“2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს” – ირაკლი კოვზანაძე

საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არც რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს. „ის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვფიქრობ, ეს იქნება სწორი და რეალური დაგეგმვა. სამუშაოც ბევრი იქნება გასაწევი, რადგან რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არც რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს. ჩვენს რეგიონში ამ ქვეყნებზეც ვართ დამოკიდებული, ამიტომ, საქართველოს მთავრობასა და ყველას ერთად, ბევრი მუშაობა მოგვიწევს…

მეტი...

წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა

წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა. ის თურქეთიდან დღეს დაბრუნდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, როდესაც დედამ შვილის სიკვდილის ამბავი შეიტყო, ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობისთვის, წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

მეტი...

“დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი” – წყალტუბოში მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოვარდა

წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც სკოლის დირექტორი გარდაცვლილზე ყვება, მოზარდი ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. მისი ინფორმაციით, დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. “ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

პეკინზე, ბავშვის დაჭრის კადრების გავრცელების გამო, “აიპლიუსი” დააჯარიმეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შპს “აიპლიუსი” დააჯარიმა. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მაღაზია გარე პერიმეტრზე ვიდეო თვალთვალსა და აუდიო ჩაწერას კანონით დადგენილი წესების დარღვევით ახორციელებდა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით. კომპანიის წარმომადგენლებმა შემოწმების მიმდინარეობისას ჩანაწერის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი და მიზანი ვერ დაასახელეს. “სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მაღაზია „აიპლიუსი“ ​,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. შესაბამისად, კომპანიას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ცნობისთვის, საქმე ეხება…

მეტი...

როდის დაიწყება გრიპის სეზონური აცრები?

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონური ვაქცინაცია 1 ოქტომბრიდან დაიწყება. აცრა წარმოებს ინფლუვაკით, ეს არის სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ადამიანს 2 A და 1 B ვირუსისგან იცავს. ვაქცინაციის ფასი 35 ლარია. ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები, რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება.

მეტი...

ამაზონის ტყეში ისევ ხანძარია

ამაზონის ტყე ისევ იწვის. ბოლივიაში ხანძარს ჯერ კიდევ ებრძვიან. “ევრონიუსის” ცნობით, ცეცხლი კვლავ უკონტროლოა. სტიქიამ ყველაზე მეტად ბრაზილია დააზარალა. ცეცხლმა მცენარეების დიდი ნაწილი განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.

მეტი...

ცესკო-ს, მომავალ წელს 72 მილიონი ლარით დააფინანსებენ

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 72 569 700 ლარით დაფინანსდება. მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ღონისძიებების დასაფინანსებლად 42.7 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. 14.3 მილიონი ლარით კი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება იგეგმება. ცესკო-ს ბიუჯეტი 2018 წელს 77.2, 2019 წელს კი 27.5 მილიონი ლარი იყო.

მეტი...

“ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე იყო ორიენტირებული” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. „ყურადღება მივაქციეთ ნიუ-იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ. ამას გარდა, როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად ამ მოლაპარაკებების შინაარსითა და მიმართულებით, რამდენადაც პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ პირდაპირი და გულწრფელი საუბარი საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის. “ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ-იოკრში გამართული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო იმ…

მეტი...

მსოფლიო რაგბი საქართველოს ბოდიშს უხდის

მსოფლიო რაგბი, საქართველო-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას რუსული სიმღერების ჩართვის გამო, საქართველოს ბოდიშის უხდის. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. აღნიშნული ფაქტი, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის ეროვნული გუნდის კაპიტანმა და მწვრთნელმა გააპროტესტა. “მინდა ვთხოვო ორგანიზატორებს, შემდგომში არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომა’’,- განაცხადა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა ბრეგვაძემ. მსოფლიო რაგბის პრესპიკერმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა აღნიშნული ინციდენტისა და უხერხულობის შექმნის გამო.

მეტი...

“ეს არის სისულელე და ამაზრზენი ბრალდება” – მათიკაშვილი ბესელიას წინააღმდეგ

“ეკა ბესელია თვითონ გაიხლართა ტყუილებში,”- ასე შეაფასა, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ბრალდება, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია ცდილობს აქტუალური გახადოს საკუთარი თავი მაშინ, როცა რეალურად, დღეს მისი ადგილი პოლიტიკურ არენაზე აღარ არის. “ესაა გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობა თავის თავი დააბრუნოს პოლიტიკურ ორბიტაზე. რაც შეეხება იმ სისულელეს და ამაზრზენ ბრალდებებს, მე მზად ვარ, თუკი ამით ვინმე დაინტერესდება აბსოლუტურად ყველა კითხვას გავცე პასუხი ისევე, როგორც თვითონ ეკა ბესელიამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ზოგადად არსებობს გარკვეული კითხვები, ის თვითონ გაიბლანდა საკუთარ ტყუილებში,”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა…

მეტი...

ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის წევრები ემუქრებიან

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საქართველოს გენერალური პროკურატურა დატოვა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანები, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან გამოძიებას რამდენიმე დეპუტატის გვარიც დაუსახელა. „დავასახელე ზარდიაშვილი და მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაცია და ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე. ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიკური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტიც. ისინი მმართველ გუნდში არიან… რამდენიმემ პირადად მითხრა, რამდენიმე ადამიანის შესახებ პირადად შევიტყვე, როგორც პარლამენტის წევრმა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისი განცხადებით, „ეს“ ადამიანები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ემუქრებიან. ინფორმაციისთვის, ეკა ბესელია დღეს პროკურატურაში მის…

მეტი...

საბავშვო ბაღში 16 მოზარდი მოიწამლა – შემთხვევა მარტვილში

მარტვილის ერთ-ერთ საბავშო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა. მომხდარს მარტვილის მერიაში ადასტურებენ. ბავშვები ადგილობრივ საავადმყოფოში, ღებინებისა და ფაღარათის ჩივილებით გადაიყვანეს. ბავშვების მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი, იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმერეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს. შეხვედრები პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გრძელდება. შეხვედრას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივის წევრები ესწრებოდნენ.

მეტი...

“ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა ვიმუშავეთ, პარლამენტშია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად პარლამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო.  პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ასახულია რეგიონების განვითარების და თვითმმართველობების საჭიროებები, განათლება, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. “2020 წლის ბიუჯეტით პენსიონერებს ეზრდებათ პენსიები, იზრდება 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირების პენსია, იზრდება მასწავლებლების და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურება, ასევე, მოიმატებს სოფლის ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, პოლიციელების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირების ანაზღაურება. ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთელმა…

მეტი...

დაშავებული “გლოვოს” მოპედის მძღოლი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევისას დაშავებული “გლოვოს” მოპედის მძღოლი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “გლოვოს“ მოპედი და მოტოციკლკეტი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდნენ, რა დროსაც, “ჯიპის“ მარკის ავტომანქანასთან შეჯახება მოხდა. ორივე მძღოლი კლინიკაში იქნა გადაყვანილი. “მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმე იყო. შსს-ში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით “მედიაცენტრი მთავარი” არაერთხელ წერდა. https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%94%e1%83%af%e1%83%90/

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაზღვრულია  317 მილიონი ლარი, რაც, 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 %-ით ზრდას გულისხმობს.  როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამა და კულტურების მხარდამჭერი პროგრამა – „დანერგე მომავალი“ გაგრძელდება „ 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 %-ით  არის  გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების  შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამისად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა  გაგრძელდება. გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა…

მეტი...

დიდ დიღომში სკვერი განახლდა

დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა. სკვერში საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, დამონტაჟდა ლამპიონები, განთავსდა საპარკე სკამები და  ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს. „რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომლებიც უკვე შეძლებენ კომფორტულ და კეთილმოწყობილ…

მეტი...

მომავალ წელს, ასაკობრივი პენსია 220 ლარი, ხოლო 70 წელს ზევით 250 ლარი გახდება

2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ.  როგორც მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020…

მეტი...

“ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის ჯოჯოხეთი აღმოჩნდა“ – შეწყალებული რამაზ დევაძის დედა

“ნაც, მოძრაობა” თითქოს მომზადებული იყო ამისთვის, რომ რამაზ დევაძე ლავასოღლისთან დაეკავშირებინათ. „ის“, რამაზისთან ერთად ჭიდაობდა ბავშვობიდან, შემდეგ კი თავისი გზა აირჩია. ამის გამო, შეიძლება ჩემი შვილის კრიმინალებთან დაკავშირება და კრიმინალად შერაცხვა, როგორც ეს „ნაციონალებმა გააკეთეს“? ვინც რამაზის იცნობს თუ არ ცნობს და ვინც კადრები ნახა, ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო შემთხვევითობა, რამაზი ცდილობდა, იარაღიანი მუკბანიანი, რომელიც ისროდა, გარეთ გაეყვანა. როცა იარაღი წაართვა, გასროლაც მაშინ მოხდა, შემთხვევით. ეს უბედური შემთხვევა, ჩემი ოჯახისთვის იყო ჯოჯოხეთი“ – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ნაზი ბოლქვაძის თქმით, მუკბაიანების მხარე…

მეტი...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით იზრდება

ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით იზრდება. როგორც მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს. „ჩვენი ბიუჯეტი 2019 წლის განმავლობაში იყო უპრეცედენტოდ მაღალი, თუმცა 2020 წელს, საჭიროებებიდან გამომდინარე, იზრდება 70 მილიონი ლარით და გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ. ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს, რაც ასახავს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს, მათ შორის ამაში შედის ის საერთაშორისო მაგისტრალები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მეტი...

მომავალი წლიდან, სამართალდამცავების, მასწავლებლების და ექიმების ხელფასები გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წელს, საბავშო ბაღების მასწავლებლების და სოფლის ექიმების ხელფასები, საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება. მისი თქმით, ასევე ხელფასები მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ, სამართალდამცველებს, ჯარისკაცებს და მათთან განათაბრებულ პირებს. „გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც…

მეტი...

„შეწყალება ერთადერთი გზა იყო, რომ სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოსწორებულიყო“ – ადვოკატი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ინტერესების დამცველის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, რამაზ დევაძის შეწყალება, ერთადერთი საშუალება იყო, სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსასწორებლად. როგორც გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე დაწყებული გამოძიება ვერაფერს გამოიკვლევს, რადგანაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არანაირ კორუფციას ადგილი არ ჰქონია და სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.   „გინდ საპარლამენტო კომისია შეიქმნას, გინდ  პროკურატურამ გააგრძელოს გამოძიება, რა უნდა დადგინდეს?  რამაზ დევაძის შემთხვევაში ყველაფერი სახეზეა, არსებობს კადრები, მტკიცებულება, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ზოგადად ვიტყვი, რომ  დიდი შეცდომა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გააუქმა შეწყალების კომისია. მას…

მეტი...

2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსია 30 ლარით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ. “2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა,” – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. 

მეტი...

„ეს პოლიტიკური აჟიოტაჟია, წინა პრეზიდენტებმა მკვლელებიც შეიწყალეს და ძებნილებიც, თუმცა ხმაური არ ყოფილა“ – გელა ნიკოლეიშვილი  

„შევარდნაძის, სააკაშვილის, მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ნამდვილი მკვლელებიც შეიწყალეს და ნარკომოვაჭრეებიც, თუმცა, ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ძალიან ხმამაღალი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ შეწყალებას ჩემდა გასაკვირად. ამ შემთხვევაში განხორციელებულ შეწყალებას ვუკავშირებ პოლიტიკურ ინტერესებს, რომ დააზიანონ ხელისუფლების მიერ წამოყენებული და არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა და ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიცენტრ მთავარში“ პატიმრების შეწყალების თემაზე საუბრისას გააკეთა. როგორც ადვოკატი აცხადებს, რამაზ დევაძის შემთხვევაში, პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც, ვიდეომასალა, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, ადასტურებს, რომ ეს იყო შემთხვევითობა და არა განზრახ მკვლელობა. „ნამდვილად, რამაზ დევაძის შემთხვევაში, ვიდეო კადრებიდანაც ჩანს, რომ ეს იყო…

მეტი...

მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიბეებზე გოგონამ დააგორა

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, ტვინის შერყევის დიაგნოზით, ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიბეებზე მეექვსე კლასელმა გოგონამ დააგორა, რომელიც მას მუდმივად უთვალთვალებდა. მოსწავლე, სკოლიდან დღეს, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლიდან გაიყვანა.   სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე ჩაშლილია. მოსწავლეები და მათი მშობლები გოგონას სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. მათი განცხადებით, კონკრეტული მოსწავლე სხვა მოსწავლეებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. როგორც მუსიკის მასწავლებელი ყვება, გოგონა მას მუდმივად დაჰყვებოდა, სურათებს უღებდა და ეჭყანებოდა. კონკრეტულ დღეს კი, კიბეებზე გაყვა, ხელი კრა და დააგორა. მეექვსე კლასელი გოგონას დედა კი აცხადებს, რომ მუსიკის მასწავლებელი…

მეტი...

რუსთავის #5 სკოლაში ხმაურია, მშობლები იმ მოსწავლის გარიცხვას ითხოვენ ვინც მასწავლებელი კიბიდან დააგორა

რუსთავის # 5 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები და მათი მშობლები არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნაა, მეექვსე კლასელმა გოგონამ, რომელმაც მასწავლებელი კიბეებიდან დააგორა, სკოლა დატოვოს. სკოლაში რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელიც გამოჩნდა, რომელმაც კონკრეტული მოსწავლე სკოლიდან გაიყვანა. როგორც თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ის კანონის შესაბამისად მოქმედებს და რესურსცენტრი კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. რაც შეეხება სკოლის ეზოში მიმდინარე პროტესტს, როგორც მშობლები, ისე მოსწავლეები ითხოვენ, კონკრეტულმა მოსწავლემ სკოლა დატოვოს და სხვაგან გადავიდეს. მუსიკის მასწავლებელი, რომელიც აცხადებს, რომ მოსწავლემ ხელი კრა და კიბეებზე დააგორა, ტვინის შერყევით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მეტი...

„მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და მობრძანდა ლავროვი” – თეა წულუკიანი

„ძალიან მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და მობრძანდა ლავროვი და დაგვიჯდა, ყოჩაღ ზალკალიანს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. თეა წულუკიანმა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას გაბედული გადაწყვეტილება უწოდა, რადგან მისი შეფასებით, ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის იყო საჭირო. თეა წულუკიანის განმარტებით, ოპონენტები ლავროვის განცხადების გამოყენებას ცდილობენ, როდესაც რუსმა დიპლომატმა თავად თქვა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა. მინისტრის შეფასებით, ოპონენტებმა მინიმიზაცია მოახდინეს იმ საკითხის, რომ თითქოს სულაც არ არის მნიშვნელოვანი ავიარეისების აღდგენა. თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობების სტაბილიზება.

მეტი...