ბავშვებით ვაჭრობაში მონაწილეობის ბრალდებით საბერძნეთში 3 ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, 12 პირი დააკავა, მათ შორისაა სამი ქართველი ქალი, რომელიც, სანდო წყაროს ინფორმაციით, უმსხვილეს დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ბერძნული ინფორმაციის ცნობით, დაკავებულებს შორისაა ბერძენი ადვოკატი და ექიმი.  გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები თითო ბავშვს 25 000 ევროდ ყიდდნენ. ისინი ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთანანაც თანამშრომლობდნენ, სადაც უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ. ყველა დაკავებული თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მეტი...

“შეწყალების გადაწყვეტილების მიღების დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არ იყო” – ნანა ლორთქიფანიძე

მოკლული დავით ოთხმეზურის ნათესავი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მას შორის შემდგარ კომუნიკაციას იხსენებს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულის ასლან ბეჟანიძის შეწყალებისას ზურაბიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა. “პირველი რაც მითხრეს ეს იყო, რომ ამ გადაწყვეტილების დროს პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფებოდაო. ასეთი ახსნა-განმარტება წერილობით, ტელეფონზე მესიჯითაც მომივიდა და შემდეგ სატელეფონო საუბარშიც სხვა ადამიანმა მითხრა”- განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

მეტი...

დაკითხვების სერია გრძელდება – დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარა. გაბუნია მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11:00 საათზეა დაბარებული. შეგახსენებთ, რომ პროკურორებმა სკანდალური შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, უკვე გამოკითხეს გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა. სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის, მკვლელობისთვის მსჯავდებული რამდენიმე პირია.

მეტი...

“ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის, კონსტიტუცია მაღალი ღირებულებაა, ბიბლია – მორალი” – მერაბ გაბინაშვილი

“თქვენთვის, როგორც მოსამართლისთვის, რომელია პირველი წიგნი – კონსტიტუცია თუ ბიბლია?“, – ამ კითხვით მიმართა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს. გაბინაშვილმა კი უპასუხა, რომ მისთვის, როგორც მოსამართლისთვის, კონსტიტუცია მაღალი ღირებულებაა, ხოლო ბიბლია – მორალი. „ჩემთვის, როგორც მოსამართლისა და საჯარო მოხელისთვის, კონსტიტუცია არის ძალიან მაღალი ღირებულება. ესაა ის მთლიანი ხერხემალი, რასაც ჩვენი სახელმწიფო ეყრდნობა თავისი სამართლებრივი განვითარების გზაზე. ვთვლი, რომ ეს მცნებები ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. დანარჩენი, მათ შორის ბიბლია, მე ვარ ქრისტიანი ადამიანი, არის ჩემი მორალი. მის ღირებულებებთან ვარ სრულ თანხვედრაში და ვცდილობ, ვიცხოვრო…

მეტი...

“შეწყალებაზე პასუხისმგებელია სალომე ზურაბიშვილი, არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია” – გიორგი ოთხმეზური

“შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით, თუ მტრობით”, – ამის შესახებ დავით ოთხმეზურის მამამ, გიორგი ოთხმეზურმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე, რომელი ვერსიაა მისთვის დამაჯერებელი, გიორგი ოთხმეზურმა უპასუხა, რომ არც ერთ ვერსიას არ აქვს მისთვის მნიშვნელობა. “კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან, მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მე უარი ვუთხარი“, – აღნიშნა ოთხმეზურმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.…

მეტი...

ზაზა სარალიძე დაჭერების სერიას აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ახალ დაკავებებს არ გამორიცხავს. როგორც ზაზა სარალიძემ მისი შვილის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, ვისაც კი ამ საქმესთან ჰქონდა შეხება, ყველა დაისჯება. “სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა. ვგულისხმობ ბავშვებსაც, დამნახავებსაც. სამოხელეო ნაწილზე დაწყებულია გამოძიება. საქმის მასალებიდან ძალიან კარგად იკვეთება, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მისაცემი. ეს შთაბეჭდილება აქამდეც შექმნილი მქონდა, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე მოწმის ჩვენებით გამიმყარდა”, – განაცხადა სარალიძემ. მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა…

მეტი...

აჭარისა და აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა – ჯემალ გამახარიამ და დავით გაბაიძემ ხელი მოაწერეს ოთხი მუხლისაგან შემდგარ დოკუმენტს, რომელიც ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის  გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთთან კოორდინაციითა და რესურსების ურთიერთგაცვლით საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი სხდომები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები ჩატარდება, რომლებიც აჭარაში მცხოვრები დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით კი, ორი საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობას სხვა დატვირთვაც აქვს. „აქ დიდი…

მეტი...

“მინდოდა იმ დევნილებს შევხვედროდი, სხვებზე მეტი პრობლემა რომ აწუხებთ” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია  დაბა ჩაქვის ყოფილი საჯარო სკოლის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ეწვია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების პრობლემურ საკითხებზე შუამდგომლობასა და მოგვარებას დაპირდა. „არსებული სიტუაცია კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის ძალებით მისი მოგვარება შეუძლებელია. გარკვეულ პრობლემათა აღმოფხვრა სცდება აფხაზეთის ხელისუფლების პრეროგატივას, ჩვენ რომ გვქონდეს შესაბამისი დაფინანსება. მერწმუნეთ,  დიდი ხნის წინ შევძლებდით ამ ხალხის მოვლა-პატრონობას”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ. გამახარიას განცხადებით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებს შორის ახლახანს გაფორმებული მემორანდუმის  ცალკეული პუნქტები ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში განსახლებული დევნილების პრობლემების მიზანმიმართულ დარეგულირებას…

მეტი...

სუს-ი ჩორჩანას სიახლოვეს რუსული ვერტმფრენის გამოჩენას ადასტურებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დღეს, 24 სექტემბერს უკანონო ფრენა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, იმფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM). რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, სუს-ის ცნობით, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

მეტი...

“ნიკა მელიას სამაჯურს ისევ დავადებდი” – მერაბ გაბინაშვილი

“დღესაც რომ ვიხილავდე ნიკა მელიას საქმეს, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი და ისევ სამაჯურს დავადებდი”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის შეკითხვას, ნიკა მელიასთან დაკავშირებით. “ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმეთ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღეთ, რომ თუნდაც 20 კაციან სიაში მოხვედრილიყავით, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ? თუნდაც იმიტომ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 100% გეტყვით, რომ თქვენი საქციელი გაუხარდებოდათ. როცა ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა და საჯარო სივრცეში გამოსვლა და ქვეყნის გარეთ გადაადგილება აუკრძალა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში მოგმართათ, თქვენ კი ნიკა მელიას პირველ ინსტანციასთან…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით იზრდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით ეზრდება. ამას ითვალისწინებს 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტში საქართველოს მთავრობამ წარადგინა. “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკითა და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით”, – ნათქვამია მთავრობის დასაბუთებაში.

მეტი...

უშგულში უკანონო მშენებლობებმა, შესაძლოა, ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს

“უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, შესაბამისად მის „გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას“, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება”, – ასე ეხმაურება “ICOMOS საქართველო” სოფელ ჩაჟაშის(უშგული, ზემო სვანეთი) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე შექმნილ ვითარებას. როგორც “ICOMOS საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შემუშავებული პროექტის დარღვევით ხორციელდება – იყენებენ არატრადიციულ, არათავსებად მასალებსა და ტექნოლოგიებს, რაც საავტორო ზედამხედველობის არარსებობისა და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგია. “უშგულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო შექმნილი ვითარება სიღრმისეულად უკავშირდება ძეგლის მართვის სისტემის პრობლემებს. ეს…

მეტი...

“არსებობს რამდენიმე ფაქტი” – ეკა ბესელია პირადი ცხოვრების, ფარულ ჩანაწერებზე

“ხელისუფლებამ ვერ შეძლო სისტემის ისე გამართვა, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი. „ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას თავად უნდა გადააბიჯოს. ამ საკითხზე სხვა ვერავინ ისაუბრებს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი. ვიცი იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ. მანამდე კი, 2019…

მეტი...

“ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შევაფასებ” – მოსამართლეობის კანდიდატი

“ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც ავად და არც კარგად არ შევაფასებ,” – ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეკა ბესელიამ მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმის აპელაციაში დაბრუნება და კერძო განჩინების გამოტანა. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მერაბ გაბინაშვილის მოსმენა გრძელდება. დეპუტატების კითხვები ძირითადად მის წარსულ სამოსამართლეო საქმიანობას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ეხება. კანონმდებლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას, მას დეპუტატების მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გახსენება მოუწია, რაც 10 საათს გაგრძელდა.

მეტი...

ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება და სანქციები დაწესდება

„ვისაც ბუნებრივი აირის  ქსელი მოწყობილი აქვს, სანამ ზამთარი დადგება და ჩართავთ გამათბობლებს, ჩვევაში გქონდეთ, შეამოწმოთ გაზის გაყვანილობის სისტემა“ – აღნიშნული განცხადება ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც მალე ამოქმედდება. „საკანონმდებლო  რეგულაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. ამაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო ჩართულია. რეგულაციის პროექტი მალე მზად იქნება. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კანონმდებლობით მოწესრიგდება არის ის, რომ ვერც ერთი კომპანია, სერთიფიცირებული სპეციალისტის გარეშე ვერ იმუშავებს;  მეორე –  აუცილებელი და სავალდებულო იქნება გაზის დეტექტორების დაყენება; მესამე – დარღვევებზე სანქციები გამკაცრდება. კერძოდ, პასუხისმგებლობა თავად მოქალაქეებს დაეკისრებათ. იქნება საჯარიმო სანქციები, თუმცა,…

მეტი...

როგორ გადავირჩინოთ თავი, როცა საქმე ბუნებრივ აირს ეხება?!

20 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული – ეს, მხოლოდ ერთი თვის სტატისტიკაა, რომელიც ბუნებრივი არით გამოწვეულ აფეთქებას უკავშირდება. როგორ გადავირჩინოთ თავი, ამ თემაზე ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ძირითადი პრობლემა გაუმართავი შიდა ქსელებია. ქალაქის ნახევარზე მეტ ოჯახს გამათბობლები მოწყობილი აქვს კუსტარულად. ვერც ერთი ადამიანი დამისახელებს, რომ, გამათბობელი სერთიფიცირებულ სპეციალისტს დაამონტაჟებინა. რაც შეეხება ამ მხრივ საშიშ და საფრთხილო უბნებს, ესენია: ძირითადად ისანი-სამგორის რაიონი, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი საფრთხე დაფიქსირდა; ასევე, ნაძალადევის რაიონის გარეუბნები, სადაც, ბინის გაქირავება შესაძლებელია შედარებით იაფად. მაგალითად, კერძო სახლი დაყოფილია ოთახებად და ყველგან გამათბობელი დამონტაჟებულია კუსტარულად“,…

მეტი...

ხელისუფლება „საქნახშირს“ მიმართავს, მეშახტეებს ხელფასი გადაუხადოს

შახტაში ჩასულ მეშახტეებს, რომლებიც მაღაროდან პროტესტის ნიშნად არ ამოდიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამოეხმაურნენ. კერძოდ, უწყება „საქნახშირს“ მოუწოდებს, სახელფასო დავალიანება დაფაროს. „მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ამასთან, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით. კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა.…

მეტი...

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე ცნობით, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მეტი...

ლევან კობერიძე, მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს

უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს. დეპუტატის თქმით, სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმა უნდა დაიწყოს და არა ფასადური ცვლილებები. „ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარი „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ. უნდა დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური ცვლილებები – პირველი ნაბიჯი კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით, იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს,” – განაცხადა ლევან კობერიძემ. 

მეტი...

გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ჯიხვი, ლაგოდეხის ერონულ პარკში ვიდეო ხაფანგმა დააფიქსირა

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კავკასიური ჯიხვი საქართველოში გადაშენების პირასაა. მისი თქმით, გაქრობის მიზეზი ბრაკონიერობაა.  ზურამ გურიელიძემ აღნიშნა, რომ გადაშენების პირასაა კავკასიური ირემიც. „ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო ირმების გაქრობა, შემდეგ 90-იან წლებში, როდესაც ძალიან მაღალი იყო ბრაკონიერობა. მე ამ პროცესებს ცხოველების ხოცვის მასობრივ კატასტროფას დავარქმევდი. მაგალითად, 1991 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი იყო აღრიცხული, ხოლო 1997 წელს 80 ირემი დარჩა,“ – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე ინფორმაციით, თუ ჯიხვების შემთხვევაში ბრაკონიერები რქებისთვის აწყობენ სასაკლაოს, ირმის შემთხვევაში, მათ მთლიანად იყენებენ: „ირმებს…

მეტი...

ტოჩინოშინი, სასულიერო პირები, სპორტული საზოგადოება – ვინ იყვნენ რამაზ დევაძის შეწყალების რეკომენდატორები?!

მსოფლიო ჩემპიონს, მოჭიდავე რამაზ დევაძის შეწყალების  რეკომენდატორები საკმაოდ ცნობილი, ცნობადი და პატივსაცემი ადამიანები, ორგანიზაციები თუ უწყებები იყვნენ. ჩამონათვალში ფიგურირებენ  სასულიერო პირები, რომლებიც  როგორც მოჭიდავეს იცნობდნენ, ისე, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ინცინდენტის საქმეს გაეცნენ, რომელიც თარაშ მუკბანიანის სიკვდილითა და მოჭიდავის ციხეში მოხვედრით დასრულდა.      როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რამაზ დევაძის რეკომენდატორებმა რეკომენდაციის წერილი მას შემდეგ გასცეს, რაც დარწმუნდნენ, რომ ეს იყოს შემთხვევითობა და არა განზრახ მკვლელობა. „რამაზ დევაძეს ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა, მათ შორის, სპორტული ფედერაციები, კრივის ფედერაცია, აჭარის ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია, ცნობილი და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები,…

მეტი...

შახტში ჩასული 15 მეშახტე ამოსვლაზე უარს ამბობს

ტყიბულში, მინდელის და ძიძიგურის 15-მდე მაღაროელი შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს. მაღაროელები აცხადებენ, რომ სანამ, მიმდინარე ხელფასების გაცემა და მათი სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით არ მოხდება, შახტიდან არ ამოვლენ.  პროფკავშირების ინფორმაციით, მაღაროელების შრომითი ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა კომპანიამ ისინი თანხის გარეშე დატოვა და ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების გაცემა. მათივე ცნობით, მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. “მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს,…

მეტი...

მოტოციკლეტი „ჯიპს“ შეეჯახა, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

მართალია, შსს მოპედებისა თუ მოტოციკლეტების მფლობელებისთვის რეგულაციებზე მუშაობს, თუმცა, სანამ ინიციატივა კანონმდებლობაში აისახება, მოუწესრიგებელ სისტემას არაერთი ადმიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი შემთხვევა გუშინ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გლოვოს“ მოპედი და მოტოცილკეტი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდნენ, რა დროსაც, “ჯიპის“ მარკის ავტომანქანასთან შეჯახება მოხდა. ორივე მძღოლი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ის, რომ „გლოვოს“ მოპედების  მძღოლები როგორც სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ასევე მგზავრებისთვის სახიფათოა და ხშირად ქმნიან ავარიულ სიტუაციას, ამაზე „მედიაცენტრი მთავარი“ არაერთხელ წერდა. ათეულობით შემთხვევა არსებობს, როცა მოპედების გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით თუ უკონტროლობით სხვა ადამიანები დაზარალდნენ. საკანონმდებლო ინიციატივით კი, მოპედებსა და…

მეტი...