თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი ინსტიტუციაა, რომელიც ფოკუსირებულია მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზე –ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიასა და ვიდეოზე. მუზეუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციების“ ფარგლებში გაიხსნა.  ასევე, მუზეუმის ბაზაზე, გაიხსნა ედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტო წიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილ მულტიმედიურ პროექტებს აერთიანებს. ასევე, მუზეუმში თავმოყრილია ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალები. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ფრანგი არტისტების დუეტის – ვენსან მუნისა და პრისილატელ მონის ვიდეოინსტალაციით გაიხსნა თემაზე – unus Mundus: რიტუალები და ტრანსი. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და მერის მოადგილე, სოფიო…

მეტი...

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 524 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 125 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 29 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 292 ფაქტი.

მეტი...

ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მეტი...

ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ასპინძაში, სავარაუდოდ, ცხოველთან კონტაქტის დროს, ტკიპის ნაკბენის შედეგად, ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია. ტკიპა უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია. ის გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია.  როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დაფიქსირდა.  პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში, ყირიმ-კონგოს დაავადების, 2009 წლიდან ბოლო 10 წელიწადში, 40-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. დაავადება იწვევს ჰემოროლაგიურ ცხელებას, სისხლჩაქცევასა და სისხლდენას. „ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი.…

მეტი...

“ხაზარაძე პოლიტიკაში უვიცია, ის ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობს” – დავით ჭიჭინაძე

“მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა “დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გამო ყველაფერს კადრულობს და მისი ადგილი არც ბიზნესში და არც პოლიტიკაშია. „შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა. თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ. აბა რას ნიშნავს ვინმე…

მეტი...

“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ” – განათლების მინისტრი

“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.  მინისტრის თქმით, წელსვე დაგეგმილია, სახელმძღვანელოების გაუმჯობესება. „წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის სახელმძღვანელოების გაუმჯობესება. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ჩვენს ავტორებთან და გამომცემლებთან, ასევე საერთაშორისო გამომცემლებთან ერთად მუშაობა, რაც დაგვეხმარება, საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები.  ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების შეტანა სკოლებში. 400-ზე მეტ სკოლაში წარმოდგენილი იქნება უკაბელო ინტერნეტი. დღეს კი სკოლაში პირველად შევიდა ნეთბუქებისგან განსხვავებით, რეალური კომპიუტერები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მეტი...

“ფაქტობრივად, უმაღლესი განათლებით ევროკავშირის წევრები ვართ” – მიხეილ ბატიაშვილი

“უმაღლესი განათლებით ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრები ვართ “, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მომავალ ორშაბათს ბრიუსელში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ქართულ სამეცნიერო წრეებს ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეზე სრულყოფილი წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის – საკუთარი კვლევებისთვის გრანტების მოპოვებაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს – ევროკავშირის წევრები ვართ ფაქტობრივად, უმაღლესი განათლებით. ახლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოხვდეს ამ ბაზებში, რისთვისაც მოგვიწევს ამ უნივერსიტეტებთან ძალიან აქტიური მუშაობა. ბრიუსელში ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გავხსნით ოფისს,…

მეტი...

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამასთან, მას საზღვრის კვეთა აეკრძალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა სოსო ბაჯელიძემ სხდომაზე ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სოსო ბაჯელიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბაჯელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს მისცა პასუხისგებაში და ბრალი წარუდგინა.

მეტი...

“მოუთმენლად ველი პროცესს, როდესაც ბოკერია ჩემს განადგურებას შეეცდება” – სოფიო ქაცარავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგა ბოკერია დაემუქრა, რომ პოლიტიკურად გაანადგურებს. „სხვათაშორის, არ გამიკვირდა, როდესც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა. შემდეგ დააკონკრეტა, რომ ის პოლიტიკურად გამანადგურებდა. მინდა გიგა ბოკერიას მივმართო, დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია. აქვე მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე და მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება. თუ გნებავთ, თქვენც…

მეტი...

ჩამოყრილი დენის კაბელები, საღებავის სუნი, მოუწესრიგებელი საპირფარეშო – ვითარება 170-ე ბაგა-ბაღში

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო, საღებავის მკვეთრი სუნი და დენის კაბელები გახდა, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის.  როგორც, ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი მაიკო ბოკერია სოციალურ ქსელში წერს, სარემონტო სამუშაოების გამო, ბავშვები ბაღიდან ორი კვირით ადრე დაითხოვეს თუმცა, შენობის რემონტი დღემდე დაუსრულებელია.  “არის საღებავის სუნი , მუშები ამ დრომდე ღებავენ, არ არის დენი, დენის სადენები ასე კიდია. ძალიან გამწარებული ვარ, ეს არის სირცხვილი!!! შეუძლებელია აქ ბავშვი დატოვო. გაუგონარი ამბავია. 170 -ე ბაგა -ბაღი უნდა გახსნილიყო და გაიხსნა ! აქ მიმდინარეობდა რეაბილიტაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში, ამის…

მეტი...

საქართველოს ბიუჯეტიდან 2,349 მლნ ლარის 80 კაპიტალური პროექტია გათვალისწინებული

2019 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 2,349 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფომრაციით, პროექტებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის ათვისების მდგომარეობა 6 თვის მონაცემებით ასეთია: 27 პროექტი 0%-იანი ათვისებით ხასიათდება; 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი; 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს; 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა უკვე გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას. “დეტალური დაგეგმვის ეტაპის ყველაზე მთავარ და პრობლემურ საკითხს უშუალოდ მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი წარმოადგენს, რაც ძირითადად უკავშირდება დაგეგმვის ეტაპზე კონტრაქტორების მიერ  არასრულფასოვანი პროცედურების განხორციელებას (არაზუსტი საპროექტო დოკუმენტაცია, საპროექტო დოკუმენტაციის მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში  გამოტოვება, გეოლოგიური…

მეტი...

უდისციპლინობა, ტენდენციურობა, გაუმჭვირვალობა – არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

“საია“-მ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სადაც, 4 ძირითადი საკითხია გამოკვეთილი: “მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ტენდენციები, დისციპლინური საქმის წარმოება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პროცესში გამჭვირვალობა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა და მათი მოვალეობები”  როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა, ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება საბჭოს მიერ მოუმზადებლად ჩატარებული სხდომები.  „2018 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ საბჭო, რიგ შემთხვევებში, მოუმზადებელი იწყებს სხდომებს. გარდა ამისა, აჩვენებს დამოკიდებულებას საბჭოს რიგი წევრების მიმართ, ასევე სასამართლოში რამდენად დიდი და განსაკუთრებული გავლენა აქვს თავად ამ გავლენიან ჯგუფს, რომელსაც მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც…

მეტი...

მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო წელი დაგვიანებით დაეწყებათ, გაცდენილი საათები, შაბათ დღეს აუნაზღაურდებათ

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარემონტო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები, მოსწავლეებს, შაბათ დღეს აუნაზღაურდებათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ სკოლებში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება. მისი თქმით, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება საჭირო არაა. “დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. მაქსიმუმ 2 კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება. ყველაზე მთავარია ის პროექტები, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულად განხორციელდა“, – მიხეილ განაცხადა ბატიაშვილმა.

მეტი...

სკოლაში, რომელიც 1947 წელს არის აშენებული, 5 ბავშვი სწავლობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სკოლაში, რომელიც 1947 წელს არის აშენებული, სულ 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. გასულ წელს, აღნიშნულ სკოლაში მხოლოდ 2 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. დღესვე მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მეტი...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1179 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. როგორც მონაცემებშია აღნიშნული, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობისა, სადაც ხელფასი 0.4 პროცენტით შემცირდა და 2393 ლარი შეადგინა. პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში ხელფასის წლიურმა ზრდამ ექვსი პროცენტი შეადგინა და 1 900.4 ლარი შეადგინა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 5.6 პროცენტით 1 806.4 ლარამდე. 2019 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 419.8 ლარით განისაზღვრა და…

მეტი...

“ანაკლიის პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიამ განაცხადებით, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობისთვის, კერძო ინვესტორებია საჭირო, რომელიც საქართველოს არ ჰყავს. გახარიას თქმით, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. „ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს. მინდა აღვნიშნო, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან “პიქსელის” შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან “პიქსელის” შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა. გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა. ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს. ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან უხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი…

მეტი...

„თუ მონა მერქმევა, სულ ერთია, ვისი მონა ვიქნები – ამერიკის თუ რუსეთის“ –  გიორგი ლომია

„მონური დამოკიდებულება ზუსტად ის არის, როცა „ისინი“ ამბობენ, თქვენ ვიღაცის მონები ხართო; მონური დამოკიდებულება ზუსტად ის არის, როდესაც შენს ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებენ,  შენ კი გამოდიხარ და აცხადებ პასუხის გაცემა არ შეიძლება, დაივიწყეთ, ეს არ არის  პრობლემა, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას“ – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდმარის შეფასებით, რადენიმე დღის უკან, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირება სწორედ მონობასთანაა კავშირში. „როგორ არ უნდა მივაქციო ყურადღება, თუ მე მომაყენეს შეურაცხყოფა, თუ ჩემს მოქალაქეს მიაყენეს შეურაცხყოფა,  მართლა მონა ვარ? მართლა კოლონიის შტატია ვარ? როდესაც იყო ჩამოსული და…

მეტი...

„ჩვენი ამოცანაა „ამათი“ სახლში გაშვება“ – „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნებასთან“ სატელიტობაზე

„ჩვენ არავის სატელიტები ვართ და არც არავისთან სატელიტობა გვჭირდება. ჩვენი ამოცანაა „ამათი“ სახლში გაშვება. სატელიტი პარტია კი, რომელსაც გვაბრალებენ, ასე არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ,  რომ „ამათი“ ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება“ – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ – გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. დეპუტატმა გააპროტესტა შეფასებები, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ მისამართით ხშირად ისმის. საუბარია შემდეგ შეფასებებზე: „პრორუსულები“, „ქართული ოცნების“ სატელიტები“  და სხვა. „ის, რაც გიორგი ვოლსკიმ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენ არავის სატელიტები ვართ და არც არავის მითითებებს  ვასრულებთ. ჩვენ გვაქ ჩვენი გზა მათ აქვთ თავიანთი გზა. ჩვენი…

მეტი...

“ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა”- გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. დეპუტატის განცხადებით, შვიდი წელია, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციით არის დაკავებული. ვოლსკის თქმით, პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია,…

მეტი...

„უნდა რცხვენოდეს, როცა ქართველ მანდილოსანს უცხოელი შეურაცხყოფას აყენებს“ – ლომია ვოლსკის პასუხობს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმდჯომარე გიორგი ლომია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გიორგი ვოლსკის პასუხობს და აცხადებს, რომ მან გაუაზრებელი განცხადება გააკეთა. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართველ მამაკაცს უნდა რცხვენოდეს, როცა ქართველ მანდილოსანს უცხოელი შეურაცხყოფას აყენებს. „არ ვიცი, ვოლსკი მსგავს გაცხადებას რატომ აკეთებს. ალბათ, თავად ახსნის.  ვფიქრობ, გაუაზრებლად აქვს ნათქვამი, რადგანაც, ჩვენს მიერ ჩატარებულ აქციაში  მავნებლური არაფერია. ეს აქცია არ იყო ამერიკის და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ ზოგიერთი ამერიკის მოქალაქე სერიოზულად არცხვენს ამერიკას საქართველოში. ანტიამერიკული გაწყობა კი, რომელიც საქართველოში არსებობს,  სწორედ კრამერების,…

მეტი...

გია ვოლსკი “პატრიოტთა ალიანსის” აქციებს მავნებლობას უწოდებს

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” აქციები მიმართულია იმისკენ, რომ აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან. მისი თქმით, კრამერის შეუსაბამო საქციელი, აშშ-ის განწობას საქართველოს მიმართ არ გამოხატავს.  “ეს აქცია გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან, არ შეიძლება ვინმე კრამერის შეუსაბამო საქციელი, დაუკავშირო აშშ-ს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ. აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ, ამ ფორუმში მონაწილეთა საქციელზე ან განცხადებებზე. არის მცდელობა, აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან, ქართველების და საქართველოს მიმართ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” გუშინ, ამერიკის საელჩოს წინ საპროტესტო…

მეტი...

სკოლის დაწყებასთან ერთად, ბავშვებში, შესაძლოა, ნაწლავურმა ინფექციებმა მოიმატოს – რეკომენდაციები სკოლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების ჰიგიენას. როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ბავშვებში, შესაძლებელია, ისევ იჩინოს ნაწლავურმა ინფექციებმა თავი. მისი თქმით, ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. უწყების წარმომადგენელი მასწავლებლებსაც მოუწოდებს, კიდევ ერთხელ შეახსენონ მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა. “ჯერ კიდევ ცხელა, ამიტომ შესაძლებელია, ბავშვებში, ისევ იჩინოს თავი ნაწლავურმა ინფექციებმა. რეკომენდაციაა ხელების ხშირი დაბანა. სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი პირობები, იმისთვის, რომ ბავშვს შეეძლოს ხელების დაბანა. კარგი იქნება თუ, მასწავლებლებიც…

მეტი...