შეწყალების საქმეზე, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იკითხება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან.

პროკურატურაში შეწყალების თემაზე ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლია დაკითხვაზე, მათ შორის დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არც ერთ მათგანს არ უსაუბრიათ ჰქონდათ თუ არა რაიმე შემხებლობა იმ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც საგამოძიებო უწყება სწავლობს.

საქმეზე უკვე გამოიკითხა მოკლული დავით ოთხმეზურის მამა გიორგი ოთხმეზური. გამოძიების კითხვებს უპასუხა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

მსგავსი თემები