“კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რომელსაც მუდმივად ვისმენდი თქვენი მხრიდან” – აკაკი ზოიძე

​”კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რომელსაც მუდმივად მთელ ამ პროცესში ვისმენდით თქვენი მხრიდან და ასევე ის, რაც მოცემულია ანგარიშში – კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე” – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. „კოლეგებმა მთხოვეს მადლობით არ დაიწყოო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მადლობა ითქვაო და მადლობით არ ვიწყებ. უბრალოდ გამოვხატავ კმაყოფილებას იმ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვქონდა მთელი წლის განმავლობაში თქვენთან, თქვენ მოადგილეებთან, თქვენი აპარატის თანამშრომლებთან, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა,…

მეტი...

“სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა” – პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.  პროკურატურის განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს პროკურატურა, მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა. სახალხო დამცველს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, პროკურატურაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს გაეცნოს  იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი პროკურატურაში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად. სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ ხშირად გამოირჩევა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე  სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული მოწოდებებით,…

მეტი...

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს ბრალი წარედგინა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორი ლეხმანს ბრალი წარედგინა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას ინარჩუნებს. „მტკიცებულებები საკმარისი არ არის. ნუ გამოხვალთ იმ საქმის მასალებიდან, რაზეც ბრიფინგი ჩატარდა. ეს სულ სხვა საქმეა და აქ შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს სჭირდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, საქმეში არ იკვეთება. რასაც ედავებიან, ტრეფიკინგი არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ფაქტობრივად, ტრეფიკინგთან მიმართებაში მტკიცებულებები საერთოდ არ არის საკმარისი. რამდენად არის პორნოგრაფიული მასალების დამზადება და გასაღება, ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, – განაცხადა ადვოკატმა. არასრულწლოვნების პორნოგრაფიის…

მეტი...

აღმაშენებელზე ეროვნებით არაბი მამაკაცი დაჭრეს

ცოტახნის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე, მარჯანიშვილის მეტროსთან ეროვნებით არაბი მამაკაცი დაჭრეს. გავრცლებული ცნობით, სავარაუდო მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მამაკაცი საავდმყოფოშია გადაყვანილი.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციელებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

მეტი...

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის „ქართუს“ სტიპენდია დაწესდება” – ნიკოლოზ ჩხეტიანი

“ფონდი „ქართუ“ მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „ქართუს“ სტიპენდია“, – ეს განცხადება ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა გააკეთა, სადაც ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.  ამასთან, მისი თქმით, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფოა, სწავლის გადასახადი იქნება იგივე, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საცხოვრებელს, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს. ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობასთან, უნივერსიტეტის რექტორთან და გერმანელ მეცნიერებთან ერთად დაათვალიერა.

მეტი...

ხვალ, აქციის გამო, პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

20 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დაანონსებული აქციის გამო, პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ აქცია 20 სექტემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

მეტი...

მუცლად მყოფი ჩვილის ორგანიზმში დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები აღმოაჩინეს

ბელგიელმა მეცნიერებმა მუცლად მყოფი ჩვილის ორგანიზმში დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები აღმოაჩინეს. “გარდიანის” ინფორმაციით, გამონაბოლქვისა და საწვავის წვის კვალი მათ ექოსკოპიის მონიტორზე დაინახეს. საშიში ნაწილაკების არსებობა ფეხმძიმე ქალის პლაცენტაზეც დადასტურდა. კვლევა ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში არამწეველ ორსულებზე ჩატარდა. მეცნიერებმა სულ 25 პლაცენტა შეისწავლეს. მათი განცხადებით, მუცლის მოშლის გაზრდილი რიცხვი, ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის მცირე წონა პირდაპირ კავშირშია დაბინძურებულ ჰაერთან.  მეცნიერები გვირჩევენ, გადატვირთული გზებისა და გამონაბოლქვის სიახლოვეს ყოფნას მაქსიმალურად ავარიდოთ თავი.  როგორც “გარდიანი” წერს, მსოფლიო მოსახლეობის 90% ჯერ კიდევ ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზღვარს აჭარბებს. 

მეტი...

„პარლამენტზე შტურმის აღკვეთას მოსახლეობა სწორად აფასებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობა სწორ დასკვნებსა და შეფასებებს აკეთებს.  „კვლევაშიც ჩანს, რომ 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმის აღკვეთას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს. კვლევის თანახმად, საზოგადოების 43% მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რაც სწორი შეფასებაა,  რადგან,  საქართველოს პარლამენტში გავრილოვის სტუმრობა ხელისუფლების წარმომადგენლების უხეში შეცდომა იყო. ეს კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს როგორც საბაბი. ამ საბაბით, აქციამ, დღის მეორე ნახევარში  ძალადობრივი ხასიათი მიიღო“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატის შეფასებით, გამოკითხულებმა, ხელისუფლებას…

მეტი...

შესაძლოა, მალე, წყლის ტაქსებმა ელექტროძრავით იმუშაონ

ფრანგული სტარტაპი – სიბაბლი(ზღვის ბუშტუკები), ცდილობს წარმოებაში ჩაუშვას უკვე არსებული წყლის ტაქსის ეკომეგობრული პროტოტიპი, რომელიც ელექტროძრავით იმუშავებს. საპილოტე მოდელი უკვე აგებულია. ჟენევის ტბის შემდეგ კი, ის მდინარე სენაზეც გამოსცადეს. პროექტის ბიუჯეტი 3.500.000 დოლარს შეადგენს  წყლის ტაქსის კაბინაში 4 მგზავრი ეტევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 11 და 15 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას ის უხმაუროდ მიცურავს, თუმცა ტალღების წინააღმდეგობის გადალახვის ფუნქციითა და დამატებითი ძრავით, მისი სიჩქარე, შესაძლოა, 46 კმ/სთ-მდე განვითარდეს.   სტარტაპერები მომდევნო 5 წლის განმავლობაში თავიანთი პროდუქტის 50 სხვადასხვა ქალაქში დამკვიდრებას გეგმავენ. 

მეტი...

წყნეთში, სპორტული ცენტრი გაიხსნა

წყნეთში, ამილახვარის ქუჩის N21-ში სპორტული ცენტრი გაიხსნა. სპორტულ ცენტრის 700-მდე კვ. მ ფართობზე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.  როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს. „ეს არის პატარა კომპლექსი. იცით, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა რამდენად მნიშვნელოვანია და ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიამ, გამგეობებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განახორციელონ, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტს, სპორტულ…

მეტი...

თბილისში, სტუდენტმა ჩვილი იპოვა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, სტუდენტმა მიტოვებული ჩვილი იპოვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი კალათაში იყო მოთავსებული. ახალშობილი ბიჭი, დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა. შსს ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

მეტი...

“გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” – კამპანია ზემო სვანეთის მხარეში

ზემო სვანეთის მხარეში, კამპანია – “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ჩატარდა. კამპანია გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას აღნიშნულ თემაზე. ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

მეტი...

მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროეტი, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო” ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სამი თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ…

მეტი...

ბავშვების უფლებების დასაცავად, არაეფექტური პოლიტიკა ტარდება – სახალხო დამცველის ანგარიში

“სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი” – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო, ბავშვის უფლებების დასაცავად, არაეფექტურ პოლიტიკას ატარებს, რამაც აღნიშნული სისტემა, კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.   “სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურს სფეროში განხორციელებული სისტემური…

მეტი...

სახალხო დამცველის შეფასებით, დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ ჯიხურებში მომუშავე დაცვის თანამშრომლებს, შეუსაბამო, კრიტიკულ პირობებში უწევთ მოვალეობის შესრულება.  როგორც, ნინო ლომჯარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა წელს პირველად შეამოწმა მათი უფლებრივი მდგომარეობა. „თავდაცვის სფეროში წელს პირველად შევამოწმეთ შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის წარმომადგენლების საქმიანობის პირობები, ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა და ნამდვილად მათი ყოფა ვერ უძლებს კრიტიკას. არ არსებობს პირობები იმისათვის, რომ დღის განმავლობაში მათ შეძლონ ღირსებისთვის შესაბამის პირობებში ყოფნა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეტი...

პორნოგრაფიაში, მშობლების თანხმობით, არასრულწლოვანი გოგონები მონაწილეობდნენ – ორგანიზებული ჯგუფის 11 წევრი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ში მინისტრის მოადგილის – ვლადიმერ ბორცვაძის და ავსტრალიის პოლიციის ფედერალური აგენტის, მეკავშირე ოფიცრის – ვენდი რიქსის ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების…

მეტი...

ომბუდსმენი, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გენერალური პროკურორის პარლამენტში დაბარებას ითხოვს

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხები იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული“, –  აღნიშნული განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.  ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია, პარლამენტმა გენერალური პროკურორი დაიბაროს, რათა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ…

მეტი...

პატივისცემა NDI-ს და უპატივცემლობა მათ ქართველ კოლეგებს – რა უჭირს ხალხს?!

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა“ – ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  მაია ცქიტიშვილი NDI-ს კვლევებს.    მინისტრის შეფასებით, მოსახლეობის პირველი რიგის პრობლემები ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი. „იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები  ჩვენი ძირითადი გამოწვევებია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ეს პრობლემები გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული. ჩვენ, უპირველესად, საკუთარ…

მეტი...

2018 წელს პარლამენტმა, ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა, ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა. როგორც ნინო ლომჯარიამ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2017 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 70% გაითვალისწინა, 2018-ში კი ეს რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე კი 6 063 ზარი დაფიქსირდა.  2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 11 სპეციალური ანგარიში მოამზადა.

მეტი...

სკოლებში, სწავლების საბაზო საფეხური გაიზრდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათებლო სფეროს რეფორმას გეგმავს, რომელიც სკოლებში სწავლების საბაზო საფეხური ათ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. როგორც, სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აცხადებს, რეფორმის მიზანია, მე-11 და მე-12 კლასი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე. „რეფორმის შესაბამისად, მეათე კლასი ჩამოვა საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში…

მეტი...

სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმის გამო, ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა დასაბინავებელია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმის გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია.  „ჩვენ შევძლებთ ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდმა შეგვიქმნა. ღვინის მწარმოებლებს შევხვდით იმისთვის, რომ კომპანიები მეტად აქტიურად ჩაერთონ რთველის პროცესში. კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რათა ბოლო წლების მსგავსად, რთველის პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და  წარმატებულად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეის მდგომარეობით, კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში…

მეტი...

“ფორსაჟის“ გადაღების გამო გზა ისევ გადაიკეტება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის “ფორსაჟი 9” ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე  გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრო რაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. „დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის…

მეტი...

NDI-ის კვლევით, მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და საშუალო ცდომილება 1.7%-ა

მეტი...

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

NDI – ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19%-ი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას, ხოლო გამოკითხულთა 9%-ი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა. გამოკითხულთა 45%-ი მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს, არცერთი პარტია არ დგას. გამოკითხულთა შედეგები ასე გადანაწილდა: „არ ვიცი“ – 6 %-ი , „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %-ი , „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ –4%-ი , „სხვა“ – 9%-ი. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

მეტი...

NDI-ის კვლევით, 20 ივნისს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22%-ი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43%-ი ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14%-ი მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9%-ი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, ხოლო 8%-ი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი. ​ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი…

მეტი...

„ჩვენ, პრეზიდენტის მინდორზე ვერ შევალთ“ – ზვიად ძიძიგური

„თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები, ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს პატიმარი, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი, ან პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება“ – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებულ ხმაურიან შეწყალებას.  როგორც დეპუტატი აცხადებს, არ არის საჭირო, შეწყალებებთან დაკავშირებით პარლამენტმა დამატებითი რეგულაციები შემოიღოს. „არ მიმაჩნია სწორად, რომ პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს. ეს არ არის სწორი. ეს აღარ არის მაშინ შეწყალების აქტი და პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ახალი კონსტიტუციით ავირჩიეთ ისეთ პერსონად, რომელიც არის ზეპარტიული,…

მეტი...

გიორგი გახარია მინისტრებს მიმართავს, მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი წარმოადგინონ

“2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. მისი თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანი კომპონენტი, ინფრასტურული და კაპიტალური ხარჯები იქნება. „ მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები. კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზედ…

მეტი...

“სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში“ – ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, პატიმრების შეწყალებას ეხმაურება. როგორც ზვიად ძიძიგური აცხადებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი “მკვლელების” შეწყალება. მისი თქმით, აუცილებელია ამგვარი ტიპის მასალამ, რომელიც შეწყალებას ეხება სათანადო ფილტრი გაიაროს. „სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში. ეს არის მოვლენა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებას და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, იწვევს უკმაყოფილებას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი მოგმართავს შეწყალების მოთხოვნით, ძნელია შემდეგ ეს გაფილტრო. ამან რაღაც ფილტრი უნდა გაიაროს“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მეტი...

“ამჯერად, მეც გადავრჩი და ფისოც – გაფრთხილება მძღოლებს” – ეკა გულუა

ჟურნალისტი ეკა გულუა სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ისტორიას აქვეყნებს, რომელიც მას შეემთხვა. ჟურნალისტი მძღოლებს აფრთხილებს და ყველას მოუწოდებს, უსიამოვნო ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად, მის კნუტისა და ისტორიას გაეცნონ.     „მძღოლებისა და შინაური ცხოველებისთვის საკმაოდ საშიში და საფრთხილო პერიოდი დაიწყო. ეს შემთხვევა პირადად გადამხდა თავს. გამოვედი სამსახურიდან, ჩავჯექი მანქანაში, დავიძარი და მესმის ფისოს კნავილი, კიდევ კარგი, შუშა ჩაწეული მქონდა და ხმა გავიგე. ვიფიქრე, ფისო მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი, გავაჩერე, გავიხედ-გამოვიხედე, თუმცა, არ ჩანს. მეგონა, რომ გაიქცა. ისევ დავძარი მანქანა, მოკლე მანძილი გავიარე და ისევ კნავილია. ისევ გავჩერდი და ამჯერად, ვეძებ ფისოს სალონში. ფისო სალონში არ არის.…

მეტი...

აშშ-მ 700 ათასი დოლარი გამოყო, თბილისში, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის

აშშ-მ, თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო. როგორც აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხით, დედაქალაქში, უმაღლესი დონის, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი დაარსდება. „ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

მეტი...

2020 წლიდან, სკოლის მოსწავლეები, პროფესიულ განათლებას მიიღებენ და დასაქმდებიან

2020 წლიდან, სკოლის მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ, სწავლასთან ერთად, სკოლაში, პროფესიული განათლება მიიღონ.  როგორც, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განაცხადა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდას შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს. მისი თქმით, მოსწავლეს, პროფესიული განათლების მიღება, მე-10 კლასიდან შეეძლება.  “მოწაფეებისთვის მიმზიდველი იქნება შეთავაზება, რომელიც მეცხრე კლასის შემდეგ მოწაფეს შესაძლებლობას აძლევს, რომ მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში სკოლის ზოგადი პროგრამის პარალელურად პროფესიული განათლება მიიღონ და სულ მცირე ერთ პროფესიას დაეუფლონ. ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ყველა მშობელი და მოსწავლე გამოიყენებს. ამ გზით სახელმწიფო არ ხარჯავს თანხას, რაც ახალი კოლეჯის მშენებლობას სჭირდება. ჩვენ უფრო ეფექტიანად ვანაწილებთ ამ…

მეტი...

საქმის შეწყვეტა ან 500 000 ლარის გირაო – სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს. დღევანდელ პროცესზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი ბრალის შესაბამისი არ არის. „რაც ბრალდებამ წარმოადგინა მტკიცებულებების სახით, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას, რა ბრალდებაც აქვს მას წარდგენილი. მაქსიმუმ შეიძლება, ამ შემთხვევაში ვინმემ ისაუბროს რაღაც ადმინისტრაციულ გადაცდომაზე. ამიტომ ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე შეწყვიტოს საქმის წარმოება და არსებით განხილვას არ გადასცეს”, – განაცხადა ადვოკატმა. იმ შემთხვევაში, თუ…

მეტი...

ადვოკატის მტკიცებით, ნინო გვენეტაძემ, ბეჟანიძეს განაჩენი პროკურატურის ზეწოლით გამოუტანა – შეწყალების საქმე

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა, მაშინდელ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეგავლენას ახდენდა. სწორედ ამით ხსნის ირაკლი ჩომახაშვილი ასლან ბეჟანიძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. როგორც ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ნინო გვენეტაძე თავის არჩევანში თავისუფალი არ იყო. ამასთან, მისი თქმით, ის ოთხმეზურის მკვლელობის საქმეს არ იცნობდა. “მაშინ, უზენაეს სასამართლოში იყო ქ-ნი ნინო გვენეტაძე, რომელზეც ხდებოდა გარკვეული ზეგავლენა საქართველოს პროკურატურისა და ხელისუფლების მხრიდან. ანუ, ხდებოდა უზენაესი სასამართლოს ცენტრალიზება. ვისაც „ეს“ სისხლის სამართლის საქმე ეწერა, არის გიორგი შავლიაშვილი, რომელმაც განსხვავებული დასკვნა დაწერა, რომ ასლან ბეჟანიძე არ არის დამნაშავე. პაატა სილაგაძემ…

მეტი...