სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები საფლავზე გასვლის აკრძალვას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ „საფლავების დადარაჯება“ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისთვის დამაკნინებელია:
„სოლიდარული ვარ ყველა იმ პოლიციის მუშაკის მიმართ, ვინც საფლავების დარაჯად განამწესა ე.წ. მმართველმა ძალამ!,“ – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი.