მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” მორიგი 12 წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.

როგორც დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს წევრები არიან: ადვოკატი ალექსი ბოლქვაძე, პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე, პედაგოგი მაია ჭიჭიაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქავა, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მატაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, ჰიდროინჟინერი გიორგი წურწუმია, ფიზიკოსი თამაზ ბუთხუზი.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება გამჭვირვალე სასამართლო სისტემით იწყება და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სუფთა რეპუტაციის მოსამართლეები არ მოიძებნებიან, ის მზად არის, ასეთი კადრები საზღვარგარეთ მოიძიოს.

„ქვეყნის განვითარება იწყება გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის სასამართლო სისტემის დაფუძნებით და თუ ჩვენ არ გვეყოლება ასეთი მოსამართლეები, დროებით ჩამოვიყვანთ ასეთ მოსამართლეებს და ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ უცხოეთში ან აქ უმწიკვლო რეპუტაცია, მივცემთ საშუალებას, მათ შექმნან ასეთი სისტემა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა. .

მსგავსი თემები