მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდა, რომ ქართველია

“ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისივე თქმით, ტესტის შედეგებით დამტკიცდა, რომ მისი არცერთი წინაპარი ათასობით წლის განმავლობაში, სხვა ეროვნებასთან არ აღრეულა და ეს ტრადიცია მხოლოდ თვითონ დაარღვია ევროპელზე ქორწინებით.

“წვეთი  სისხლი არაა ჩემში არაქართული” – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.

აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით”, – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი არც იმ ადამიანებს ივიწყებს, ვინც მას გამუდმებით სხვა ეთნოსს მიაკუთვნებს და ურჩევს, ტესტი თავადაც გაიარონ.

“ყველა მეზობელს პატივს ვცემ და, რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას, ” – აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მსგავსი თემები