“ერგნეთის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხი არ განიხილება” – ირაკლი ანთაძე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქართული მხარე საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს არ განიხილავს.  შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის ტექნიკური ხასიათის იყო. „ეს შეხვედრა გახლდათ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება და კვლავ საუბარი ეხებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. დასაწყისშივე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კიდევ ერთხელ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს.  შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რაზეც გაგრძელდება ჩვენი მსჯელობები ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ…

მეტი...

ზუგდიდსა და თბილისში ბინის მისაღებად დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. „აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  ზუგდიდში აშენებულ ბინებზე. განცხადებით მომართვა შეუძლიათ ორი კატეგორიის დევნილ პირებს: ნებისმიერ დევნილ პირს და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამართული ომების დევნილ ვეტერანებს ან ამ ომებში დაღუპულების დევნილ ოჯახის წევრებს. ვეტერანების შემთხვევაში, განცხადებების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია ზუგდიდში და ასევე თბილისსა და ქუთაისში აშენებულ ბინებზე“, – ნათქვამია…

მეტი...

გორში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს

გორში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს. ბავშვი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ, მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მათი თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშსწორების მიზნით წაიყვანა. ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, შემდეგ მოულოდნელად მაღაზიიდან გავიდა და დაუდგენელი მარკის შავი ფერის ავტომობილში ჩაჯდა.  სამძებრო სამუშაოებში პოლიცია იყო ჩართული.

მეტი...

მასწავლებლებს ხელფასის ნაწილს ბაღში ატოვებინებენ – რეგიონებში არსებული მძიმე რეალობა

ერთ ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვი, ჯგუფზე 1 მასწავლებელი და ერთი ძიძა, აღმზრდელი მასწავლებლის ხელფასი – 237 ლარი, ძიძა – 219 ლარი, მასწავლებლის შემცვლელი (საღამოს) – 100 ლარი – ეს ის რეალობაა, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, და არა მხოლოდ იქ არსებობს. ვითარება ყველგან იდენტურია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლება აქცენტს განათლებასა და რეგიონების განვითარებაზე აკეთებს, დიდ ქალაქებთან შედარებით, სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული ვითარება რეგიონებში გაცილებით მძიმეა. უფრო მეტიც, ჯგუფში ბავშვების რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, აღმზრდელებს, წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ღონისძიებისთვის უწევთ ბავშვების მომზადება, რისთვისაც საკუთარი ხელფასის ნაწილის ბაღში დატოვება უწევთ. „ჩვენი…

მეტი...

“ნებისმიერ საქმეზე, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა” – ბახტაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

“ნებისმიერ საქმეზე, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა”, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, თუ შესაძლო დანაშაულზე მოწვეული არიან საერთაშორისო ექსპერტები,  ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოების მეტ ინფორმირებულობა.   „მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ამ თემის სპეციალისტი, რომ გითხრათ რამდენად უნდა მონაწილეობდეს, ან რამდენად აქვს უფლება, ან რამდენად უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების წარდგენა. მაგრამ, როგორც მოქალაქეს, მაქვს ძალიან მარტივი პოზიცია. ნებისმიერ საქმეზე, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს…

მეტი...

“ხვალ, შეხვედრაზე გაჟღერდება გადაწყვეტილება” – ბახტაძე მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე

“ხვალ დილით გვექნება შეხვედრა პარტიის ოფისში, სადაც გაჟღერდება გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. „ბუნებრივია, დღეს ეს არის საკმაოდ აქტუალური თემა, ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. უფრო მეტიც, გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ მქონდა კონსულტაციები, არამედ დღესაც გვექნება და ხვალ დილით საბოლოო პოზიცია იქნება. ჩვენ ხვალ დილითაც ვიკრიბებით. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება საუბარი კონსულტაციის შინაარსზე, აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

“კიდევ ერთხელ გვიწევს, პასუხი გავცეთ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას” – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. უწყების ცნობით, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. „საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას. საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ. გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ…

მეტი...

როგორ დავხვდეთ მზად მოახლოებულ გრიპის სეზონს – ექიმის რეკომენდაციები

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, არ­ჩილ მარ­შა­ნია იმ აუ­ცი­ლე­ბელ რჩე­ვებს უზი­ა­რებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გრი­პის სე­ზო­ნის­თვის უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ექი­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. “ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თავ­დაც­ვა გრი­პის ვირუ­სის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს უნდა ჩა­ვი­ტა­როთ რად­გან ვირუ­სი იც­ვლის “ფორ­მას” და ყო­ველ წელს ხდე­ბა სა­ჭი­რო ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ია. ჯერ­ჯე­რო­ბით უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს მე­დი­ცი­ნას, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა უნი­ვერ­სა­ლურ ვაქ­ცი­ნა­ზე და იმე­დია, მალე მი­აგ­ნე­ბენ მა­გის გა­სა­ღებ­საც. ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც, ორ­სუ­ლე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც. არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზე­ბი არ არის სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, უბ­რა­ლოდ, მი­დი­ხართ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ბი­ნეტ­ში და ექი­მი გა­გე­სა­უბ­რე­ბათ.…

მეტი...

“მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და პოლიტიკური პროგრამების განხორციელებაში.  არჩილ თალაკვაძის თქმით, ბახტაძის საქმიანობიდან გამოყოფდა განათლების, ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებს. „მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო პროგრამისა და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში. მე, ამისთვის მინდა, მას მადლობა გადავუხადო და ის მიმართულებები გამოვყო, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული პროგრესია მიღწეული. ეს არის განათლების სფერო, განათლების დასახვა, როგორც პრიორიტეტის და მისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი დაფინანსების გამოყოფა. მეორე, ეს არის მწვანე ეკონომიკა და მწვანე ეკონომიკის ინიციატივა და მესამე – მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური…

მეტი...

“რუსთავი 2” ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება

რამდენიმე დღეში, მაყურებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განახლებული საეთერო ბადით იხილავს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  მაყურებელი  “რუსთავი 2”-ზე ბევრ სიახლეს იხილავს.  ეთერში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები იქნებიან. რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ “კურიერი” სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება.  “რუსთავი 2”-ელები დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის. ჩვენთანა მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან…

მეტი...

მატარებლის გალამაზებისთვის შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისი-ფოთის მატარებლის ვაგონის კედლის მოხატვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებს დილით ვაგონი მოხატული დახვდათ, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

ცხოველთა თავშესაფარს ,,ფორსაჟი 9″-ის რეჟისორი ესტუმრა

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ჰოლივუდური ფილმის – ,,ფორსაჟი 9“ (Fast and Furious 9) რეჟისორი, სპირო რაზატოსი და გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი ესტუმრა. სტუმრები თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სხვა ცხოველებთან ერთად, გადასაღები მოედნიდან მათივე უსაფრთხოების მიზნით, დროებით გადაყვანილი ძაღლებიც მოინახულეს. ისინი თავიანთი ბინადრობის არეალს გადაღებების დასრულებისთანავე დაუბრუნდებიან. სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ სტუმრებს საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პოლიტიკა გააცნო და ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებული პროექტების შესახებ უამბო. სპირო რაზატოსმა თავშესაფრის ბინადრები საკვებითა და სათამაშოებით დაასაჩუქრა.

მეტი...

“20 ივნისის ღამე არის ჩემი ტკივილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, 20 ივნისის ღამე მისი ტკივილია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა, რომ ძალადობა მისი ხელწერაა არაა.  როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პოლიცია ვერ უწევდა წინააღდეგობას შტურმს, რომელიც პარლამენტის შენობაზე ხორციელდებოდა. “20 ივნისის ღამე არის ჩემი ტკივილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მეც და გაყვება საქართველოს ყველა მოქალაქეს. სიტუაცია იყო ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში და ვფიქრობ მოახდინა დემონსტრირება თუ რა ღირებულებებით საუბრობს საზოგადოებასთან. ეს სიტყვები როცა ვთქვი განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა არ შეცვლილა არასდროს. მერე თქვენთვითონ ნახეთ ის კადრები თუ…

მეტი...

“თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულზე მქონდა, ბიძინა ივანიშვილთან” – ბახტაძე

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გუშინ ჰქონდა. “მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის საფუძველი და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას, არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და ამ მიზნების მისაღწევად მომცა გუნდმა მანდატი და ნდობა, მიღწეულია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მეტი...

“არსებული გამოწვევების ფონზე, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა”- მამუკა ბახტაძე

“ან საქართველო დაიწყებს საინვესტიციო და საბიუჯეტო შესაძლებლობების დიდი ნაწილის ჩადებას განათლებაში ან 21-ე საუკუნეში ჩვენ პერსპექტივა არ გვექნება,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტოკ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, თუ საინვესტიციო და საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი განათლებას არ მოხმარდება, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება “სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იზომებოდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. შესაბამისად პოლიტიკური ძალებიც თავისი კაპიტალის ინვესტირებას ახდენდნენ არა ქვეყნის მომავლში, არამედ არჩევნებში. ამან გამოიწვია მძიმე შედეგი. თქვენ რომ აიღოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული წლები, ყველაზე მწირი დაფინანსება ჰქონდა განათლების სექტორს. ეს იყო სტრატეგიული…

მეტი...

“ბახტაძე ნაწყენია, მონობა არ დაუფასდა და განიცდის” – ლევან გოგიჩაიშვილი

“მამუკა ბახტაძე ადამიანურად ნაწყენია, მონობა არ დაუფასდა და განიცდის”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს რეალური ძალაუფლება აღარ აქვს მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელი აღარ არის. “მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, თავად განსაზღვრავს სახელმწიფო აპარატის მუშაობას. რა ხასიათზეც იღვიძებს, მთელი მთავრობა იმ ხასიათზეა. სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძეს არაფერი გაუკეთებია და მისი სახელი ერთ წელში დაავიწყდებათ. რაც გვესმის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ძალაუფლება არც ახალ პრემიერს ექნება. თუ პრემიერი შს მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვერ დანიშნავს, მისი წარმომადგენლები…

მეტი...

“სოციალური ქსელი საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის” – კახა კალაძე

“სოციალური ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას. „ფეისბუქი არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. თუ დააკვირდებით ჩემს აქტიურობას, ძირითადი საკომუნიკაციო წყარო არის ფეისბუქი, სოციალური ქსელი, სადაც ძალიან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მაქვს საზოგადოებასთან და არის საუკეთესო საშუალება დღეს, 21-ე საუკუნეში. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას. არის სოციალური ქსელი, სადაც 100 ათასობით ადამიანი არის ჩართული და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, მიაწოდო ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა დადებითად შეაფასა მამუკა ბახტაძის…

მეტი...

“მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე ეწინააღმდეგება პასუხობს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გადაწყვეტს. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა.…

მეტი...

“გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყევტილება”- სალომე ზურაბიშვილი მამუკა ბახტაძეზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მხრიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასება არაკორექტული იქნება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ. “გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყევტილება. საერთოდ მივიჩნევ, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ, რადგან ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხი. ჰიპოტეტურ გადაწყვეტილებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაც არ უნდა შესაძლებელი იყოს არ შევაფასებ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა,…

მეტი...

“გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ გუნდის სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა” – დავით ბაქრაძე

“გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები „ქართული ოცნების“ გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას. „გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, „გავრილოვის ღამე“ – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმისა, რითი დაამახსოვრა თავი ამ ერთი წლის განმავლობაში ბახტაძის მთავრობამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მისი მხრიდან რაღაც ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მსგავსი მაღალფარდოვანი ფრაზები, უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მთავრობა მთლიანად მოწყდა რეალობას. მათ…

მეტი...

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ 2019 – 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანასების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში. 51-70 ქულის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა იქნება 50%, 71-90 ქულის შემთხვევაში…

მეტი...

„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღებებში ვერტმფრენიც ჩაერთვება

საქართველოში ჰოლივუდის ცნობილი ფილმის „ფორსაჟი 9“-ის (Fast and Furious 9)-ის მორიგი ეპიზოდების გადაღებაში, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენიც ჩაერთვება. საჰაერო კინოგადაღება ავიაკომპანია Heli and Co SA-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისა და სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნისა და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან. აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო…

მეტი...

კახეთში 5 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 5,5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. გადამუშავებული ყურძნიდან, ორი ათას ტონამდე საფერავია, 1,3 ათასი ტონა რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ყურძნის გადამუშავების პროცესში 25 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 100 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მეტი...

ზუგდიდში, ჭაში კანალიზაციის წყლის მოხვედრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე შაში კანალიზაციის წყლის მოხვედრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა. ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით,, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაბამის მკურნალობას გადიან. ბავშვი ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოშა გადაყვანილი. ადგილზე პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

მეტი...

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდება

3 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ხვალ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გაკეთდება. „არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას. პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტი...

“ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე” – მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მისია ამ ეტაპისთვის შესრულებულია. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე. 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“…

მეტი...

“ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. “მიმაჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს საქართველოს და განვითრების იმ ეტაპზე, რომელზეც სახელმწიფო იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა…

მეტი...

“გახარიამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს უსაფრთხოებასა და გადარჩენაში” – გია გაჩეჩილაძე

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა მისაღებია. “გახარია მისაღებია, რადგან მან ძალიან სერიოზული როლი ითამაშა საქართველოს უსაფრთხოებასა და გადარჩენაში, როცა პარლამენტის აღების გეგმა არსებობდა”, – განაცხადა მან. გაჩეჩილაძე აღნიშნულ მოვლენებს რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილ სცენარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს სწორედ გიორგი გახარიას დამსახურებით ვერ განხორციელდა. “რაც მოხდა 20-სა და 21-ში საქართველოს პარლამენტის წინ, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. იყო მცდელობა პირველი სახელმწიფო უწყების ხელში აღებისა. წინასწარ იყო დაშვებული საშვები ვიღაც უცხო ხალხის შემოყვანისა. ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სცენარი, რომელიც ჩაფლავდა. ამაში დიდი როლი ითამაშა…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. „ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“, – დაწერა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში. კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, თუმცა მთავრობა მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 2018 წლის 20 ივნისს დაამტკიცა.

მეტი...

ბიძინა გეგიძე ირაკლი აბუსერიძემ ჩაანაცვლა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ბიძინა გეგიძის ნაცვლად, ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს. ამ საკითხზე მმართველ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც ბიძინა გეგიძე აცხადებს, ფრაქციის სხდომა დღეს, 14:00 საათზე დაინიშნა, სადაც მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. მისი თქმით, ეს თემა ფრაქციაში არა გუშინ და გუშინწინ, არამედ უფრო ადრეც განიხილებოდა. 

მეტი...

ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება 5 ათას ლარამდე თანხაზე იქნება შესაძლებელი

ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება 30 წუთის განმავლობაში, 5 ათას ლარამდე თანხაზე (ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში) იქნება შესაძლებელი. ახალი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში შეიტანა. აღნიშნული ინფორმაციის განთავსების ვალდებულება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ქვითარზე, ასევე სალაროსთან, თვალსაჩინო ადგილას აქვთ. ცნობისთვის, ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება აქამდეც 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი, თუმცა არ იყო განსაზღვრული თანხის მაქსიმალური ოდენობა.

მეტი...

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, მათ ბაზაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება მოხდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციისა სააგენტოს მიზნები, ამჟამად მოქმედი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებთან ერთად, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციასაც მოიცავს. ამასთან, ცვლილებებით, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო…

მეტი...

ნაკადულის კალმახის გადასარჩენად, მდინარეებში ლიფსიტები გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ, “საქართველოს წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 10 000 ცალი ლიფსიტა მდინარე რიცეულასა და ხედეთურის სათავეში გუშვა. ნაკადულის კალმახის დაცვის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოტო და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა. ველური ბუნების სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს, მდინარე რიცეულას ხეობაში ნაკადულის კალმახის აღდგენას.

მეტი...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ

თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი. აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი დღეს განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს. ბახტაძის მიმართვის ზუსტი დრო და თემატიკა უცნობია, თუმცა შესაძლოა, განცხადება მის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდეს, რის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. გეგმავს თუ არა პრემიერი თანამდებობიდან წასვლას და აღნიშნულს შეეხება თუ არა დღევანდელი ბრიფინგი, პრემიერის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მეტი...