„ თუ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ” – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების გაზრდა, გაუთვალისწინებელ ხარჯებს უკავშირდება.

მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობა, ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„ თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები. მოხდა ცვლილება, პრეზიდენტი გადმოვიდა ახალ რეზიდენციაში. აქაა მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ხდება პრაქტიკულად ახალი სივრცის და ოფისის მოწყობა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება.

მსგავსი თემები