“დაჭრილს იმიტომ არ დავეხმარე, შეყვარებულთან მეჩქარებოდაო” – ცრუ მოწმეები დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში 

  •  

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი იმ ცრუ მოწმეებზე საუბრობს, რომელიც საქმეში მთავარ მოწმეებად იყვნენ წარმოდგენილები. ტარიელ კაკაბაძე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენებაზას იხსენებ, რომელმაც ასლან ბეჟანიძის საქმე გადაწყვიტა.

„ყველა მოწმე, რომელიც საქმეზე წარმოდგენილი ყავს ბრალდების მხარეს მოძიებული და გამოკითხულია 2016 წელს. ვინც 2004 წელს დაიკითხა, მათი ჩვენებები კატეგორიულად გამორიცხავს ასლან ბეჟანიძის დანაშაულს. უტყუარად დადასტურდა, რომ ყველა მოწმე, რომელიც პროკურატურას ჰყავდა წარმოდგენილი, იყო ცრუ და წინააღდეგობაში მოდიოდა მტკიცებულებებთან. დადასტურდა, რომ არცერთი მათგანი, მკვლელობის დღეს, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ და კონკრეტული ფაქტიც დაასახელა.

„მარტივ მაგალითს მოვიყვან. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ჩემი საუკეთესო, ახლო მეგობარი იყო დავით ოთხმეზურიო. ის ყვება, ვიდექი პეკინის ქუჩაზე გაჩერებასთან, ველოდებოდი სამარშრუტო ტაქსს, გავიხედე მარცხნივ და დავინახე როგორ დაარტყა ასლან ბეჟანიძემ დანა დავით ოთხმეზურსო. დავით ოთხმეზურს რომ დაარტყა დანა, ასლან ბეჟანიძე გაიქცაო, მიიმალა და 3-დან 5 წუთამდე ვუყურებდი, როგორ გადადიოდა ქუჩის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დაჭრილი დავით ოთხმეზურიო. თან სისხლი სდიოდა, ფორთხავდა და მძიმე მდგომარეობაში იყოო. ვიღაც გამვლელებმა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოშიო. ამ მოწმეს, სასამართლო პროცესზე როცა ვკითხე 3-დან 5 წუთის განმავლობაში , თქვენ დგახართ გაჩერებასთან გაუნძრევლად და უყურებთ ამ ყველაფერს? მიპასუხა: დიახ, ასე იყოო. მორიგ კითხვაზე, არ მიახლოებიხართ, დახმარების სურვილი არ გაგჩენიათ? ასევე მიპასუხა, დიახ, ასე იყოო. შემდეგ კითხვაზე, თუ შენი საუკეთესო მეგობარი დაჭრილი იყო, რატომ არ მიეხმარე, მიუახლოვდი და არ დაინტერესდი, მიპასუხა, შეყვარებულთან მაგვიანდებოდაო . არადა, ეს მოწმე სადაც იდგა, კორპუსის ორივე მხარე ეფარება, გამოდის რომ ის ვერ დაინახავდა ამ ყველაფერს და ეს არ ყოფილა“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან, სასამართლო პროცესიდან  კიდევ ერთი დეტალი გაიხსენა, რომელიც საქმეში ცრუ მოწმეების არსებობას ადასტურებს:

„დაინტერესდით, იგივე ცრუ მოწმეები, პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს ასევე სხვა საქმეებზეც. ძველი საქმეა, რომელიც 2007 წელს მოხდა, აქაც, საუბარია მკვლელობაზე და ზუსტად ეს მოწმეები არიან 2016 წელს, ასლან ბეჟანიძის საქმის ცრუ მოწმეებიც. ამ მოწმეს, შემდეგი კითხვა დავუსვი: ასლან ბეჟანიძემ დავით ოთხმეზური რომ მოკლა, ეს ერთადერთი მკვლელობა იყო რომელსაც შეესწარით? მოწმემ მიპასუხა, რომ ეს იყო ერთდერთი მკვლელობა, რომელსაც შეესწრო. ამის შემდეგ სასამართლოს წარვუდგინე მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი არის სხვა მკვლელობის მოწმეც. აქედან გამომდინარე, როდესაც ნინო გვენეტაცემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი,  რამდენად სწორია, საზოგადოებამ შეაფასოს“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები