონ. მისი თქმით, უკვე დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ბახმაროში ჩარჩენილი ოჯახები გამოიყვანონ. ბახმაროში თოვლის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მეტი...