ქუთაისში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქუთაისში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წყალი შევიდა სახლებში, საავადმყოფოში, სასტუმროსა და მაღაზიებში.  ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები დროულად არ რეაგირებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქალაქიდან ასამდე გამოძახება შევიდა. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია ყველა ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნობა, დაითვლიან ზარალს. მისი თქმით, ქალაქში სანიაღვრეების და  საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლებია არსებობს და ამ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მეტი...

“ერთ უბედურებას მეორე უბედურება დაემატა“ – ჭავჭავაძეზე დატბორილები დახმარებას ითხოვენ

განადგურებული საკანცელარიო ნივთები და ინვენტარი, მწყობრიდან გამოსული ტექნიკა- კარტრიჯები, პრინტერები, გადასაყრელი წიგნები, ლიტერატურა, საღებავები თუ წვრილმანი ნივთები – ეს ის შედეგია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებს მოუტანა. ყველა საკუთარ ზარალს მისტირის და დახმარებას ითხოვს. აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ მცირე მოვაჭრეებს, რამდენიმე თვეა, ისედაც მძიმე ტვირთად აწევს ფართის გადასახადი, რადგანაც, გადათხრილი ჭავჭავაძის გამზირის გამო, იმ თანხასაც კი ვერ შოულობენ, რომელიც მხოლოდ ქირის დასაფარად იქნებოდა საკმარისი. ამ უბედურებას კი მეორე უბედურება დაემატა, რომელმაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. „იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე თვეა, გადათხრილია…

მეტი...

ვარკეთილში, ავარიულ კორპუსში მცხოვრები 18 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანეს

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, კორპუსი უკვე თვეებია ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალი გროვდებოდა, რის გამოც, კორპუსმა დაიწია, შედეგად კი კედლებს ბზარები გაუჩნდა. ამასთან, შენობას კიბეები, თითქმის, გამოცლილი ჰქონდა, რასაც შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა. კორპუსი რომ საცხოვრებლად საშიშია, ამას გამგეობაშიც ადასტურებენ. კორპუსი 9 სადარბაზოსგან შედგება, აქედან დღეს მერვე სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები.  მოსახლეობა სასტუმროებში მანამ დარჩება, სანამ კორპუსს გამაგრებით სამუშაოები არ ჩაუტარდება.  

მეტი...

ვარკეთილში, კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი, სადარბაზოში ბზარის გაჩენაა. სახლის მცხოვრებლები სასტუმროში გადაჰყავთ, თუმცა რამდენი ხნით, უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მყისიერი ნგრევის საშიშროება კორპუსის ორ, მე-8 და მე-9 სადარბაზოებს ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.  რის გამო შეიქმნა კორპუსს ნგრევის საფრთხე, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ხვალ, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

29 სექტემბერს, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება: კრწანისის მოედანზე – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე; თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით; გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები; მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის…

მეტი...

“კანის კიბო სასიკვდილო დიაგნოზი აღარაა” – ბრიტანელი ექიმები

კანის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტს ახლა უკვე შეუძლია მომაკვდინებელ დაავადებას უფრო ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს. ბრიტანელი ექიმების განმარტებით, თუკი აქამდე კიბოთი დაავადებულთა 20%-დან მხოლოდ ერთი ახერხებდა ამ დიაგნოზის შემდეგ 5 წელი ეცოცხლა, ახლა უკვე ახალი პრეპარატების დახმარებით, რომლებიც პაციენტების იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, მათ 52%-ს შეუძლია სულ ცოტა 5 წელი კიდევ იცოცხლონ.   ექიმების განმარტებით, ეს განსაკუთრებული წინსვლაა ამ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში.  კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ეს დაავადება ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც მზის გამოსხივება მეტია – თავის ქალა, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, მკერდი, ხელები და ფეხები. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც…

მეტი...

მოსწავლემ მასწავლებელი კიბეზე დააგორა – ინციდენტი რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის მტკიცებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა. შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაშავებული ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მოსწავლის დედა ბრალდებას უარყოფს და პედაგოგს ძალადობაში თავად ადანაშაულებს. მისი თქმით, მასწავლებელმა მისი შვილი ჯერ კიდევ აპრილში ცემა, რის შედეგადაც გოგონა დღესაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. ფაქტზე ამ დროისთვის შესაბამისი უწყებების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს. საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა…

მეტი...

“ეს იყო პასუხი, ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე” – ლავროვი ავიამიმოსვლის შეჩერებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების მიზეზებს განმარტავს. სერგეი ლავროვის თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა. „ეს იყო მომზადებული პროვოკაცია. ჩვენს დეპუტატებზე იძალადეს. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გამოვაცხადეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა და მას მოვხსნიდით მაშინ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა თავად დავით ზალკალიანმა ითხოვა. „26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა,…

მეტი...

ზუგდიდში, სავარუდოდ, ძმამ ძმა მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სავარაუდოდ, ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, სასაფლაოზე მოხდა.  მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის ბრალს აღიარებს. გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

სოსისი, ძეხვი, ბეკონი – საჭირო პროდუქტი თუ სასიკვდილო განაჩენი?!

გადამუშავებული ხორცპროდუქტების – ძეხვეულის, სოსისის, ბეკონის და სხვა ხორცის ნაწარმის მიღება, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს. პედიატრისა და ნუტრიციოლოგის მაია სურვილაძის განცხადებით, სხვადასხვა ხორცის ნაწარმის დასამზადებლად,  სპეციალური ხელოვნური დანამატი – კარაგინანი გამოიყენება, რომელიც 100-ზე მეტი დაავადების გამომწვევია. როგორც პედიატრი აღნიშნავს, სოსისის და სხვა მსგავსი პროდუქტის დასამზადებლად, საქონლის კანი, გადამუშავებული ძვლები, ხრტილი და სისხლი გამოიყენება. „ყურს თითქოს კარგად ხვდება, რომ ცილა ორგანიზმისთვის სასარგებლოა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მაგრამ, სოსისის დასამზადებლად იყენებენ  საქონლის კანს, გადამუშავებულ  ძვლებს, ხრტილებს, სისხლის შრატს, დანამატებს და ა.შ და ამ კომპონენტების გასაერთიანებლად, შესასქელებლად იყენებენ  – კარაგინანს,…

მეტი...

„თუ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულებს მიადგებიან, ნარკომოვაჭრეებსაც დავინახავთ და მკვლელებსაც“ – ნანა კაკაბაძე

„კეთდება თუ არა ფული შეწყალებაზე, გამოძიება მარგველაშვილისა და სააკაშვილის შეწყალებებითაც უნდა დაინტერესდეს“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტების პერიოდის გამოძიებით კორუფციული სქემები კარგად გამოჩნდება. „მინდა გავიხსენო მარგველაშვილის პერიოდის შეწყალებები და ვთვლი, რომ თუ გამოძიება უნდა დაიწყოს ამ თემაზე. პროკურატურა სწორედ მარგველაშვილისა და სააკაშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალებებითაც უნდა დაინტერესდეს. ეს უფრო ნათელ სურათს აჩვენებს, არსებობს თუ არა კორუფციის მექანიზმი სისტემაში და კეთდება თუ არა ფული“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებში იმაზე გაცილებით მძიმე საქმეები, იყო, ვიდრე…

მეტი...

ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო. სოფელში სპორტის სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი. 28 სექტემბერს, 13:00 საათზე სპორტული სოფლის წარდგენაა დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. პარალელურად, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ჩატარდება გარბენი. 17:00 საათზე კი, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება. აქტივობებში ჩართვა 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ…

მეტი...

ძარცვის ფაქტზე, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა, 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა, თბილისში 6 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.…

მეტი...

„პირადად ზურაბიშვილისგან კორუფციას გამოვრიცხავ, მას, სავარაუდოდ, დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს“ – ნანა კაკაბაძე

კითხვაზე – იყო თუ არა ფული ერთ-ერთი ფაქტორი პატიმართა შეწყალების საქმეში, პასუხის გასაცემად პროკურატურა აქტიურად მუშაობს, თუმცა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ფინანსური დაინტერესება გამორიცხულია, ხოლო მის გარშემომყოფებისგან – არა. „პირადად სალომე ზურაბიშვილისგან კორუფციას გამოვრიცხავ. წარმოუდგენელია, რომ ის იყო ჩართული კორუფციაში და ამის შემდეგ მიიღო ეს აუხსნელი და უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ, ვიტოვებ უფლებას და ეჭვს იმისა, რომ მასთან მუშაობენ ისეთი ადამიანები ყოფილი ხელისუფლებიდან, რომლებმაც მიზანმიმართულად გააკეთეს ის რაც გააკეთეს. თან მაშინ, როდესაც პრეზიდენტი არ იმყოფებოდა საქართველოში და მას არ ჰქონდა საშუალება ეს საქმეები შეესწავლა. ამ პერიოდში, მათ მოამზადეს…

მეტი...

ვაკეში მაღაზიებში ნიაღვარი შევარდა, ინვენტარი კი წყალში ცურავს (ვიდეო) 

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ამ წუთებში რთული ვითარებაა. მიწისქვეშა გადასასვლელის ქვეშ, მაღაზიები დატბორილია, ინვენტარი კი წყალში ცურავს. მიწის ქვეშ მოვაჭრეები თავიანთ ზარალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. „პიქსელის“ წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, წყლის ნაკადი გამთენიისას შევარდა. ადგილზე მისულ დასაქმებულებს, როგორც  მიწისქვეშა გადასასვლელი, ისე მაღაზიები დატბორილი დახვდათ. „მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის გამზირი გადათხრილია, მუშაობა საერთოდ არ გვაქვს, აქ წვრილი ნივთების მაღაზიაა, საკანცელარიო და მსგავსი, შესაბამისად, დიდ თანხებზე არც გვაქვს საუბარი, ელემენტარულს ვშოულობდით. რადგანაც ჭავჭავაძე გადათხრილია, მოძრაობა არ არის და შესაბამისად, ზაფხულიდან დღემდე, ქირის გადასახდელ თანხასაც ვერ ვშოულობთ და ისედაც ძალიან…

მეტი...

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს.  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება აღმოუჩინა. ეს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და…

მეტი...

“რუსეთს არასდროს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს არასდროს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი თბილისი მეტად კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან მიმართებით, ავიამიმოსვლა შეიძლება, აღდგეს. სერგეი ლავროვის თქმით, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. „როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებაზე, გამოცხადებული იყო, რომ ეს არის დროებითი ზომა და ჩვენ მას გავაუქმებთ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას. ჩვენ არასოდეს გვიძებნია ხელოვნური მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით განავითაროს საკუთარი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და არ გაიხედავს რუსოფობებისკენ, პირადად, მე საჰაერო კომუნიკაციას აღვადგენდი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა გაერო-ში, ბრიფინგზე.

მეტი...

“არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული” – პრეზიდენტი შეწყალების საქმეზე ალაპარაკდა

“არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს.  პრეზიდენტის თქმით, შეწყალებაზე მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. „შეწყალებულთა სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა საქმიდან თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები,…

მეტი...

ვაკეში, მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი შევარდა და იტბორება

ძლიერმა წვიმამ ვაკის დააზარალა. კერძოდ, „პიქსელის“ წინ, მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წყლის ნაკადი შევარდა და იტბორება. მიწისქვეშა გადასასვლელის ქვეშ რამდენიმე მაღაზიაა განთავსებული. სწორედ იქ დასაქმებულებმა  შეატყობინეს “მედიაცენტრ მთავარს“ და დახმარება სთხოვეს. ჩვენ კი სამაშველო სამსახურს დავუკავშირდით.  ეს პირველი შემხთვევა არ არის, როცა აღნიშნული მაღაზია დაიტბორა და როგორც საკანცელარიო, ისვე, სხვა პროდუქტები გაუფუჭდათ და სერიოზულად დაზარალდნენ. ფოტოები შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ დაცურავს წყალში მაღაზიიდან გამოტანილი ნივთები.   ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო სამსახური იმყოფება, თუმცა, დენის გათიშვა ვერ ხერხდება და აქედან გამომდინარე წყლის ამოტუმბვის სამუშაოებსაც ვერ იწყებენ.

მეტი...

მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

ვარკეთილში 23 სექტემბერს, მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული.  შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით. საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. 23 სექტემბერს, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა და დაიღუპა.

მეტი...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.  როგორც მაიკ პომპეის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა “ტვიტერზე” დაწერა, აშშ საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრას მიესალმება.  „შეერთებული შტატები მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.  26 სექტემბერს, ნიუ-იორკში შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის…

მეტი...

ლარსზე, რუსეთის მხრიდან საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლა, თითქმის, პარალიზებულია

ლარსზე, რუსეთის მხრიდან საზღვარზე მიმოსვლა სატვირთო მანქანების ნაწილისთვის, ფაქტობრივად, პარალიზებულია. რამდენიმე კვირაა მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მიზეზად რუსული მხარე სასაზღვრო პუნქტზე ტექნიკურ ცვლილებებს ასახელებს. როგორც ირკვევა, მოსკოვმა საზღვრებზე გადასატანი ტვირთის დასაშვები ნორმა შეცვალა. მძღოლები ამბობენ, რომ ახლა ვისაც მეტი წონა აქვს ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს ან ქრთამი. ისინი დახმარებას ოფიციალურ თბილისს სთხოვენ. მათი თქმით, ადგილზე ვითარება გაუსაძლისია, რადგან მათ უკვე რამდენიმე დღეა ელემენტარული პირობებისა და საკვების გარეშე, მანქანებში სძინავთ.

მეტი...

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. დაცვის პოზიციას არ იზიარებს ბრალდების მხარე. პროკურორის განმარტებით ბრალდებულს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეუძლია. ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

მეტი...

რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვალი – ეროვნული ბანკის მონაცემები

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, აქედან სამთავრობო…

მეტი...

“ეს გამარჯვება სოხუმის გმირებს მივუძღვენი, წაგების უფლება არ მქონდა” – ლაშა ტალახაძე

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა. ეს გამარჯვება სოხუმის გმირებს მივუძღვენი. მჯერა, რომ მათ მიერ დაღვრილი სისხლი ამაო არ იქნება და ჩვენი საქართველო გამთლიანდება“, – ეს განცხადება მსოფლიო ჩემპიონატის ოთხგზის რეკორდსმენმა, ლაშა ტალახაძემ გააკეთა. ქართველმა ძალოსანმა, ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა, ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ამრიგად, 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ლაშა ტალახაძე ზედიზედ ოთხჯერ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე, ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.

მეტი...

გურიაში კრაზანების შემოსევას უჩივიან – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურიაში კრაზანების შემოსევას უჩივიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა სუფსაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მწერია.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით შუქს ვერ ანთებენ, რადგან ამ დროს მწერი უფრო აქტიურია. ხშირია დაკბენის შემთხვევებიც. მოსახლეობას მწერებთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, თუმცა მაინც დახმარებას ითხოვს. ნაკბენის შედეგად, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ექიმების ინფორმაციით, კრაზანის ნაკბენმა შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს. მედიკოსების თქმით, არანაკლებ საშიშა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი. განსაკუთრებული ყურადღება კი, ალერგიულ ადამიანეს უნდა მივაქციოთ. “ნაკბენი ადგილი სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს ყინულით. ანაფილაქსიური შოკისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ადრენალინის ინექციაა”, – აცხადებს ალერგოლოგი დავით თელია.  წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მწერის ნაკბენით 2…

მეტი...

26 წელი სოხუმის დაცემიდან

დღეს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 26 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ დაარღვია და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27…

მეტი...

“წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“ – ფინანსთა მინისტრი

“ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას, ეს არის მცდარი მოსაზრება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ლარის გაუფასურება, შიდა პოლიტიკურმა და საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. „ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის…

მეტი...

“ფარული ჩანაწერები რუსეთის ტერიტორიიდან გავრცელდა” – გენ პროკურორის მოადგილე

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მამუკა ვასაძის განცხადებით, როცა საქმე კიბერდანაშაულს, კერძოდ კი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ინტერნეტში გავრცელებას ეხება, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც გამოძიება ვერაფრის დადგენას ახერხებს. ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ასეთ საქმეზე კადრები რუსეთიდან გავრცელდა. საქართველომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი მასალების მოწოდება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.  “ინტერნეტსივრცეში მოხვდა სხვადასხვა ჩანაწერი, ამაზე გამოძიება წარმოებს. მსგავს საქმეზე ჩვენ დახმარება ვთხოვეთ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს და მივიღეთ კონკრეტული შედეგები გავრცელების ლოკაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთს ფედერაციის ტერიტორია, სადაც გაგზავნილი გვაქვს არაერთი შუამდგომლობა სამართლებრივი…

მეტი...

ფულის თხოვნა ემოციურად – ფოტო, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საკმაოდ დიდ ემოციას იწვევს. დაახლოებით 8 წლის ბავშვმა, დედისთვის ფულის, 20 თეთრის თხოვნა უცნაური ფორმით გადაწყვიტა. ის ავტოფარეხის სახურავზე აძვრა, რომელსაც მისი სახლის ფანჯარა გადაჰყურებდა, დედას გული დაუხატა, სასიყვარულო ტექსტიც მიუწერა და თან 20 თეთრი სთხოვა.

მეტი...

“რუსეთთან მიმართებაში, პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა გვაქვს” – არჩილ თალაკვაძე

“არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მთავრობა მოახერხა, სტაბილურობა შეენარჩუნებინა რუსეთთან მიმართებაში.  „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ასე იყოს მომავალშიც“, –…

მეტი...

ქართველმა ძალოსანმა სამი ოქრო მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა, ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ამრიგად, 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მეტი...

სოფელ ფონიჭალაში, ახალი საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნება

ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. როგორც საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია.  ბაღის  ეზო გამწვანდა და მოეწყო სათამაშო მოედნები. ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი.  მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.  „სოფელ ფონიჭალის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა – დასახლებაში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, ქალაქის სხვა უბნებში უწევთ ბავშვების ტარება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის –…

მეტი...

ტყისპირა ზოლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარდამტეხ ფაზაშია. მავნებელი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ გადაადგილდება, განსაკუთრებით მიგრირებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მდებარე ტყის მასივებიდან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროდან აცნობეს, მავნებლის გავრცელების არეალის მინიმუმამდე შესამცირებლად, ტყისპირა პერიმეტრზე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება; ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერული ზონებიდან გამოსული ფაროსანა ერთ ტერიტორიაზე კონცენტრირდება და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით ნადგურდება. „სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ რუხში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას ეცნობიან და აღნიშნავენ, რომ…

მეტი...

“ვართ თუ არა მე და ბესელია კორუმპირებული?” – გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს

“ვართ თუ არა მე და ბესელია კორუმპირებული?”, –  ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალური პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს. ვასაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ არც ფოფხაძე და არც ბესელია კორუმპირებულები არ არიან. გედევან ფოფხაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას კორუმპირებული უწოდა, ბოდიშს მოიხდის. „იმედია, ზარდიაშვილი პირობას შეასრულებს და ბოდიშს მოიხდის, რადგან მან თქვა, რომ თუკი ერთი ადამიანი იტყოდა, რომ ეკა ბესელია კორუმპირებული არაა, ის ბოდიშს მოიხდიდა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მეტი...

“ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეების გამოძიებამ, პროკურატურის ნდობის ხარისხი გაზარდა“ – მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ და დამდგარმა შედეგებმა პროკურატურისადმი ნდობის ხარისხი გაზარდა. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროკურატურის ნდობის ხარისხის გაზრდას, ისეთი საქმეების გამოძიებამაც შეუწყო ხელი, როგორიც, ვაზაგაშვილის და რობაქიძი საქმეები.  „არაერთი სისხლის სამართლის საქმე შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც გამოძიებული იქნა: ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც ოთხი სისხლის სამართლის საქმეა და აქედან ორზე განაჩენია დამდგარი; ყოფილი პრემიერის საქმე, ვაზაგაშვილის, რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეები. ვფიქრობ, ეს ის სისხლის სამართლის საქმეებია, რომელიც გამოსაძიებელი იყო, იქნა გამოძიებული, შედეგი დადგა. სავარაუდოდ, ამან ნდობის ხარისხი…

მეტი...