საოკუპაციო ხაზთან არსებული საგუშაგო ქართულმა მხარემ გადაიტანა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან არსებული პოლიციის საგუშაგოს გადაწევაზე განმარტებას აკეთებს. სუს-ის ინფორმაციით, საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე. “საგუშაგოს გადატანა განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. მანამდე ამ თემაზე ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ბლოკ-პოსტი სოფელ სინაგურთან გაიხსნა.    შეგახსენებთ, ოსურმა მხარემ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, სოფელ ჩორჩანასთან მდებარე ქართული საგუშაგო აეღოთ. ქართულმა მხარემ კი განაცხადა, რომ ​ბლოკ-პოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება. 

მეტი...

პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეირჩა

პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია.  კენჭისყრის შედეგად დაგროვებული ხმების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახილველად წარდგენილნი იქნებიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე;  ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დღეს ორ ეტაპად წარიმართა. პარლამენტს წარედგინება ყველა ის კანდიდატურა, რომელიც პირველი კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყარა კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს.

მეტი...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდეს. მარიამ ჯაშის განმარტებით, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ჯაშის თქმით, აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. „სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, მომდევნო წლებში სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე…

მეტი...

„არ ვაპირებ ფულის გადახდას, დამიჭერენ – დამიჭერენ“ – ავთანდილ წერეთელი

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ ფულის გადახდას არ აპირებს. ბიზნესმენი და მისი ინტერესების დამცველი დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ის თანხას არ გადაიხდის. „მითხრეს, თუ არ გადაიხდი, დაგიჭერთო. ვუთხარი, არ გადავიხდი და დამიჭირეთ-მეთქი. არ ვაპირებ, ფულს არ გადავიხდი. ტელევიზიაზეა ყველაფერი ატეხილი. ავთო წერეთელი აქ  არავის აინტერესებს. დამიჭერენ – დამიჭერენ“ – განუცხადა წერეთელმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება მის ადვოკატს, როგორც კახა წერეთელმა განმარტა,   გირაოს არ გადახდას შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს. „საკითხი დგას  გირაოს თანხის…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია შეირჩა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ეტაპის კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია შეარჩია. იმ კანდიდატთა ჩამონათვალი, რომლებიც კენჭისყრის მეორე ეტაპს გაივლიან, ასე გამოიყურება: კენჭისყრის შედეგად საბჭოს 12 წევრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა (11 ხმა) ორმა კანდიდატმა – საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ და უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ მიიღეს. 10 ხმა მიიღეს – მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე; ცხრა ხმა – თამარ ალანია, თამარ ზაბახიძე, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე; რვა ხმა – მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე,  ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ​გოჩა ჯეირანაშვილი; შვიდი ხმა – ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე. მეორე კენჭისყრაზე სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20…

მეტი...

6 000-ზე მეტი პედაგოგი, ნებაყოფლობით პენსიაზე გავიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით,  ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა საპენსიო ასაკის 6 ათასამდე პედაგოგმა გადაწყვიტა. მისივე თქმით, მასწავლებლებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით) და ორი წლის განმავლობაში მიიღებენ საპატიო ჯილდოს ანაზღაურების სახით.  “პირველი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, ეს არის საპენსიო ასაკისთვის განკუთვნილი ეროვნული ჯილდო, ორი წლის ანაზღაურება. ის პედაგოგები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ამდენი წლის შრომის შემდეგ დამსახურებულად და რაც მთავარია, ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა, სახელმწიფო უზრუნველყოფს, ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ძალიან მოხარული ვართ, რადგან შეგვიძლია…

მეტი...

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში 55 000 ახალი კომპიუტერი შევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით,   ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. მისი თქმით, კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდა. „მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების „ვაიფაით“ უზრუნველყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო…

მეტი...

“ან გახარიამ გადაასწრო ჭკუით , ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით და გახარია გახდა ლიდერი”- დავით ჭიჭინაძე

„როდესაც ბახტაძის წარდგენა ხდებოდა, ასე გვითხრეს, ეს ყველაზე ჭკვიანია თქვენს შორისო. ახლა კი, როგორც ჩანს,  ან გახარიამ გადაასწრო ჭკუით , ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით კიდე უფრო და გახარია გახდა ლიდერი,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე  გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს. დავით ჭიჭინაძის თქმით, ახალი  მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვალა, ამიტომ, მათ მხარს არ დაუჭერს. „რეალობა კი ასეთია:  ეკონომიკის მინისტრობის დროს, გახრია  არ გამოირჩეოდა ინიციატივებით. მის პერიოდში არც ეკონომიკური ცვლილება არ მომხარა, არც არანაირი კანონის ინიცირება.  შს მინისტრობის დროს კი,  თავი დაგვამახსოვრა როგორც უიღბლო მინისტრმა და საკმაოდ ბევრი პრობლემა…

მეტი...

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხედრას სთავაზობს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დამოუკიდებელ დეპუტატებთან ცალკე შეხვედრას სთავაზობს. თუ უმრავლესობა ამას არ დათანხმდა, მაშინ ისინი გაურბიან კრიტიკულ კითხვებს. „ვთავაზობ საპარლამენტო უმრავლესობას, თუ მათ აქვთ გამბედაობა და შეუძლიათ, ყველა კითხვას პასუხი გასცენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდეს პრემიერობის კანდიდატი ფრაქციის ფორმატის პრინციპით, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, შევხვდეთ რამდენიმე საათის განმავლობაში გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მას ჰქონდა პრობლემები 20 ივნისამდეც, რადგან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუ აქვს უმრავლესობას გამბედაობა, ჩვენ ვთავაზობთ, დამოუკიდებელ დეპუტატებს შეგხვდეს მათი ფალავანი. მთელი პროცესი, რაც იქნება საპარლამენტო მოსმენის დროს, იქნება ტაშის გრიალი, ამხანაგური შეხვედრა, რომლებიც ვერ გამოდიან კომუნისტური რეჟიმიდან“, – განაცხადა დამოუკიდებელმა…

მეტი...

” ვერ ვისმენთ განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან, რატომ მიდის დაკავებული პოსტიდან”- ირმა ინაშვილი

საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით,  მთავრობის მიერ წარდგენილი სისტემური ცვლილებები მოკლებულია მეცნიერულ ანალიზს. მისი თქმით, საზოგადოება ვერ იღებს განმარტებას, რატომ მიდის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, რომელზეც ამბობენ, რომ წარმატებული პრემიერია. „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა. ყოველი ამ ცვლილების დროს ვერ ვისმენთ განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან, რატომ მიდის დაკავებული პოსტიდან, რა არგუმენტაცია აქვს, არადა, გვესმის შეფასებები, რომ ის იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რატომ მიდის პოსტიდან, მისი მხრიდან განმარტებები არ გვესმის, რაც მიმაჩნია საზოგადოების უპატივცემულობად. ყოველთვის უნდა იყოს განმარტებული, რატომ მიდიხარ პოსტიდან. სამწუხაროდ, ცვლილებები, რასაც წარმოადგენს…

მეტი...

“გუგუტიანთკარსა და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა” – ზალკალიანი

“გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა პარტნიორებთან ერთად, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მხრივ გადამწყვეტი და ერთ-ერთი მთავარი არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. „ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი დღეს არსებულ ფორმატებს შორის, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი მოთამაშის, აქტორის თანდასწრებით. ეს გახლავთ ევროკავშირი, ეუთო და ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ზალკალიანმა.…

მეტი...

ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძი აშენდება

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.  სატრანსპორტო კვანძი იქნება ერთკილომეტრიანი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას ერთმანეთთან დააკავშირებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მეორე ნაწილი იქნება ლისიდან ჩამოსასვლელი გზა, რომელზეც მუშაობა დაწყებულია. „ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა. ეს…

მეტი...

ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. სამართალდამცავ ორგანოებს სავარაუდო მოწმეებისგან ან მისი ნაცნობებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების იმედი აქვთ. პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რუსეთის 48 წლის მოქალაქის ფოტო, რომელიც დაკავებულია. ამასთან, გამოქვეყნდა მისი კუთვნილი ველოსიპედისა და სკუტერის ფოტოებიც. გამომძიებლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიაწოდონ სამართალდამცავებს დამატებითი ინფორმაცია მამაკაცის გადაადგილების, ასევე მისი შესაძლო ახლობლების შესახებ, რაც პოლიციას საქმის გახსნაში დაეხმარება. საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მეტი...

59 ოჯახს, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები, ერთ ლარად საკუთრებაში, 59 ოჯახს გადაეცა.  მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს,  დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს გადაეცა. „იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს,  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან…

მეტი...

„ეს ნიშნავს ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზირებას, ბრძოლის ველი არჩევნებია“ – მამუკა კაციტაძე

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის უწყებაში გადაყვანა ძალოვანი სტრუქტურის პოლიტიზების მანიშნებელია. მისივე შეფასებით, არსებული მოცემულობა არასასურველი და მიუღებელია. „როდესაც ძალოვან სტრუქტურებში მოდის ესა თუ ის პირი, კანონის თანახმად, ის არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრიც კი, არა თუ ლიდერი. ამ შემთხვევაში კი, თავდაცვის მინისტრად გვევლინება მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი. ეს ნიშნავს ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზირებას”, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, “მედიაცენტრ მთავარში” სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა მივიღოთ როგორც არასასურველი და მიუღებელი მოცემულობა, რომელსაც უნდა შეეწინააღმდეგო და…

მეტი...

გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგება და გამწვანება

დედაქალაქის მერის ინიციატივით, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგება და გამწვანება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გმირთა მემორიალთან ტროტუარი უკვე ეწყობა. სამომავლოდ კი, ტერიტორიაზე არსებული ნარგავები და მწვანე საფარი განახლდება. „მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გმირთა მოედანთან არსებული მემორიალის ირგვლივ განვახორციელოთ სამუშაოები, რადგან მცენარეები დაზიანებულია. მემორიალთან უკვე დავიწყეთ ტროტუარის მოწყობა და რადგან ამ პროექტს ვახორციელებთ, ამ კონკრეტული ადგილის გაკეთილშობილება, მცენარეების ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გმირებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. ამ ყველაფერს შესაბამისი დაფასება, ამ კონკრეტულ ადგილს კი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩემი…

მეტი...

„გიორგი გახარია, დღეს, სერიოზულად დაჭრილია“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გასაპრემიერებლად, სწორი დრო შეარჩიეს. კითხვაზე რატომ არ დანიშნეს ის პრემიერად მაშინ, როცა მამუკა ბახტაძეს ნიშნავდნენ, უსუფაშვილი ამბობს, რომ მაშინ ის საკმაოდ ძლიერი იყო, დღეს კი სერიოზულად დაჭრილია. „გიორგი გახარია წელიწად ნახევრის წინ, გაცილებით ძლიერი ფიგურა იქნებოდა, პერსონალური ავტორიტეტისა და ძალის მქონდე, ვიდრე დღევანდელი გახარია, რომელიც სერიოზულად დაჭრილია, სერიოზული პრობლემა აქვს კისერზე ჩამოკიდებული და შესაბამისად, მას ინდივიდუალური მოძრაობის საშუალება არ აქვს. ივანიშვილისთვის წელიწად ნახევრის წინ გახარია იყო საჭირო კაცი, მაგრამ, თან, საფრთხის შემცველი და დღევანდელი გახარია მისთვის ისევ არის საჭირო კაცი და ამასობაში…

მეტი...

„თუ სიტყვით ვერ გაიგებ, საარჩევნო შედეგით მოგიწევს წასვლა“ – დავით უსუფაშვილი საპროტესტო აქციებზე

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ აქციები პარლამენტის შენობის წინ „გახარია წადის“ მოთხოვნით არ შეწყდება. როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვინ როდის უნდა წავიდეს, აქციის მონაწილეებს კონკრეტული ვადა და თარიღი არ დაუთქვამთ. „ზაფხულში, ახალგაზრდების გმირული დგომა, არ მგონია, შეწყდეს შემოდგომასა და ზამთარში. ვფიქრობ, ეს არის გააზრებული ქმედებები და ამ ადამიანებს დიდი პასუხიმგებლობა აქვთ აღებული. ვხედავ იქ სერიოზულ ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ შეძახილებით პირველივე ჯერზე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. აქციის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის მაღალი დონე იმაში გამოიხატა, რომ ბევრი სხვა აქციისგან განსხვავებით, „დედლაინები“ არ…

მეტი...

“სანდო კადრებს გადაეცათ იარაღი” – კაციტაძე სამთავრობო ცვლილებებზე

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას დაასახელებდა. როგორც კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამთავრობო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებთანაა დაკავშირებული. მისი შეფასებით, ეს არის გზავნილი, ხელისუფლების მხრიდან, რომ არჩევნები იქნება აგრესიული, ხისტი და ყველა იმ ფორმებითა და საშუალებებით დახუნძლული.   ამასთან, კაციტაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ ერთი წლით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ არჩევნები. “ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ივანიშვილი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად არ წარადგენდა. შემდეგ კი, როდესაც ეს მოხდა, დავრწმუნდი, რომ ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონია ივანიშვილზე, ვიდრე რეალურად არის. გახარიას დანიშვნას დაემატა ღარიბაშვილის დანიშვნა…

მეტი...

თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა სამხარაძე წარადგინა

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კახა სამხარაძეს თვითმმართველობაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. „რამდენიმე თვეა, სამგორის რაიონი გამგებლის კანდიდატურის გარეშე იყო. შესაბამისად, მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას და კერძოდ, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს წარვუდგინო მათი ახალი გამგებლობის კანდიდატი – კახა სამხარაძე.  ის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში და აქვს თვითმმართველობაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ სამგორის რაიონში გვაქვს დაგეგმილი, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა გამგებლობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში…

მეტი...

“ცივი ომის მთავრობა” – დავით უსუფაშვილი მინისტრთა კაბინეტზე

“ეს სხვა არაფერია, თუ არა, საარჩევნოდ, „ცივი ომის მთავრობა“ – ასე აფასებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებს. როგორც უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ძალოვანი უწყებები აქტიურად იქნებიან ჩართულები. “აქცენტი კეთდება ძალაუფლების ინსტრუმენტებზე. თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით გამაგრდება, მაშინ, თვლის, რომ მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს.​ სამთავრობო ცვლილებები, სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ, “ცივი ომის მთავრობის“ შექმნა. ეს არის მთავრობა, რომელიც იმუშავებს მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის. იმიტომ ვეძახი ამ მთავრობას საარჩევნო ომის მთავრობას. გახარიას შერჩევით, ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ძალიან…

მეტი...

“გახარიამ 20 ივნისის ღამეს მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია დაიცვა” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის თაობაზე, დადებითად აფასებს. როგორც მან “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით გახარიამ კონსტიტუცია დაიცვა.  “თუ ძალისმიერი შეჭრა მოხდებოდა პარლამენტში, შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო. მან მიიღო მძიმე გადაწყვეტილება და არ წავიდა კომპრომისზე პოლიტიკურ ძალებთან. რომ დაეთმო და შეეშვა ისინი პარლამენტში, ეს იქნებოდა კონსტიტუციის უხეში დარღვევა”, – განაცხადა გია აბაშიძემ.  ანალიტიკოსი პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარტია “ევროპული საქართველოს” წევრების მისვლას სასტვენითა და წარწერებიანი მაისურით – “სირცხვილია!”, გამოეხმაურა. “გუშინაც სასტვენიან დეპუტატსა და მის თანამოაზრეებს ჰქონდათ პარლამეტში შეჭრის მცდელობა. რისთვის უნდოდათ ეს და რა…

მეტი...

“ის აქციები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ იმართება, მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს” – გია აბაშიძე

„გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. აბაშიძის შეფასებით, ის აქციები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ იმართება, მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს. „გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელება იმის ნიშანია, რომ აქტიური საარჩევნო ფაზა დაწყებულია. ის აქციები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ იმართება, მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს. მითუმეტეს, მან წარმატებული რეფორმები განახორციელა შსს-ში, სწორედ ამ პროტესტის ფონზე. ამასთან, პროტესტის მასშტაბურობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ყველა გახარიას პოლიტიკის წინააღმდეგია“, – განაცხადა აბაშიძემ…

მეტი...

“არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის“ ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება“- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალგაზრდების  დაწყებული გულწრფელი პროტესტი, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა  სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შეტევისთვის გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება, დღემდე ზრუნავს, რომ დაშავებულ ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობას ლეგიტიმური პასუხი გასცა.     „გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებამ არჩევნებში არ დაუჭირა მხარი უმრავლესობით, არ ჩააბარა ხელისუფლება და არ მისცა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში,  შეუძლია ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი საღამოს გადააქციოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის ძალადობრივ მოქმედებად? თქვენ გსურთ ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ერთ…

მეტი...

რას გვთავაზობს ახალი სამთავრობო გეგმა განათლების კუთხით?

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმის მიხედვით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი – განათლებაა. დოკუმენტში წერია, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზიური და უსაფრთხო გარემო, აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის კონტროლის სისტემა. ეროვნულ დონეზე შეიქმნება სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების, განვითარებისა და მართვის მოდელი და მექანიზმები. აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების  ბაზაზე. …

მეტი...

სამცხე-ჯავახეთში ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ სვირში მიმდინარეობს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

200 მლნ ლარი, დევნილთა ბინების უზრუნველსაყოფად და პენსიების ზრდა – გიორგი გახარიას სამთავრობო გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საკანონმდელო ორგანოში 36 გვერდიანი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმა წარადგინა. სამთავრობო გეგმაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლების ზრდას. სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2019-2020 წლებში, დევნილთა ბინების უზრუნველყოფაზე, 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოხდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა. “ხელისუფლება გაააქტიურებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. დაიხურება ყველა ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი,…

მეტი...

სამტრედიაში, ნავთობბაზარს ცეცხლი გაუჩნდა

სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ხანძარია. ცეცხლი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს. საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი გაგრძელდება – გახარიას სამთავრობო გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმაში ვკითხულობთ, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა გაგრძელდება. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პროცესი არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. „მოხდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების ხელშეწყობის გზით; გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით. მიმდინარეობს მუშაობა თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს. „ირაკლი შენგელიას ცოლისძმამ, მოსამართლე ლევან თევზაძემ კანდიდატურა მოხსნა! არაერთხელ მოვუწოდე ამ ბატონებს, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი და აცილება იყო საჭირო, რაც მაშინ არ გაითვალისწინეს. თუმცა, ბოლოს, თევზაძემ საერთოდ მოხსნა კანდიდატურა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია, მაგრამ ძალიან კარგია”, – წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 13:00 საათზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის.

მეტი...