„პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის ნორმა, რომელსაც პარლამენტიც კი ვერ აჩერებს“ – ნანა კაკაბაძე (ვიდეო)

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების საკითხზე მორატორიუმის აქტს ვერ გამოსცემს და მისი განცხადება მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია. აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და პრეზიდენტისგან მორატორიუმის დოკუმენტი მოითხოვა.

„განცხადებით, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა, დიდი პრობლემები შეუქმნა არა მხოლოდ 10 000-ობით პატიმარს, ვინც დღეს სასჯელს იხდის, არამედ, მან სერიოზული უხერხულობა შექმნა იურიდიული თვალსაზრისითაც. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, შეაჩეროს კონსტიტუციით გათვალისიწინებული ნორმა, რომელიც არის არა მისი უფლება, არამედ, მისი ვალდებულება. შეწყალება, ეს არის  პატიმართა უფლება, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიმართონ პირს, რომელსაც აქვს ვალდებულება, განიხილოს ეს საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილება. თავისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია ყველა იმ პატიმრის უფლება, რომელიც დღეს ზის ციხეში და  ელოდება შეწყალებას“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა მხოლოდ სიტყვები ისროლა, მორატორიუმის აქტი კი რეალურად არც არსებობს.

„რაც შეეხება იურიდიულ აქტს, მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, პრეზიდენტი ვერ მიიღებდა და ვერ შეადგენდა ვერანაირ იურიდიულ აქტს. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არანაირი იურიდიული საფუძველი გააჩნია. კონსტიტუციის ნორმას ვერ აჩერებს პარლამენტიც კი, არა თუ ერთი პირი, თუნდაც პრეზიდენტი. საკონსტიტუციო  ცვლილებას სჭირდება საერთო სახალხო განხილვა. პრეზიდენტმა, ამ განცხადებით, ვერაფერი მიიღო გარდა იმ უხერხულობისა, რომელიც მან ქვეყანაში შექმნა“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

https://mcm.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98/

მსგავსი თემები